არგენტინა. აპერტურა. XV ტური: მსაჯმა დებიუტი მატჩის ჩაშლით აღნიშნა
აპერტურა სრულდება, 4 ტურით ადრე, ვფიქრობთ, მთავარ კითხვას ეპასუხა - "ბოკა ხუნიორსის" მორიგ ტრიუმფს ხელი რამ უნდა შეუშალოს. თქვენს წინაშეა, პრიმერას მე-15 ტურის მიმოხილვა.

ტურის მოვლენები

"ბოკას" ერთი, ალბათ, უკანასკნელი წინაღობა ჰქონდა დასაძლევი - ერთადერთი რეალური კონკურენტი, "რასინგი" ეწვია და მიუხედავად იმისა, რომ 9 კაცის ამარა დარჩა, მაინც არ წააგო - 0:0. ბუნებრივია, ეს ფრე ისევ "ბოკას" აწყობს, რომელმაც 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. თამაში კი ვერ გამოდგა თვალსასეირო, არც ველოდით, რადგან "ბოკაც" და "რასინგიც" წლეულს არასანახაობრივ, მაგრამ შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ.

"ბოკამ" უფრო ცუდად ითამაშა, როგორ შეიძლებოდა რიცხობრივი უპირატესობის ასე განიავება. ის კი არა, რომ არა რეფერი, მასპინძლებს შეიძლება წაეგოთ კიდეც - პენალტი ას-პროცენტიანი იყო - რონკალიამ გუტიერესი საჯარიმოში აშკარად წააქცია. შემდეგ ტურში "ბოკა" მენდოსაში "გოდოი კრუსს" ეწვევა. ესეც რთული მატჩი იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, რომ ლიდერმა ქულები უხვად კარგოს, ხოლო მისმა მდევრებმა - არა. თუნდაც ბოლო ტურის მაგალითი ავიღოთ - "ლანუსს" შეეძლო მე-2 ადგილზე გადასვლა და ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება და... "არსენალთან" წაგება "მოახერხა".

ჩაიშალა ორი აუტსაიდერის, "ესტუდიანტესისა" და "ბანფილდის" მატჩი - მას მერე, რაც "ესტუდიანტესის" ყოფილმა ფეხბურთელმა როდრიგო ლოპესმა ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა, აფეთქების ხმა გაისმა, რომელმაც კინაღამ დააზარალა მეკარე ლოკეტი. "ესტუდიანტესის" ფეხბურთელები ხუან სებასტიან ვერონის მეთაურობით, ამაოდ ცდილობდნენ ტრიბუნების დაწყნარებას. მალე, მსაჯმა ფერნანდო ეჩენიკემ, რომელსაც ბედის ირონიით პრიმერაში დებიუტი ჰქონდა, თამაში შეწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა. მეკარე ლუკეტის ასაფეთქებელმა ნივთიერებამ ფეხი დაუზიანა. ალბათ, სტუდენტები ტექნიკურ მარცხს და სტადიონის დისკვალიფიკაციას (ჯარიმითურთ) გამოკრავენ ხელს.

ამ ტურმა ერთბაშად ორი მწვრთნელის სკამი შეიწირა - "სან ლორენსო" ომარ ასადს შეელია, ხოლო "ოლიმპო" - ომარ დე ფელიპეს. პირველის გადაყენება თუ იკითხებოდა, მეორის გაგდება მოულოდნელი იყო არგენტინისთვის, დე ფილიპემ "ოლიმპო" პრიმერაში გადაიყვანა ბოლოსდაბოლოს. მის ნაცვლად 36 წლის მაურო ლასპადა დანიშნეს, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არა აქვს. "სან ლორენსოში" კი ლეონარდო მადელონი მივიდა.

ჩემპიონატის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - არგენტინა დიეგო მარადონას დედის, დონია ტოტეს სიკვდილს გლოვობს. ის 81 წლის იყო. ის კი არა - "ინდეპენდიენტე"-"ოლიმპოს" მატჩი უკვე დაწყებული იყო, როცა მარადონას დედის გარდაცვალების შესახებ გაიგეს და... გუნდებმა მე-2 ტაიმი დაიწყეს წუთიერი დუმილით.

ტურის სკანდალი

ჩაშლილი მატჩის გარდა დიდი აურზაური გამოიწვია ნესტორ პიტანას მსაჯობამ ტურის ცენტრალურ მატჩში. თუკი რასინგელი პელიეტიერის გაძევებას კიდევ რაღაც საფუძველი ჰქონდა, გაუგებარია, რატომ გაუყენა თანაგუნდელის გზას კოლუმბიელი ტეო გუტიერესი. გუტიერესი უსამართლოდ არდანიშნულმა პენალტმა გამოიყვანა მწყობრიდან და თვალწინ წითელი ბარათი იხილა. მთელი მატჩის განმავლობაში მსაჯი "ვერ ხედავდა" მასპინძელთა უხეშობებს, სამაგიეროდ, კარგად არჩევდა სტუმართა ჯარიმებს.

ტურის ციფრები

შედეგიანობა კვლავ საშინელია - სულ 13 გოლი გავიდა (ლოპესის გოლის ჩათვლით ჩაშლილ მატჩში) - 1,3 მატჩში საშუალოდ. 7:6 სტუმართა სასარგებლოდ. ამდენი გოლი ხანდახან ჰოკეის ერთ მატჩში გადის ხოლმე.

დუბლი არავის შეუსრულებია, რუბენ რამირესს კვლავ 10 გოლი აქვს ბომბარდირთა დავაში. "ნიუელს ოლდ ბოისს" 11 ტურია არ მოუგია, "ოლიმპოს" - 5. "ბოკა" და "რასინგი" ისევ დაუმარცხებლად ასპარეზობენ. აბსურდი - მეორეადგილოსან გუნდს მოგებებზე ორჯერ მეტი ფრეები აქვს აქტივში.

ტურის მატჩი

არხენტინოსი VS გოდოი კრუსი

ერთადერთი შეხვედრა, სადაც ორივე გუნდმა ითამაშა, კომბინაციური, შემტევი ფეხბურთი.

ტურის გმირი

სებასტიან საჯა (რასინგი)

"რასინგის" 32 წლის მეკარემ კარი "მშრალად" შეინახა. არადა, ბოლოს მისი გუნდი 9 კაცის ამარა დარჩა მისი ჩათვლით. სხვათა შორის, საჯამ ჩემპიონატში სულ 4 გოლი გაუშვა.

ტურის გოლები

პაულო როსალესი (სანტა ფე)

ფრანკო ვასკესი (ბლეგრანო)

გილერმო ფრანკო (ველესი)

ვინ გავარდება

20. სან მარტინი - 1,066; 19. ტიგრე - 1,164; 18. ოლიმპო - 1,169; 17. სან ლორენსო - 1,252.

არგენტინა. აპერტურა. XV ტური

ნიუელსი-ტიგრე 0:1

გოლი: 0:1 კასტელიონე (37)

სან მარტინი-ოლ ბოისი 0:0

არხენტინოსი-გოდოი კრუსი 1:0

გოლი: 1:0 ობერმანი (37)

ინდეპენდიენტე-ოლიმპო 3:0

გოლები: 1:0 ტუციო (34), 2:0 ხ. პერესი (49), 3:0 პარა (77)

გაძევება: მუსტო (69)

ბელგრანო-ველესი 1:3

გოლები: 0:1 ბელა (24), 0:2 ფრანკო (30), 1:2 ფ. ვასკესი (69), 1:3 რესკალდანი (74)

სან ლორენსო-სანტა ფე 0:1

გოლი: 0:1 როსალესი (73)

ბოკა-რასინგი 0:0

გაძევება: პელიეტიერი (49. რასინგი), გუტიერესი (76. რასინგი)

კოლონი-ატლეტიკო 1:0

გოლი: 1:0 ფუერტესი (73)

ესტუდიანტესი-ბანფილდი შეწყდა

ლანუსი-არსენალი 0:1

გოლი: 0:1 ბურდისო (20)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბოკა 15 9 6 0 17-3 33

2. რასინგი 15 5 10 0 11-4 25

3. ტიგრე 15 6 6 3 17-13 24

4. ველესი 15 7 3 5 17-13 24

5. კოლონი 15 6 6 3 13-11 24

6. სანტა ფე 15 6 6 3 14-13 24

7. ლანუსი 15 6 5 4 17-12 23

8. არსენალი 15 6 5 4 17-13 23

9. ატლეტიკო 15 7 2 6 20-20 23

10. ბელგრანო 15 5 6 4 14-13 21

11. გოდოი კრუსი 15 5 5 5 24-20 20

12. ინდეპენდიენტე 15 5 4 6 14-15 19

13. ოლ ბოისი 15 3 8 4 14-19 17

14. სან მარტინი 15 3 7 5 11-14 16

15. სან ლორენსო 15 4 3 8 12-17 15

16. არხენტინოსი 15 3 6 6 13-20 15

17. ოლიმპო 15 2 8 5 15-21 14

18. ნიუელსი 15 1 9 5 10-15 12

19. ესტუდიანტესი 14 2 4 8 15-22 10

20. ბანფილდი 14 3 1 10 9-16 10

ბომბარდირები

10 - რ. რამირესი (გოდოი კრუსი); 7 - მატოსი (ოლ ბოისი); 6 - განდინი (ატლეტიკო), როლე (ოლიმპო).

მომდევნო ტური

25 ნოემბერი: ტიგრე-ატლეტიკო.

26 ნოემბერი: ოლ ბოისი-ლანუსი, ოლიმპო-სან მარტინი, რასინგი-ბელგრანო, ნიუელსი-სან ლორენსო.

27 ნოემბერი: არსენალი-ესტუდიანტესი, ველესი-კოლონი, ბანფილდი-არხენტინოსი, გოდოი კრუსი-ბოკა.

28 ნოემბერი: სანტა ფე-ინდეპენდიენტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს