დაცვას მიხედე ანტონიო, დაცვას

დაცვას მიხედე ანტონიო, დაცვას

სევილია ფუტბოლ კლუბ

მხარე: ანდალუსია

დაარსდა: 1905 წ.

მწვრთნელი: ანტონიო ალვარესი (55 წლ)

სტადიონი: რამონ სანჩეს პისხუანი (45 500)

გასულ სეზონში: მე-4

ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი, თასის 5-გზის მფლობელი, ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, უეფას თასის 2-გზის მფლობელი, უეფას სუპერთასის მფლობელი,

საიტი: http://www.sevillafc.es/

მივიდნენ: ალეხანდრო ალფარო (ტენერიფე), მუჰამადუ დაბო (სენტ ეტიენი), ტიბერიო გუარენტე (ატალანტა), ლუკა ჩიგარინი (ნაპოლი), ხუან კალა (სევილია ბ).

წავიდნენ: მარიუს სტანკევიჩიუსი (სამპდორია), ადრიანო კორეია (ბარსელონა), რედონდო (პონფერადინა), მარკ ვალიენტე (ვალიადოლიდი), ტომ დე მული (სტანდარდი), სებასტიენ სკილაჩი (არსენალი), ლოლო (ოსასუნა), ხავი ნავარო (კარიერა დაასრულა), ალდო დუშერი (ტრანსფერზეა), ხოსე ანხელ კრესპო (პადოვა), კასადო (რაიო ვალეკანო), დავიდ პრიეტო (ტენერიფე), ხავიერ ჩევანტონი (ლეჩე), კონე (ტრანსფერზეა), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო).

ახლა "სევილია" თავს ალბათ ისე გრძნობს, როგორც ნაცემი ძაღლი - კლუბი თითქოს ძალიან ახლოს მივიდა სეზონის პირველ ტიტულამდე, სუპერთასის პირველი მატჩი 3:1 მოუგო "ბარსელონას", მაგრამ ლეო მესიმ და კომპანიამ საპასუხო შეხვედრაში 4:0 გადაურბინა "სევილიას", რის შემდეგაც ანდალუსიელთა გოლკიპერმა ანდრეს პალოპმა განაცხადა, ეს კაცი აღარ დამანახოთო (ლეო მესი), ხუმრობა ხომ არ არის, მესიმ კარიერაში უკვე 11 გოლი გაუტანა პალოპს. მიუხედავად ამისა, "სევილია" საკმაოდ ძლიერი კლუბია და რეალურად თუ შევხედავთ ლა ლიგის სტარტისთვის შექმნილ სიტუაციას, "სევილია", მადრიდის "ატლეტიკოსთან", ერთად მე-3 ადგილისათვის ბრძოლაში უმთავრესი კანდიდატია.

"სევილიას" ძალზე დაეტყობა უნივერსალი ბრაზილიელი ადრიანო კორეიას წასვლა. შეგახსენებთ, რომ ადრიანო "ბარსელონაში" გადავიდა. დაცვის ხაზი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ფრანგი სებასტიენ სკილაჩი "არსენალში" გადავიდა, ხოლო ბალტიელ მარიუს სტანკევიჩიუსს იჯარის ვადა ამოეწურა და იტალიაში დაბრუნდა. "ბარსელონასთან" მატჩმაც კარგად გამოაჩინა, "სევილიას" დაცვაში უჭირს. ანტონიო ალვარესმა ამ მხრივაც იზრუნა და "ვალენსიიდან" ცენტრალური მცველი ალექსისი გადმოიყვანა, ის კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

სევილია 2009/10: პალოპი (33 თამაში), ვარასი (5თ); ნეგრედო (35თ, 11გ), ხ. ნავასი (35თ, 4გ), რენატო (33თ, 4გ), კაპელი (29თ, 1გ), ფ. ნავარო (29თ), პეროტი (28თ, 4გ), კანუტე (27თ, 12გ), ადრიანო (27თ), ზოკორა (26თ), ესკუდე (24თ), ლ. ფაბიანო (23თ, 15გ), ლოლო (21თ, 1გ), დრაგუტინოვიჩი (20თ), რომარიკი (19თ, 1გ), კონკო (18თ, 1გ), სკილაჩი (16თ, 1გ), სტანკევიჩიუსი (16თ), კონე (12თ), და სილვა (10თ, 1გ), ფასიო (10თ), დუშერი (10თ), ს. სანჩესი (7თ), აკოსტა (6თ), კალა (5თ, 3გ), ვალიენტე (3თ), როდრი (2თ), ლუნა (1თ), ჩევანტონი (1თ), კარენიო (1თ).

სევილია 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): პალოპი - კონკო, ესკუდე, ალექსისი, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, ჩიგარინი, ზოკორა, პეროტი - ლ. ფაბიანო, კანუტე.

ფოტო: "სევილიას" ლიდერები

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"