"ლეჩესთან" ბრწყინვალე სტილში მოპოვებულმა გამარჯვებამ "რომას" ფეხბურთელები ოპტიმიზმით აავსო
"ლეჩესთან" ბრწყინვალე სტილში მოპოვებულმა გამარჯვებამ "რომას" ფეხბურთელები ოპტიმიზმით აავსო, რაზეც პაბლო ოსვალდოს "გაძეტა დელო სპორტთან" გაკეთებული კომენტარი ნათლად მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფორვარდმა "ლეჩესთან" ულამაზესი მაკრატელა შეასრულა, ბურთი კარშიც კი გაეხვა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ - ოსვალდომ ეს ეპიზოდიც გაიხსენა:

"ლუის ენრიკემ ბევრი ახალი ფეხბურთელი მოიყვანა და სრულიად ახალი გუნდი გაკეთდა, რომელიც ძალიან შორს არის ოპტიმალური ფორმისგან.

მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში საკმაოდ მაღალი ადგილი გვიკავია და ლიდერებს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. ეს ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ამ ფორმაციის "ჯალოროსის" დიდი მომავალი აქვს. "ლეჩესთან" საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ სეზონში და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი გაგრძელდება.

მეტიც, მჯერა, რომ სკუდეტოსთვისაც კი შეგვიძლია ბრძოლა. რაც შეეხება ჩემს გაუქმებულ გოლს, ამაზე გული დღემდე მწყდება, რადგან ლაინსმენმა აშკარა შეცდომა დაუშვა - თანაც, ასე კარიერაში შეიძლება სულ რამდენჯერმე დაარტყა. როგორც ჩანს, ორჭოფობდა და ბოლოს, გოლის გაუქმება გადაწყვიტა - მსაჯების გაკრიტიკება არ მჩვევია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ეპიზოდები შემტევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად