ზე რაგბის გუნდის, "მელბურნ რებლზის" ინგლისელ მგეზავ დენი სიპრიანის საშუალება ეძლევა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს
ზე რაგბის გუნდის, "მელბურნ რებლზის" ინგლისელ მგეზავ დენი სიპრიანის საშუალება ეძლევა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს.

ის "ბარბაროსების" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ 26 ნოემბერს, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში სათამაშოდ მიიწვია.

ინგლისის ეროვნულ გუნდში განვითარებულმა მოვლენებმა სიპრიანის მეტი თავდაჯერებულობა და იმედი გაუჩინა, რომ "პომების" კვართს მომავალშიც არაერთხლ მოირგებს. ის მზად არის ყველაფერი იღონოს, რათა 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ძირითადი მგეზავი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებიდან სიპრიანი "პომების" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა მოკვეთა. რის შემდეგაც გლამურული ცხოვრების მოყვარული დენი შორეულ ავსტრალიაში გადაიხვეწა და იქ ზე რაგბის ახალ გუნდ "მელბურნ რებლზში" ერთი სეზონი გაატარა.

სიპრიანი კონტრაქტით ამ გუნდში კიდევ ერთი სეზონი უნდა დარჩეს. ცხადია, ამ ეტაპზე უცნობია, რას გადაწყვეტს ის, ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს თუ ევროპაში დაბრუნდება.

"ჩემი მიზანია 2015 წლის მსოფლიოს თასზე ნაკრების ძირითადი მგეზავი ვიყო. როცა ინგლისის ნაკრების თამაშს ვუყურებ, ყოველთვის ამ გუნდში თამაშის სურვილი მიმძაფრდება. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.

მჯერა, რომ შევძლებ ჩემს სარაგბო კარიერაზე გავაკეთო კონცენტრაცია. მოკლევადიან პერსპექტივაში მინდა ახალი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატარო და ნაკრბში თამაშის უფელბა მოვიპოვო. იმედი მაქვს, "პომების" მომავალი მწვრთნელები გამონაკლისს დაუშვებენ და იმ მორაგბეებსაც გამოიძახებენ, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ.

არასდროს მიმაჩნდა, რომ ჯონსონი პიროვნულად მერჩოდა. აქ ავსტრალიაში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ ყველაფრის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებო. მე ბევრი შეცდომა დავუშვი და ამიტომაც ვერ მოვხვდი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე. ამჯერად ვეცდები, შეცდომა გამოვასწორო" - თქვა დენი სიპრიანიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა