სერია A-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერები, "ლაციო" და "იუვენტუსი" წარსდგებიან
სერია A-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ რომში გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერები, "ლაციო" და "იუვენტუსი" წარსდგებიან.

ამ მატჩის მიმართ ინტერესი განუზომლად დიდია, რაზეც ის უამრავი პროგნოზი და კომენტარი მეტყველებს, რომლებიც ბოლო დღეებში იტალიურ სპორტულ პრესაში ქვეყნდება. "გაძეტა დელო სპორტს" თავისი მოსაზრება "იუვენტუსისა" და "ლაციოს" ყოფილმა თავკაცმა დონო ძოფმა გაუზიარა და შემდეგი განაცხადა:

"ასეთი მნიშვნელოვანი თამაში მიმდინარე სეზონში ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ გულშემატკივართა მოლოდინი გამართლდება.

"იუვენტუსში" წლების განმავლობაში ვთამაშობდი და დასამალი არაა, რომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, თუმცა არც "ლაციოა" ჩემთვის უცხო და გამომდინარე აქედან, თამაშს ნეიტრალური პოზიციიდან ვუყურებ. ვფიქრობ, რომ შანსები აბსოლუტურად თანაბარია და დიდია შანსი, შეხვედრა ფრედ დასრულდეს.

"იუვენტუსს" მიმდინარე სეზონში მარცხი არ განუცდია და ვგონებ, "ლაციოსთან" გასვლით პაექრობაში ერთ ქულაზე ყაბულს იქნება.

საყაიმო შედეგის შემთხვევაში, დიდად არც რომაელები დამწუხრდებიან და გამომდინარე აქედან, ფრთხილ და ზომიერ თამაშს ველოდები.

სწორედ ამიტომ აღვნიშნე ზემოთ, რომ შესაძლოა თამაში არც თუ სანახაობრივი გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მატჩს დიდი ინტერესით ველოდები".

"გაძეტა დელო სპორტი" ვარაუდობს, რომ "იუვენტუსთან" მატჩისთვის ჯიბრილ სისე სათადარიგოთა სკამზე დარჩება, თავდასხმის ტანდემს კი მიროსლავ კლოზე და ტომაზო როკი შეადგენენ. სისეს თადარიგში გადასროლის საფუძველი მისი მშრალი სერიაა, რომელიც ათ შეხვედრას შეადგენს.

ჯიბრილმა პირველ ტურში "მილანის" კარი დალაშქრა, თუმცა მას შემდეგ აღარ გაუტანია. იტალიელი ჟურნალისტები ფრანგ შემტევს შეეხმიანენ და ჰკითხეს, მართლა უპირებენ თუ არა ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებას, რაზეც შემდეგი მოისმინეს:

"ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ "იუვენტუსთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე გამამწესონ. ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია და როგორც რეია ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა. ისე კი, დიდი იმედი მაქვს, რომ, მშრალ სერიას სწორედ "იუვენტუსთან" შევწყვეტ და დანავსულ პერიოდს უკან მოვიტოვებ. "ბიანკონერი" ევროპული ფეხბურთის გრანდია, ძლიერ მეტოქეებთან კი ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით ვთამაშობ".

ეჭვს არ იწვევს, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება მიროსლავ კლოზე, რომელიც მოახლოებულ პაექრობას მოუთმენლად ელის: "უკვე მივხვდი, რომ იტალიაში იოლი თამაში არ არსებობს, მაგრამ "იუვენტუსთან' დაპირისპირება მაინც განსაკუთრებული იქნება.

ტურინული გრანდი სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს და თანაც, სხვებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ეს საკმარისი მოტივაციაა საიმისოდ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და მეტოქეს ჩემპიონატში პირველი მარცხი ვაგემოთ. ამასთან, მითხრეს, რომ "ლაციოს" "იუვესთვის" სერია A-ში 2003 წლის შემდეგ აღარ მოუგია, დროა ნავსი გავტეხოთ".

ბოლოს, ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი ჩილელი უნდა გაგახსენოთ, რომელიც თავის დროზე "ლაციოშიც" ასპარეზობდა და "იუვენტუსშიც" - საუბარია მარსელო სალასზე, რომელსაც აპენინელი ჟურნალისტი შეეხმიანა და ჰკითხა, ვის უგულშემატკივრებს მოახლოებულ პაექრობაში:

"ტურინში გატარებული პერიოდი კარგად მახსენდება, რადგან იქ შესანიშნავ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. კარგი მეგობრობა მაკავშირებს ანტონიო კონტესთან, რომელიც თავის საქმეს ჩინებულად აკეთებს. და მაინც, ჩემი სიმპატიები "ლაციოსკენ" იხრება, სადაც სამი დაუვიწყარი სეზონი მაქვს გატარებული.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რომაულ გუნდში კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე, შესაბამისად, არ შემიძლია, რომ ამ გუნდს არ ვუქომაგო. რაც შეეხება პროგნოზს, პირადი გამოცდილებით გეუბნებით, ასეთი მატჩები არავითარ ლოგიკას და შესაბამისად, პროგნოზს არ ექვემდებარება - გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთესად გამოიყენებს საგოლე შანსებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად