ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა
რანგით მესამე ევროტურნირის - ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა "ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა, რომელიც ამჟამად თურქეთის "ბეშიქთაშში" თამაშობს.

თურქული კლუბი საკუთარ მოედანზე ეთამაშებოდა გერმანიის "გიოტინგენს" და 105:94 გაიმარჯვა. უილიამსმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა.

ამერიკელმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 50 ქულის დაგროვება მოეხერხა. მან 13-დან 10 ორქულიანი ტყორცნა მოათავსა კალათში, 10-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და 11-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. მის ანგარიშზეა აგრეთვე სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი პასი.

შედეგიანობის წინა პირადი რეკორდი უილიამსმა გასულ წელს დაამყარა, როცა "იუტა ჯაზის" მაისურით 42 ქულა დააგროვა "ოკლაჰომა-სიტის" წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...