სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენებური შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე 6 ქულით ლიდერობს
თბილისელი ოსტატი ნინო მელაშვილი საქართველოს 1977 წლის ჩემპიონია, მრავალი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.

ბოლო წლებში სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა. წლეულს პირველად მონაწილეობს სენიორთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატში. დებიუტი წარმატებული გამოდგა: ხორვატიაში მან რვიდან ოთხ მეტოქეს სძლია, ამდენივეს დაუზავდა და ექვსი ქულით შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა.

გუშინ იგი ჩემპიონატის ლიდერ ლუდმილა საუნინას შეხვდა. რუსი დიდოსტატისთვის მე-8 სვლაზე ნათამაშევი ლh4 საბედისწერო აღმოჩნდა - მელაშვილმა ათი სვლის შემდეგ ლაზიერი გამოიჭირა და საუნინა 32-ე სვლაზე იძულებული გახდა, ქართველი მოჭადრაკისთვის გამარჯვება მიელოცა.

მერვე ტურში წარმატებას მიაღწია სეით ტიფსეიმ (ინდოეთი), რომელმაც სვეტლანა მედნიკოვას (რუსეთი) სძლია. დაზავდნენ: თამარ ხმიადაშვილი-ნონა გაფრინდაშვილი, გალინა სტრუტინსკაია-ელენა ფატალიბეკოვა (ორივე - რუსეთი).

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ბილუნოვა-მელაშვილი, ტიფსეი-სტრუტინსკაია, საუნინა-ხმიადაშვილი, გაფრინდაშვილი-კოზლოვსკაია, ფატალიბეკოვა-კაბანოვა, მირა-ლოპატინა. მედლების მფლობელები, სწორედ, ამ შეხვედრებში გამოვლინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა