ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ნიცასა და მინსკში საერთაშორისო ტურნირებში საასპარეზოდ გაემგზავრნენ
ქართველი ბერძენ-რომაელები უკვე გაემგზავრნენ ნიცასა და მინსკში საერთაშორისო ტურნირებში საასპარეზოდ.

შეგახსენებთ, რომ ნიცაში ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დეგლანის მემორიალში გამოვლენ, მინსკში - ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალში. საფრანგეთში პირადი შეჯიბრება იმართება, ბელარუსში - გუნდური.

ნიცას ტურნირი დღეს დაიწყება და იქ უცვლელად იასპარეზებს ის შემადგენლობა, რომელიც ბეგი დარჩიამ ადრევე დაასახელა: ქემალ ხარაბაძე (60), მუხრან მაჭუტაძე (66), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), რევაზ ნადარეიშვილი (84), ირაკლი ქაჯაია და სანდრო დიხამინჯია (ორივე - 96).

აქ ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძის (96) წაყვანის საკითხიც განიხილებოდა, მაგრამ მისი მომზადება მწვრთნელებმა ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. ამდენად, ერთ დროს ნაკრების ლიდერის აქტიურ სპორტში დაბრუნების საკითხი დეკემბრის ბოლოს გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაიდო.

სამაგიეროდ, ერთბაშად ორი ცვლილებაა მინსკში გაგზავნილ გუნდში - სარეზერვოდ შეგულებული ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია გაციებულა, მაღალი ტემპერატურის გამო ვარჯიშებიც გასცდენია და ლაშა ლოლაშვილმა (66) შეცვალა, მძიმეწონოსანი სერგო გოგისვანიძე კი თავისმა უმცროსმა ძმამ შოთა გოგისვანიძემ ჩაანაცვლა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე უპირველეს კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ წელის ტკივილის გამო მწვრთნელებმა ამ ეტაპზე მისი ჭიდაობა გადაიფიქრეს, თუმცა მოგვიანებით წელი სერგოსაც ასტკიებია. შოთა ამ პრობლემას აქამდეც მკურნალობდა, რაც ჯერაც გრძელდება, თუმცა რაკიღა ამ წონაში სხვა რეალური კანდიდატი არც გვყავს, მაინც წაიყვანეს. ოღონდ იქ კიდევ დააკვირდებიან და თუ რამე, არ გარისკავენ.

ლოლაშვილისა და გოგისვანიძის გარდა, მინსკში ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) იჭიდავებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარჩიაც მინსკში წავიდა, რადგან იქ გუნდის ძირითადი კანდიდატები იქ იასპარეზებენ, ნიცაში კი მთავარი მწვრთნელის მაგივრობას ოთარ ტატიშვილი გასწევს.

მინსკში შეჯიბრება ერთდღიანია და ის კვირას, 26 ნოემბერს გაიმართება.

ამით ბერძენ-რომაელები წლევანდელ უცხოურ ტურნირებსაც დაამთავრებენ და მთელ ყურადღებას ერთ თვეში გასამართ ქვეყნის პირველობაზე გადაიტანენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

revaz chelidze
ბატონო ირაკლი რდესაც საქართველოს ჩემპიონატს მოვიგებ იმედია მაშინ მაინც ჩამთვლით ერთ ერთ რეალურ კანდიდატად მაინც:))))))))
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა