ბელგიელები ქართველით ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაინტერესდნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ნიკას ტრავმის გამო ჩაიშალა
ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, კლუბები კი უკვე სამზადისში არიან. შევიტყვეთ, რომ "ზესტაფონი" თავდამსხმელ ნიკა გელაშვილის გაყიდვას აპირებს.

სავარაუდოდ, ის კარიერას გააგრძელებს ბელგიურ "ლოკერენში", რომელთანაც ზესტაფონელთა პრეზიდენტ ილია კოკაიას საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ბელგიელები ქართველით ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაინტერესდნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ნიკას ტრავმის გამო ჩაიშალა.

მაგრამ ლოკერენელთა დაინტერესება არათუ შემცირდა, ევროთასებზე ნიკას საკმაოდ დამაჯერებელი თამაშისა და საქართველოს ნაკრების ფორმის მორგების შემდეგ 26 წლის თავდამსხმელის აყვანის სურვილი უფრო გაუძლიერდათ.

ინფორმაცია გადავამოწმეთ და გვითხრეს, გელაშვილის "ლოკერენში" გადასვლა საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა, ისე კი, ბელგიელებს მისი ზამთარშივე წაყვანა სურთ, კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამ გარიგების ალბათობა ძალიან დიდიაო. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონათა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ევროპის ლიგის პლეი ოფში მონაწილეობის შემდეგ გელაშვილის ფასი "ტრანსფერმარკეტმა" საგრძნობლად გაზარდა და 600 ათას ევროდ შეაფასა.

წამყვანი თავდამსხმელის გაშვება იმას არ ნიშნავს, რომ "ზესტაფონს" საჩემპიონო მადა დაეკარგა. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გელაშვილის შემცვლელს ეძებს და შევიტყვეთ, რომ "გაგრას" 19 წლის თავდამსხმელ აბაიომი სეუნი ოვონიკოკოს იჯარით დათმობაზე დაელაპარაკა.

"გაგრა" თანახმაა, ოვონიკოკო "ზესტაფონში" გაუშვას, თუ ფეხბურთელი დროულად მომჯობინდა. "გაგრაში" 2009 წლის დასაწყისში ჩარიცხულმა ნიგერიელმა საოცარი პროგრესი განიცადა და გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევებასა და თასის ფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავად "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო ნახევარფინალში გამოიყურებოდა და ოთხი გოლიც გაიტანა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოსთან" ფინალური მატჩის წინა დღეს ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

ოვონიკოკო ფიქრობს, რომ ტრავმა მისი შეცდომის შედეგი იყო, რადგან მარტვილში "მერანთან" დაშავებულს თასის ფინალში თამაში ისე უნდოდა, ვარჯიში ნაადრევად განაახლა და ფინალის წინა დღეს იოგები ამიტომაც დაუზიანდა. აქვე იმასაც გავიხსენებთ, რომ "ლელომ" ოვონიკოკო სეზონის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.

ნიგერიელი პირველ ეტაპზე თბილისში, სამედიცინო ცენტრ "სიტი სპორტში" მკურნალობდა, აგვისტოში კი ოპერაცია ცნობილ ბელგიელ დასტაქარ მარკ მარტენსთან გაიკეთა. გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს ასრულებს, თუმცა, შესაძლოა, მოედანს მარტამდე ვერ დაუბრუნდეს, ანუ მოსამზადებელი ეტაპი გაუცდეს. სწორედ მის გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა "ზესტაფონში".

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ "ოვონის" სრულად რეაბილიტაციაში ხელს აფრიკელობა უშლის, კერძოდ, ევროკავშირში არსებული სავიზო შეზღუდვები. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ვერ ჩაირიცხა ნიგერიელი წლის დასაწყისში ბელგიურ და ფრანგულ კლუბებში.

ამ სავიზო ხათაბალის მიზეზით, მარტენსმა, რომელიც ვარსკვლავებსაც კი სამშობლოში იბარებს, ოვონიკოკოს გამო გამონაკლისი დაუშვა და პაციენტს ოპერაცია თბილისში გაუკეთა. ახლა, როდესაც ფეხბურთელის ფეხზე დასაყენებლად გადამწყვეტი ეტაპი დადგა, ძნელი სათქმელია, რა როგორ იქნება - ოვონიკოკო ვერ მიდის ბელგიაში, სადაც რეაბილიტაციის პროცესი ბელგიელი დასტაქრის ხელმძღვანელობით უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელს სურდა, საქართველოს მოქალაქეობა მიეღო და ჩვენს ნაკრებშიც ეთამაშა, "გაგრას" ხელმძღვანელობაც ყაბულს იყო ამაზე, მაგრამ ოვონიკოკოს ქართული პასპორტი არ მისცეს. ახლა მას სასწრაფოდ გაუკეთეს ბინადრობის უფლება (დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ვიზა), მალე კი, როგორც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანას კიდევ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია