"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი მცველი, 25 წლის ვენსან კომპანი ამბობს, რომ მისი გუნდი ხელმოცარულთა რიგებს არ უნდა მივაკუთვნოთ
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგას, ალბათ, ჯგუფური ეტაპის დასრულებასთან ერთად დატოვებს, ბელგიელი მცველი, 25 წლის ვენსან კომპანი ამბობს, რომ მისი გუნდი ხელმოცარულთა რიგებს არ უნდა მივაკუთვნოთ.

ფეხბურთელი ამბობს, რომ "სიტი" ჯერ კიდევ იტყვის ევროტურნირებზე თავის რიხიან სიტყვას და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამას მიმდინარე სეზონშივე მოახერხებს. იმაში, რომ აგვისტოში ჩატარებულმა კენჭისყრამ ისტლენდელები ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ჯგუფში მოახვედრა, კომპანი მართალია. ბელგიელი ასეთ შედარებას აკეთებს: რაღა "ბაიერნთან", "ვილიარელთან" და "ნაპოლისთან" გითამაშია და რაღა პრემიერლიგის წამყვან გუნდებთანო. კერძოდ, "ჰამბურგის" ყოფილი წევრი ამბობს:

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოგვიწია თამაშმა. კენჭისყრის დროს მესამე კალათაში ვიყავით და "სიკვდილის ჯგუფი" ასე თუ ისე ვერ აგვცდებოდა. წარმოიდგინეთ, მთელი შემოდგომის განმავლობაში ხან ესპანეთის სამეულის გუნდს ვხვდებოდით, ხან გერმანიისას და ხან იტალიისას. ვფიქრობ, ევროპაში ოთხი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია და ოთხივეს ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა ერთად მოიყარა თავი. ეს იგივეა, ყოველ სამშაბათ-ოთხშაბათს "ლივერპულს", "ჩელსის" ან "არსენალს" რომ ეთამაშო.

იქნებ მომავალ სეზონში ბედმა გაგვიღიმოს და ასეთ საშინელ ჯგუფში აღარ გვიკრას თავი".

ახლა, მოდი ის ვიანგარიშოთ, აქვს თუ არა "სიტის" ლიგის პლეი-ოფში მოხვედრის შანსი. თეორიულად ეს შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის საჭიროა ისტლენდელებმა "გაქცეულ" ლიდერ "ბაიერნს" მოუგონ, ხოლო "ვილიარეალმა" შინ "ნაპოლის" არ მოაგებინონ. თუმცა, "სიტის" ფანები მესამე ადგილზე გასვლასა და ევროლიგაში გადაბარგების ვარიანტსაც განიხილავენ.

რაც შეეხება კომპანის, ის ევროლიგაში გადასვლაზე ლაპარაკს არ ჩქარობს და ამბობს, რომ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში უნდა მოისინჯოს ყველაფერი. განა გამორიცხულია, რომ "სიტი" ჯგუფიდან გაძვრეს და ამ სეზონშივე თქვას თავისი სიტყვა დიდ ევროპულ სარბიელზე?

"ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მაინც არ დამთავრებულა. ჯერ, ბოლო შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ და იმედით ველოდოთ ცნობებს ვილიარეალიდან. თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ რა გაეწყობა, ტიტული ტიტულია, ევროლიგაზე გადავინაცვლებთ და იქ შევეცდებით გამარჯვებას. თუმცა, ვიმეორებ, უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვცადოთ ჩვენი".

კომპანის თანაგუნდელი, 25 წლის ჯეიმს მილნერი კი ამბობს, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია ისტლენდელებმა მომავალ შეხვედრებში არ გაიმეორონ ის შეცდომები, რომლებიც სამშაბათს, ნეაპოლის "სან პაოლოზე" დაუშვეს. საქმე ის გახლავთ, რომ პრემიერლიგის ლიდერებს ინგლისის ჩემპიონატში ურთულესი თამაშები ელით. მომდევნო ოთხ კვირაში რობერტო მანჩინის გუნდი უნდა შეხვდეს "ლივერპულს", "ჩელსისა" და "არსენალს".

გარდა ამისა, "სიტის" "ქარლინგის თასის" მეოთხედფინალში "არსენალთან" აქვს ურთიერთობა გასარკვევი. რაც შეეხება უახლოეს შეხვედრას, ის მანჩესტერელებს კვირას, საქართველოს დროით საღამოს 8 საათზე ლივერპულში, "ენფილდ როუდზე" ელით.

მილნერმა თქვა: "ჩვენს გუნდში ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები თამაშობენ. რას იზამ, იმედგაცრუება რაგინდ დიდი იყოს, იმისთვისაა, რომ დაძლიო და დასკვნები გამოიტანო. მართალია, ნეაპოლში გულდასაწყვეტი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ახლა თავს ხელში ავიყვანთ და კვირას, "ლივერპულს" მთელი ძალ-ღონით ვეთამაშებით".

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ამთავითვე შეუთვალა "მანჩესტერ სიტის", რომ ორი კვირის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს აღარაფერი სჭირდება, არაფერს დათმობს:

"ჩვენ მანჩესტერშიც გამარჯვებას შევეცდებით" - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა