ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ფედერერსა და ნადალს შორის მატჩი შვეიცარიელის გამარჯვებით დასრულდა
ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დაიწყო. დღის მთავარი მატჩი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა და შვეიცარიელის გამარჯვებით დასრულდა. როჯერი უკვე ნახევარფინალშია, რაფაელი კი მეორე ადგილისთვის ჟო-ვილფრიდ ცონგას შეებრძოლება.

დღის პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ პირველ ტურში დამარცხებული ჩოგბურთელები - ცონგა და მარდი ფიში. პირველ ტურში ორივეს ჰქონდა ჯგუფის ფავორიტებთან გამარჯვების შანსი, მაგრამ მესამე სეტის დასკვნითი ნაწილი ჩააგდეს. ისინი ერთმანეთში მეორედ თამაშობდნენ, თანაც პირველი მატჩი წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე გაიმართა, სადაც ფრანგმა მოუგო ამერიკელთა პირველ ნომერს. ამ მატჩში წაგება ერთ-ერთი მათგანისთვის პრაქტიკულად ტურნირიდან გამოთიშვას ნიშნავდა.

სასტარტო გეიმებში ჩოგბურთელებს მაინც და მაინც არ შველოდა მოწოდება. ბრეიკების გაცვლის შემდეგ, უპირატესობას ფრანგი დაეუფლა და წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ 5:4-ზე სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო, რითაც ურთიერთობის გარკვევა ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა. "შემოკლებულ გეიმში" ცონგა ბრწყინვალედ ასრულებდა მოწოდებებს. მან მინი-ბრეიკის აღება მოახერხა და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა. ჟომ 53 წუთში მოიგო სეტი - 7:6.

თითქოს, მეორე სეტშიც დაძაბული ბრძოლა უნდა ყოფილიყო. ფიშმა პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ცონგამ პირველივე ცდაზე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ამის შემდეგ კორტის სრული ბატონ-პატრონი გახდა. ფრანგმა ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო და გაანადგურა მეტოქე - 6:1.

ორი ტურის შემდეგ ცონგას ერთი მოგება და ამდენივე წაგება აქვს, ფიშს კი ორიდან ორი მარცხი, რაც მას ნახევარფინალში გასვლის არანაირ შანსს არ უტოვებს.

გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა დღის მეორე მატჩი, რომელშიც თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკური დაპირისპირება უნდა შემდგარიყო - შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი 26-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ფავორიტად, რა თქმა უნდა, როჯერ ფედერერი მიიჩნეოდა. მართალია, ის რეიტინგში მეოთხე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, მაგრამ სეზონის დასკვნით ნაწილს სხვებზე უკეთ ატარებს. აქ საქმე მხოლოდ კარგ სათამაშო ფორმაში არ არის - ფედერერი ერთადერთია "დიდი ოთხეულიდან", ვისაც დღეს ტრავმები არ აწუხებს. ენდი მიურეის საზარდულის პრობელმები აქვს, ნოვაკ ჯოკოვიჩს უჭირს კონდიციების აღდგენა მხარის ტრავმის შემდეგ, ნადალი კი წინა შეხვედრას მუცლის არეში ტკივილით თამაშობდა.

მატჩმა არ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. თამაში სულ რაღაც ერთ საათს გაგრძელდა და ნადალის სრული კრახით დასრულდა.

შეხვედრის დასაწყისი სულაც არ მოასწავებდა ნადალისთვის უბედურებას. ორივენი მშვიდად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. ფედერერი უფრო აქტიური იყო უკანა ხაზზე, მაგრამ ჰარდზე ასეთი რამ ხშირად ხდება. საბოლოოდ, ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ფედერერმა მეექვსე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება, თანაც ეს გეიმი მან "მშრალი" ანგარიშით მოიგო. 33 წუთში შვეიცარიელმა 6:3 გაიმარჯვა.

უკვე პირველი პარტიის შემდეგ "ვინერსებში" ფედერერის უპირატესობა აშკარა იყო - 12:1 და ეს ანგარიში მხოლოდ იზრდებოდა (28:4 მატჩის ბოლოს). ვერ ვიტყვით, რომ მეორე სეტში ნადალი ნაადრევად დანებდა და თამაშს შეეშვა, მაგრამ მხოლოდ მონდომება არ აღმოჩნდა საკმარისი თუნდაც ერთი გეიმის მოსაგებად - 3:6, 0:6 61 წუთი "ბრძოლის" შემდეგ.

"ეს თავიდან ბოლომდე შესანიშნავი მატჩი იყო ჩემთვის. შევასრულე ყველაფერი, რაც მატჩის წინ დავგეგმე - ვდომინირებდი უკანა ხაზზე, კარგად ვაწვდიდი... არადა, ეს ტაქტიკა ყოველთვის კარგად არ მუშაობდა ნადალთან შეხვედრებში", - განაცხადა მატჩის შემდეგ შვეიცარიელმა.

ამ მოგებით როჯერმა გაინაღდა ნახევარფინალში თამაში, B ჯგუფიდან მეორე საგზურის ბედი კი მესამე ტურში ნადალისა და ცონგას შეხვედრაში გაირკვევა. ამ ჩოგბურთელებს თითო-თითო მოგება აქვთ ორი ტურის შემდეგ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს