კუნძულ კიუშუზე უკანასკნელ ბაშოზე ქართველი სუმოისტების შედეგები საერთო ჯამში ასეთია - 33 შეხვედრიდან 29 მარცხი
ერთი სული გვაქვს, როდის მორჩება წლის უკანასკნელი ბაშო კუნძულ კიუშუზე, რომელიც უპრეცენდენტოდ წარუმატებელია სამი ქართველი სუმოისტისთვის.

ბოლოს ჩვენებურმა სუპერტურნირის მე-7 დღეს გაიმარჯვა (გუშინ კი მე-11 დღე იყო). მას მერე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ზედიზედ 4 ორთაბრძოლა წააგო, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) - 6, ხოლო კოკაიმ (ლევან ცაგურია) - 7. საერთო ჯამში 33 შეხვედრიდან 29 მარცხი - ასეთია ქართველთა "მონაგარი".

იმპერატორის თასისთვის ბრძოლაც კარგავს ინტრიგას - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო 11 მოგებით ძალიან დაწინაურდა, თუკი დღეს უახლოეს კონკურენტ კოტოშოგიკუს მოუგებს, პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდება და პრიზიც მას დარჩება.

XI დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო (იორიკირი), კოტოოშუ-ჰომაშო (იორიკირი), ტოჩინოვაკა-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ბარუტო-გაგამარუ (შიტატეჰინერი), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (ოკურიდაში), ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-არანი (ოშიდაში), გოეიდო-ტოჩიოძანი (უბრძოლველად), კიტატაიკი-კიოკუტენჰო (იორიკირი), იოშიკაძე-ფუჯიაზუმა (იორიკირი), ამინიშიკი-კოკაი (იორიკირი), მიაბიამა-დაიდო (ცუკიდაში), ტოკიტენკუ-ტამავაში (იორიკირი), ტაკეკაძე-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), ტაკაიასუ-საგაცუკასა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-სადანოფუჯი (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-ცურუგიდაკე (იორიკირი), მიოგირიუ-კიმურაიამა (ოშიდაში), ასასეკირიუ-კაისეი (იორიკირი), აოიამა-შოჰოზანი (კოტენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

9-2: კოტოშოგიკუ (ოძეკი), ვაკაკოიუ (მაეგაშირა 9).

8-3: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), მიაბიამა (მ 6), ტაკეკაძე (მ 7), მიოგირიუ (მ 11), აოიამა (მ 16)... 2-9: გაგამარუ (მ 3)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 2), კოკაი (მ 10).

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-კაკურიუ, კისენოსატო-გაგამარუ, ტოჩინოშინი-ჰომაშო, ტოიონოშიმა-კიოკუტენჰო, გოეიდო-არანი, ოკინოუმი-ტოჩინოვაკა, ტოიოჰიბიკი-იოშიკაძე, კიტატაიკი-ფუჯიაზუმა, კოკაი-საგაცუკასა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...