მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მიურეიმ წლის შემაჯამებელ ჩემპიონატიდან განაცხადი გამოიტანა
როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მიურეიმ ვერ შეძლო წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე ბრძოლის გაგრძელება და ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი საზარდულის ტრავმა გახდა, რომელიც ენდიმ ლონდონური ტურნირისთვის მზადებისას მიიღო. ბრიტანელმა ეს დაზიანება დავიდ ფერერთან პირველი ტურის მატჩში გაიმიზეზა და იძულებული გახდა ტურნირს ჩამაშორებოდა.

"ექიმებმა მითხრეს, რომ დაახლოებით ათი დღე დამჭირდება აღდგენისთვის, ამიტომაც უბრალოდ ვერ ვასწრებ შემდეგი მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას. არასოდეს არ მქონია ტურნირის მიტოვების სურვილი, მით უმეტეს, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრს ეხება. მაგრამ ამ შემთხვევაში იძულებული ვარ ასეთი გადაწყვეტილება მივიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია უფრო დამძიმდება", - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" კომენტარში მიურეიმ.

ასე რომ, დარჩენილ ორ ტურში მასპინძელ ჩოგბურთელს სერბი იანკო ტიპსარევიჩი შეცვლის.

მიურეის ტურნირიდან გამოსვლა კარგი ამბავია როჯერ ფედერერისთვის, რომელიც ბრიტანელს რეიტინგის მესამე პოზიციაში ეცილება. ახლა შვეიცარიელს კლასიფიკაციის ტოპ-სამეულში შესვლისთვის ლონდონის ტურნირის ფინალში გასვლაც ეყოფა, თანაც აუცილებელი არ არის ჯგუფში დარჩენილი ერთი მატჩის მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად