პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხუან-კარლოს ნავაროსთან კონტრაქტი გააგრძელა
გუშინ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააგრძელა ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელ ხუან-კარლოს ნავაროსთან.

ახალი ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ნათამაშები ერთი სეზონის გარდა, ტიტულოვან მცველს მთელი კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული. ამ გუნდის რიგებში ის ორჯერ გახდა ევროლიგის ჩემპიონი და ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. სანაკრებო დონეზე ნავარო ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონია.

უნდა დავამატოთ, რომ ხუან-კარლოსს 14 ქულის დაგროვება დარჩა იმისთვის, რომ ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

თურქეთის "ბეშიქთაში" აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებისთვის ზრუნვას. მას შემდეგ, რაც ამ კლუბს ტრანსფერზე უარი უთხრა "მინესოტას" მძიმე ფორვარდმა და NBA-ის საუკეთესო მომხსნელმა კევინ ლავმა, ახლა "ბეშიქთაშმა" 27 წლის პოლონელი ცენტრი მარცინ გორტატი ამოიღო მიზანში.

ამ კალათბურთელმა 2010-11 წლების სეზონში "ფინიქსის" რიგებში 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13,0 ქულა და 9,3 მოხსნა დააგროვა, თუმცა თავის გუნდს პლეი ოფში გასვლაში ვერ დაეხმარა.

ისრაელის ჩემპიონატში მოთამაშე "ბნეი ჰაშარონმა" NBA-დან მეორე კალათბურთელი შეიძინა.

ჯეი ჯეი ჰიქსონთან წარუმატებელი თანამშრომლობის შემდეგ, კლუბმა 24 წლის ეკპე უდოსთან გააფორმა ხელშეკრულება. კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა კალათბურთელს უფლება აქვს NBA-ში ლოკაუტის დასრულებისთანავე გაემგზავროს ამერიკაში.

უდოს შარშან სადებიუტო სეზონში ჰქონდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მან 51-ჯერ მოირგო "გოლდენ სტეიტის" მაისურა და საშუალოდ მატჩში 4,1 ქულა, 3,1 მოხსნა და 1,5 დაფარება დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!