ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დავით სირაძე: ქეცბაია აღარ გამომიძახებს, ხალხმა კი სიმართლე უნდა გაიგოს

დავით სირაძე: ქეცბაია აღარ გამომიძახებს, ხალხმა კი სიმართლე უნდა გაიგოს

თავდამსხმელმა გადაწყვიტა, ნაკრებში უთამაშებლობის ნამდვილ მიზეზებზე კომენტარი გაეკეთებინა
გასრულებულ ევროშესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრების წევრთაგან ყველაზე მეტი გოლის გამტანი დავით სირაძე ნაკრების ბოლო შეხვედრებში აღარ ჩანდა და ამით უკმაყოფილება არც დაუმალავს. ისიც ცნობილი გახდა, რომ პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრაზე ჩამოუსვლელობის გამო თემურ ქეცბაია მასზე ნაწყენი იყო.

დავით სირაძემ გადაწყვიტა, ამ ყველაფერზე კომენტარი გაეკეთებინა და "ლელოს" დაუკავშირდა.

- ბოლო დროს იმდენი რამ ითქვა ნაკრებში ჩემი უთამაშებლობის მიზეზებზე, გადავწყვიტე, ამ ყველაფერზე კომენტარი გავაკეთო.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახების და თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა და მექნება. მათამაშებდა თუ არა, ცხადია, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ამაზე არც ვდავობ, მაგრამ, არ დავმალავ, ევროშესარჩევის ბოლო, ბერძნებთან მატჩზე ჩემს არგამოძახებას ნამდვილად არ ველოდი.

მიმაჩნია, რომ იმის ღირსი მაინც ვიყავი, დამკავშირებოდნენ და მიზეზი აეხსნათ, თანაც, იმ დროს თბილიში ვიმყოფებოდი.

პრესასა და ტელევიზიაში ჩემი ხსენება საერთოდ არ იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ეროვნული ნაკრების წევრი არასოდეს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ამან ძალიან დამწყვიტა გული, რის თაობაზე განვაცხადე კიდეც და ამაზე ლაპარაკი აღარ მსურდა, სანამ არ მოხდა ის, რამაც ძალიან გამაოცა: ევროციკლის დამთავრების შემდეგ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თემურ ქეცბაიამ განაცხადა, ყველაზე მეტად გული სირაძის სიტყვებმა მატკინაო და გაიხსენა პოლონეთთან ამხანაგურ მატჩზე ჩემი ჩამოუსვლელობა, თითქოს ნაკრებში თამაშს თავი განზრახ ავარიდე.

ეს არასწორია. ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ ვიზა არ მქონდა და მის აღებას ვეღარ ვასწრებდი. როდესაც ეს ფედერაციას ავუხსენი, ქეცბაიასგან თანხმობა მივიღე და კლუბში დავრჩი, რადგან ნალჩიკის "სპარტაკს" სამი დღის მერე პეტერბურგში "ზენიტთან" უნდა ეთამაშა.

- პოლონეთის ვიზა პრობლემა რატომ გახდა?

- პასპორტი ნალჩიკიდან უნდა გამომეგზავნა და სამ დღეში ამას ვერ ვასწრებდი. ქეცბაიას ეს ავუხსენი და შემომითვალა, მაშინ დარჩიო. სწორედ ამიტომ გამიკვირდა მისი ნათქვამი, გამოვიძახე, მაგრამ არ ჩამოვიდაო.

ისიც ვერ გავიგე, ჩამოსულიყო, ითამაშებდაო, რუსეთში დარჩა და "ზენიტთან" 15 წუთი გავიდა მოედანზეო. მიმაჩნია, რომ ნაკრების მწვრთნელმა უნდა იცოდეს, მისი გუნდის კანდიდატებიდან ვინ თამაშობს და ვინ არა - "ზენიტთან" არა 15 წუთი, როგორც ქეცბაია აცხადებს, არამედ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე და 75-ე წუთზე შემცვალეს. ასე რომ, სათამაშო პრაკტიკაც მქონდა და ფორმაშიც ვიყავი.

ქეცბაიას მეორე განცხადებასაც მინდა, გამოვეხმაურო. ხორვატებთან სტუმრად თამაში ძირითადში დავიწყე. მან თქვა, რომ მეორე ნახევარში შეცვლა მოვითხოვე, თითქოს მეთქვას, დავიღალე და სირბილი აღარ შემიძლია-მეთქი. საერთოდ, თუ შეუძლოდ არის, ფეხბურთელს აქვს უფლება, შეცვლა მოითხოვოს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ასეთი რამ ქეცბაიასთვის არ მითხოვია და გულშემატკივარმა თავად განსაჯოს, ყოველივე ამის შემდეგ მქონდა თუ არა საფუძველი, ნაწყენი დავრჩენილიყავი.

- ამ განცხადების შემდეგ ნაკრებში რომ აღარ მიგიწვიონ?

- ეს უკვე ვიცი და დარწმუნებულიც ვარ, ქეცბაია ნაკრებში ისედაც აღარ გამომიძახებს, მაგრამ მინდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს.

- იქნებ, სამომავლოდ ქეცბაია ნაკრებში ვეღარ გხედავდა და ამიტომ გადაწყვტა სხვებზე დაყრდნობა? ასეთი რამაც ხომ არის შესაძლებელი?

- თუ ასეა, ხომ შეგიძლია, ფეხბურთელს დაელაპარაკო და აუხსნა, რა ჩანაფიქრიც გაქვს? ამბობს, შე კაი ადამიანო, ჩვენ თუ გიგებთ, შენც გაგვიგე, სხვა ფეხბურთელების ნახვა გვსურსო. მითხარით, ერთი, შესარჩევი ციკლის მატჩზე გასასინჯ მოთამაშეებს ვინ აკვირდება? მაშინ რისთვის არის ამხანაგური შეხვედრები, ახალ ფეხბურთელებს იქ ვერ ნახავდა?

მახსოვს, ნაკრებში ფეხბურთელებს შემადგენლობაში არ აყენებდნენ და მიდიოდნენ. მე რომ ვთქვი, გამოუძახებლობა მეწყინა-მეთქი, ერთი ამბავი ატეხეს. აბა, რა უნდა მეთქვა, გამიხარდა, მოვალშიც ასე გააკეთეთ-თქო? როცა არავინ გიკავშირდება და მიზეზსაც არ გიხსნიან, კითხვა ხომ გაგიჩნდება.

მწვრთნელს არც ვაკრიტიკებ, უბრალოდ, კითხვა გამიჩნდა და ეს რატომ არის მიუღებელი? ფეხებზე რომ დაგიკიდებენ და დაწერენ, ტრავმის გამო ნაკრებს ესა და ეს დააკლდებიანო და შენ არც გახსენებენ, ეს როგორ არ მეწყინება. როდესაც ნაკრებში დანიშნეს, თავად არ ამბობდა, ფეხბურთელს მხოლოდ ნაკრებში გამოძახება არ უნდა აკმაყოფილებდეს, თამაში უნდა სურდესო. ჰოდა, მსურდა, ვთქვი და ეს მაინც ეწყინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kaki

დათო შენ ეტობა რეალობას ვერ ხედავ...უკვე 5 ფეხბურთელი გაანაწყენეს ეხლა არ თქვა არ არიან პატრიტები და ნაკრებში არ იმსახურებენ თამაშსო.როცა ასე ხდება ფეხბურთელების კი არა მწრთვნელის ბრალია.

• Irakli

Geo გეგუჩაძე.

• Geo

Jigaro მაინც ვის მოიაზრებთ საქართველოში ქეცბაიას შემცვლელად?

• დათო

9 შესარჩევი გავიარეთ და არცერთში არ გვყოლია შეკრული გუნდი. 9–ვე შესარჩევში იყო მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომფლიქტი და იმიტომაც ვერ გავდიოდით ჯგუფიდან. 9–ვე შესარჩევში რატომღაც მხოლოდ მწვრთნელი იყო დამნაშავე და არა ფეხბურთელი. მწვრთნელებს ამ კომფლიქტების გამო აგდებდნენ გუნდიდანდა ფეხბურთელები რჩებოდნენ. ახლა როლების შეცვლის დროა.ერთხელ მაინც დარჩეს მწვრთნელი და წავიდეს ამრევი ფეხბურთელი არ გაინტერესებთ როგორი შედეგი იქნება.

• irakli

სირაძის მეგობარი ვარ, ზუსტად იმ პერიოდში მახსოვს მითხრა ნაკრების თამაშზე ვერ ჩავდივარ ვიზის აღებას ვერ ვასწრებო. შეწუხებული იყო ამის გამო. დეზინფორმაციით გაბრუებული ხალხი კი აიშვა რაც მოადგებათ ყოველი სისულელე დაუფიქრებლად უნდა თქვან..ადამიანს პრობლემა ქონდა და ვერ ჩამოვიდა და არაა პატრიოტი ხო? ასე რომ დათო როცა არ იცი სიმართლე ტყუილად ნუ დაწერ სისულელეს და უსამართლო გამონათქვამებისგან თავი შეიკავე! ყურადღებით წაიკითხე ინტერვიუ!

• daviti

ბატონებო ახალკაცის დროინდელ,იმ დინამოს დისციპლინასთან ერთად,სხვა არაერთი ღირსებაც ქონდა,სწორ,სანახაობრივ და რაც მთავარია შედეგიანი ფეხბურთს თამაშობდა.ვიცი მაშინ ყიფიანი,ჩივაძე,დარასელია შენგელია თამაშობდნენო იტყვით,ხოდა რომ თამაშობდნენ კიდეც უგებდნენ ლივერპულის მსგავს გრანდებს.ახლა მესმის რომ არ გვყავს ასეთი შემსრულბლები,ამიტომაც მაშინდელი წარმატებების გამეორებას არ მოველი ამ ნაკრებიდან,მაგრამ ნურავინ დამარწმუნებს მალტის და ლატვიას მომგები ფეხბურთელები არ მოიძებნება საქართველოში.ქეცბაიამ,ბერძნებთან სირაძემ შეცვლა ითხოვაო,ფეხბურთელმა მსგავსი არაფერი ყოფილაო,საინტერესოა რომელი ტყუის.ისე ნაკრებში სიხარულით რომ ჩამოვიდნენ ფეხბურთელები,ისეთი მწვრთნლი უნდა გყავდეს რომელიც დედის გინებით და ყვირილით არ ამყარებს დისციპლინას და ყოველი წარუმატებლობის შემდეგ უვარგისი ფეხბურთელები მყავს და მე რა ვქნაო არ იწუწუნებს.

• სანდრო

ar gaat..ka am kecbaiam sakme blin, ar gadakida es xalxi ertmanets isedac xom ar aklat ertmanetis chama, wadi ra bizia iyavi shen kviprosshi da akete ik sapexburto skolebi da bisnesebi ra

• Jigaro

ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ერთი ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ. მეგბრები შეხვდნენ ერთმანეთს, 20 წელი არ უნახავთ ერთმანეთი, ერთი ამერიკაში იყო და სრულიად შემთხვევით გადაეყარა თბილისში მეორეს. თბილისელმა სახლში დაპატიჟა, ოჯახს გაგაცნობ, ცოტა დავლიოთ და ვისიამოვნოთო. მანამდე რამდენიმე ბარში შეიარეს და ცოტა ალკოჰოლიც მიირთვეს. სახლში რომ მივიდნენ დარეკვისთანავე ცოლი გამოენთო, სად დაეთრევი ამდენ ხანს, ეს ვინ მოგითრევია შენსავით ლოთი და უსაქმური იქნებაო... მეგობარია ამერიკიდან, 20 წელი არ მინახავს, გაგვიმასპინძლდი ჩემ საყვარელოო, მაგრამ მხოლოდ შავი პური, სალა და კიტრის მწნილი მიართვეს თან გინეგა-ლანძრვაც მიაყოლა საყვარელმა მეუღლემ. ამერიკელი ეკითხება მეგობარს, ყოველთვის ასეთიაო?... რაზეც მეგობარმა, კი, ბოლო დროს ვერაა ხანდისხან... ჰოდა ამერიკელმა ურჩია, ამის მსგავსი ყავდა ამერიკაში კიდევ ერთ მეგობარს და მისი გამოსწორება რომ არ იქნა პსიხოლოგმა ურჩია დღე და ღამ სექსი უნდა, არ უნდა დაასვენო სულ განუტევებს და დაისვენებო... ასეც მოქცეულა ამერიკელის ამერიკელი მეგობარი ჰოდა ორ კვირაში თურმე სული ამოხდა ანჩხიკუდა ცოლს. ასეც შეთანხმდნენ...ორი კვირის შემდეგ, როცა მეგობარი არ გამოჩნდა, მიაკითხა ამერიკელმა ოჯახში... კარი გააღო თუ არა მეგობრის ცოლი სიმღერით შეეგება, მოდი შემოგევლე, დაჯექი ისიამოვნე... გამოუტანა ხიზილალა, შაშხი, შებოლილი თევზი და ა.შ.... ამერიკელმა მეგობარი მმოიკითხა , სადააო... საძინებელშია, ისვენებს... შევიდა საძინებელში... საწყალი მეგობარი გაძვალტყავებულია, თვალებს ძლივს ახელს, სული ძლივს უდგას, ცოლის სიმღერის ხმა კი საძინებელშიც ისმის... ამერიკელი ეკითხება მეგბარს, რა ხდება, რა ამღერებსო? ...ჰო...მღერის საცოდავი...ვერ ხვდება რომ მალე სულს განუტევებს!... დროა ხალხო მიხვდეთ, რომ ქეცბაია არაა საქართველოს ნაკრების შესაფერი მწვრთნელი სანამ მართლაც სულს არ განუტევებს ოთხწლიანი იმედი ნაკრების ჩამოყალიბებისა...მწვრთნელებიც გვყავს და ფეხბურთელებიც...სწორი გადაჭყვეტილებებია საჭირო და არა ის , რასაც ზოგიერთი დისციპლინის დამყარებას ეძახის...ცდება ვინმეს თუ ჰგონია,რომ ოთხი წლის შემდეგ, როცა ისევ ბოლო ან ბოლოსწინა ადგილს დავიკავებთ ევროპის შესარჩევის ქვეჯგუფში ქეცბაიას ხელმძღვანელობით, გამეხარდება, რომ ჩემი პროგნოზი დადასტურდა. ამ ყოლიფერს იმიტომ ვწერ, რომ ეს არ მოხდეს და კიდევ ოთხი წელიწადი არ დავკარგოთ უნიათო მწვრთნელის გამო.

• დათო

ნაკრებში რო გიძახებენ სიხარულით უნდა მოფრინავდე. მე სირაძის ყველა გოლი მახსოვს, განსაკუთრებით თურქეთთან, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი გოლები იმის უფლებას არ გაძლეს რომ აქციზი აიწიო და გეხვეწონ ჩამოსვლა, ნაკრების მწვრთნელს ხვერწნა არ უნდა სჭირდებოდეს, დამთავრდა "ჩმორი" მწვრთნელების დრო.

• mixail

დისციპლინა ახირებად არ უნდა იქცეს, ქეცბაია ბოლო პერიოდში წაგებებს ფეხბურთელებს აბრალებს, თუ მწვრთნელი მეორე ნახევარში, მოგებულს აგებს, და ეს მეორდება, პრობლემები მწვრთნელ ქეცბაიაშია, მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს აქვს საფუძვლები, არ მგონია მან ეს ნაკლი დაძლიოს, არ უჩანს ამას პირი.

• თემა

როგორ ახალკაცმა თავისი დინამო? მანამდე უმაგალითო დისციპლინით. თუ არ გახსოვთ ჰკითხეთ კოფილ დინამოელებს. რამდენ ფეხბურთელადაც არ უნდა დაუჯდეს ქეცბაიამ დისციპლინა არ უნდა დათმოს. ვაცალოთ ამ კაცს.

• nodo

დათო არაპატრიოტია შენი აზრით სირაძე? არ დაგავიწყდეს შენ იმ ფეხბურთელზე ლაპარაკობ რომელმაც ბევრი შეხვედრა გადაარჩინა და არასდროს არიდებდა თავს ნაკრებს, არ შეიძლება ესე ლაპარაკი... ქეცბაიამ რო ძალიან გაუტია და თავში აქვს ავარდნილი უკვე ყველა ხედავს

• დათო

მუჯირის და გოგუას მერე სირაძესაც ..... სანამ დისციპლინას არ დაიცავენ ფეხბურთელები მანამდე შედეგიც ცუდი იქნება. როგორც ჩანს ქეცბაია მკაცრი მწვრთნელია და დისციპლინას ამყარებს. მიდი ქეცაბა. ნაკრებში არ ჩამოსვლის მხოლოდ 2 საპატიო მიზეზია. 1. დისკვალიფიკაცია 2.ტრმვა. სხვა მიზეზეზებს არაპატიოტიზმი ჰქვია

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია