"ფერარის" მეორე პილოტი "სკუდერიას" ბოლიდით მეასედ სტარტზე ბრაზილიის "ინტერლაგუშზე" გავა
მომავალ უიქ ენდზე ბრაზილიის "ინტერლაგუშის" ტრასაზე ფორმულა 1-ის წლევანდელი ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართება. ეს რბოლა გამორჩეულია "ფერარის" მეორე პილოტისთვის ფელიპე მასასთვის. ბრაზილიელი "სკუდერიას" ბოლიდით მეასედ გავა სტარტზე.

მასა მესამე პილოტია "ფერარის" ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ფელიპეზე მეტი სტარტი წითელი ბოლიდით მხოლოდ ორი ავტომრბოლს ჰქონდა - მიხაელ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს, რომლებმაც შესაბამისად, 179-ჯერ და 102-ჯერ დაიცვეს "სკუდერიას" ღირსება.

"ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ჩემს ავტოფარეხში "ფერარის" ბოლიდი მდგარიყო. და როცა პირველად მოვკარი თვალი ამ ავტომობილს ტრასაზე, გავიფიქრე, რომ ეს ჩემი ოცნების ასრულების დასაწყისი იყო. სწორედ ამიტომაც არის განსაკუთრებული ჩემთვის ის, რომ ახლა "ფერარის" ოჯახის ნაწილი ვარ. დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ამ გუნდის რიგებში მეასე რბოლა უნდა ჩავატარო, რითაც სკუდერიას ლეგენდარული პილოტების გვერდით დავიკავებ ადგილს", - განაცხადა ბრაზილიელმა პილოტმა.

ფელიპეს ბრაზილიის გრანპრი ორჯერ აქვს მოგებული - 2006 და 2008 წლებში. ის ამჯერადაც იმედოვნებს საშინაო ტრასაზე წარმატებით გამოვლას, რაც მასასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ბრაზილიელმა აშკარად ჩააგდო წლევანდელი სეზონი - განვლილ 18 რბოლაში ერთხელაც ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

თუმცა ასეთი წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, "ფერარის" ხელმძღვანელობა მაინც ენდობა ბრაზილიელს და მას 2012 წლის სეზონშიც მისცემს თავის გამოჩენის შანსს.

რაც შეეხება მომავალ რბოლას, ის ასევე მნიშვნელოვანი იქნება მასას თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვის, რომელიც ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის ებრძვის "მაკლარენის" პილოტს ჯენსონ ბატონს. ეს უკანასკნელი სეზონის დასკვნითი ეტაპის წინ ათ ქულას უგებს ალონსოს. სწორედ ეს არის წლის ბოლო გრანპრის მთავარი ინტრიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა