მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გორან ივანიშევიჩმა, შესაძლოა, დევისის თასზე ხორვატიის ნაკრების კაპიტნის ვაკანტური ადგილი დაიკავოს
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გორან ივანიშევიჩმა, შესაძლოა, დევისის თასზე ხორვატიის ნაკრების კაპიტნის ვაკანტური ადგილი დაიკავოს, - წერს საჩოგბურთო ვებგვერდი 10sballs.com. როგორც უკვე ვწერდით, გასულ კვირას ხორვატიის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების კაპიტანმა გორან პრპიჩმა პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

პრპიჩი ოთხი წელი ხელმძღვანელობდა დევისის თასზე მამაკაცთა ნაკრებს, აგრეთვე 2000 წლიდან ფედერაციის თასზე ქალთა გუნდს წვრთნიდა. ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციას სასწრაფოდ სურს ახალი კაპიტნის პოვნა, რათა გუნდი დევისის თასის 2012 წლის გათამაშების მერვედფინალისთვის მაქსიმალურად კარგად მოემზადოს. ამ ეტაპზე ხორვატიის ნაკრების მეტოქე იაპონია იქნება.

არგენტინის ნაკრების კაპიტნმა ტიტო ვასკესმა თავისი გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა დევისის თასის ფინალური მატჩისთვის, რომელიც 2-4 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაიმართება.

შემადგენლობა შემდეგმა ჩოგბურთელებმა დააკომპლექტეს: მსოფლიოს მე-11 ჩოგანმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, ხუან მონაკომ (26), ხუან-იგნასიო ჩელამ (29) და დავიდ ნალბანდიანმა (64).

ასე რომ, ნაკრების მიღმა აღმოჩნდა მსოფლიოს 143-ე ნომერი ედუარდო შვანკი. მას სარეზერვო წევრის სტატუსი ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო