წაიკითხეთ: 2014 წლის მუნდიალზე ჩვენი მეტოქეების ისტორიაში ბევრი რამ გენიშნებათ. ოღონდ, თავში ბუცის ჩარტყმა არ იყოს!
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქე, ბელარუსის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა ბერნდ შტანგემ თანამდებობა დატოვა.

ამის შემდეგ შტანგემ ბელარუსთა გუნდსა და იქ არსებულ ვითარებაზე ჩვენთვის საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დამიმთავრდა. სამწუხაროდ, გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიყვანე, ამოცანა ვერ შევასრულე და იმედგაცრუებული ვარ.

არადა, სენსაციური სტარტი გვქონდა - გასვლაზე საფრანგეთს 1:0 მოვუგეთ. მერე კი იყო კატასტროფული თამაშები ლუქსემბურგთან, ალბანეთთან, ბოსნიასთან. ბევრი ფეხბურთელი დაგვიშავდა, ბევრიც კლუბში სათადარიგოთა შორის მოხვდა, იყო დისციპლინის პრობლემებიც.

კარგად ვთამაშობდით დაცვაში, მაგრამ სულ რვა გოლის გატანა მოვახერხეთ. სად იყვნენ ჩვენი თავდამსხმელები? ჩვენ კორნილენკოს, როდიონოვის, კუტუზოვის იმედი გვქონდა, მაგრამ ისინი ვერ თამაშობდნენ და ვის უნდა გაეტანა?" - ამბობს შტანგე უეფას ვებგვერდთან ინტერვიუში.

გერმანელი სპეციალისტი მომავალ შესარჩევ ციკლსაც შეეხო და მისი მონაყოლიდან შევიტყვეთ, რომ ბელარუსის ნაკრებში მუშაობის პერიოდში ადგილობრივ მწვრთნელებთან სისტემატურად ატარებდა სამწვრთნელო სემინარებს:

"ბელარუსის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უმძიმეს ჯგუფში მოხვდა. საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს მიმართულება, რომლითაც გუნდი ივლის და გეზს არ შეიცვლის. მე ვცდილობდი, ჩემი გზა მკაფიო და ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. ამიტომ ვიწვევდი ბელარუს მწვრთნელებს მინსკში სემინარებზე.

რას მივაღწიეთ ჩემი ყოფნის პერიოდში? "ბატე" საშუალო ევროპულ დონეზე თამაშობს, ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ გავიდა, მაგრამ ამჟამად ბელარუსის ფეხბურთს ახალი ბიძგი სჭირდება".

"პრესბოლთან" ინტერვიუში ბერნდ შტანგე უფრო დეტალურად შეეხო გუნდში არსებულ პრობლემებს:

"ბელარუსებს გამარჯვების სულისკვეთება აკლიათ. ფეხბურთელები ერთმანეთის მიმართ მეტისმეტად მომთმენები არიან და წაგება იოლად გადააქვთ. ვარჯიშებზე უზუსტო გადაცემისას არავის უჩნდებოდა პრეტენზია. არ გვყოფნიდა ანთება, აგრესია. როცა მე მსურს მოგება, მეგობარი კი პრიმაბალერინასავით იქცევა და ხელს მიშლი მიზნის მიღწევაში, ის ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებდა, გასახდელში თავში ბუცს ჩავარტყამდი! ამაში ბელარუსებსა და გერმანელებს შორის დიდი განსხვავებაა. ჩემი თანაშემწე ხუმრობდა, ასეთ ბიჭებს სიძედ ვისურვებდი, იმდენად თბილები და გულიანები არიანო. მაგრამ ფეხბურთი ბრძოლა, კაცური სახეობაა...

წასვლამდე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში მოვიწვიე უმაღლესი ლიგის ყველა მწვრთნელი, თანამდებობიდან გადაყენებულებიც კი. საათნახევრიან შეხვედრაზე გავაანალიზე ნაკრების გამოსვლა და შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მაგალითად, ორთაბრძოლების მაჩვენებლები, ტაქტიკური ქმედებები და სამედიცინო მონაცემები. ეს იყო კონკრეტული ციფრები, პლიუსები და მინუსები. მხოლოდ სამ შეხვედრაში მოვახერხეთ ორთაბრძოლების მოგება. ამიტომაც ვიმსჯელეთ ფეხბურთელთა მენტალიტეტზე: რატომ იქცევიან ასე?"

ბერნდ შტანგეს თავკაცობით ბელარუსებმა ჯგუფის 10 მატჩში 13 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. სულ მისი მწრთნელობისას ბელარუსის ნაკრებმა 49 მატჩი ჩაატარა, 17 მოიგო, 14 ფრედ ითამაშა და 18 წააგო (ბურთების შეფარდება 65:54). სწორედ შტანგეს ხელში მიაღწიეს ბელარუსებმა მანამდე არნახულ შედეგს - ერთი ხანობა ფიფას რეიტინგში 36-ე პოზიციაზე იყვნენ.

ამის მიუხედავად, ბელარუსის ფედერაციამ შტანგეს მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და ცივილიზებულად დაშორდა. ლოგიკურიც არის - ციკლში წარუმატებლობამ გუნდი 61-ე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

ვინ გაწვრთნის ჩვენს მომავალ მეტოქეს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბელარუსის ფედერაციაში აცხადებენ, გერმანელის მემკვიდრეს დეკემბრის დასაწყისში დავასახელებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"