გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრებს, დროებით, ამ ქვეყნის A ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი უხელმძღვანელებს
მსოფლიოს თასის მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ინგლისის ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა.

"ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა არარეალურია. 65 წლის ვარ და ამჟამად ახალ ზელანდიაში ვცხოვრობ. მინდა ევროპაში გადავბარგდე და რომელიმე ევროპული კლუბის მწვრთნელი გავხდე. ნაკრებში მუშაობას აღარ ვაპირებ" - თქვა გრემ ჰენრიმ.

ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრებს, დროებით, ამ ქვეყნის A ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი უხელმძღვანელებს, მანამ სანამ ინგლისის რაგბის კავშირი ეროვნული ნაკრების თავკაცის ვინაობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლანკასტერი აპირებს მწვრთნელთა შტაბში დატოვოს დაცვის მწვრთნელი მაიკ ფორდი და შერკინების მწვრთნელი გრემ რაუნტრი. გუნდთან გამოთხოვება მოუწევთ უკანა ხაზის მწვრთნელ ჯონ ველშს, ფორვარდების მწვრთნელ ბრაიან სმითს და ფეხით თამაშის მწვრთნელ დეივ ოლრედს.

იმავდროულად, ინგლისური კლუბის "ნორსჰეპთონის" მწვრთნელი ჯიმი მალინდერი ნაკრების თავკაცობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. ის 2006 და 2007 წლებში ინგლისის A ნაკრებს წვრთნიდა და 16 შეხვედრიდან 15 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად