სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონები, უკრაინელი ძმები ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები შოუ-ბიზნესში ცდიან ბედს
პროფესიულ კრივში სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონები, უკრაინელი ძმები ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები შოუ-ბიზნესში ცდიან ბედს. ისინი თანაპროდიუსერები არიან მიუზიკლისა, რომელსაც როკი ბალბოაზე შექმნილი ფილმების მოტივებზე გადაიღებენ.

"როკის" ექვსივე ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე ასრულებდა. ისიც კლიჩკოებთან ერთად მიუზიკლის პროდიუსერი გახლავთ. "როკის" მუსიკალური ვერსიის პრეზენტაცია გუშინ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა. პრემიერა ამერიკის

შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მომავალ წელს არის დაგეგმილი.

მოკრივე როკი ბალბოაზე ექვსი ფილმი 1976-2006 წლების პერიოდში შეიქმნა, თუმცა მიუზიკლს საფუძვლად უდევს სერიალის პირველი ნაწილი, რომელმაც, თავის დროზე სამი "ოსკარი" და ერთი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა. არაოფიციალური მონაცემებით, მიუზიკლის ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარია.

ძმები კლიჩკოები და სტალონე დიდი ხანია მეგობრობენ. ჰოლივუდელი მსახიობი და პროდიუსერი იმედოვნებს, რომ მიუზიკლი "როკი" კომერციულად ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წელს ეკრანებზე გამოსული ფილმი ძმები კლიჩკოების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა