ბრემენის "ვერდერის" ფრანგმა ვეტერანმა მიკაელ სილვესტრმა 5-თვიანი პაუზის შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
5-თვიანი პაუზის შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ბრემენის "ვერდერის" ფრანგმა ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა მიკაელ სილვესტრმა.

მან მუხლის ტრავმა ივლისის პირველ რიცხვებში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. ვარჯიში ერთია, აი, როდის დაუბრუნდება ის თამაშს, პრესა ამას არ იუწყება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ვეზერშტადიონზე" 2010 წლის ივლისში "არსენალიდან" გადავიდა.

უიღბლო ბენდერი

"დორტმუნდის" 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა "არსენალთან" ვიცე-კაპიტან ტომას ვერმაელენთან შეჯახების შემდეგად უმძიმესი ტრავმები მიიღო. ფეხბურთელს ყბის ორმაგი მოტეხილობის გარდა მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი. მას იმდენად ძლიერი ტკივილები აწუხებდა, რომ ლონდონელმა ქირურგებმა ოპერაცია დაუყოვნებლივ ჩაატარეს. სვენს ყბაში ორი მეტალის ფირფიტა ჩაუდგეს.

ნახევარმცველი დორტმუნდში დღეს დაბრუნდება და მკურნალობას იქ განაგრძობს. წინასწარი გათვლით ბენდერი ყველაზე ადრე გუნდს მომავალი წლის მარტში თუ დაუბრუნდება.

ვესტფალიურ კლუბთან დაკავშირებით მეორე ინფორმაციასაც მოგაწვდით: კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაჯერებულმა თქვა, დარწმუნებული ვარ, მარიო გიოტცე მომდევნო სეზონსაც ჩვენთან დაიწყებსო.

შეგახსენებთ, რომ "სუპერმარიოს" ხელში ჩაგდება "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დაისახა მიზნად. 19 წლის გერმანელი ტალანტის ყიდვა "არსენალსაც" სურს.

რიბერი: ვან გაალი? არ მაინტერესებს

"ბაიერნის" 28 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ მისი ყოფილი დამრიგებელი ლუის ვან გაალი საკმაოდ უხეშად მოიხსენია. მას ჰოლანდიელი სპეციალისტის "აიაქსის" ტექნიკურ დირექტორად დანიშვნაზე ჰკითხეს აზრი, რაზეც მან ასე მიუგო: "გავიგე, რომ ვან გაალის "აიაქსში" მისვლის შემდეგ ყველას იქიდან გაქცევა უნდა. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ გულწრფელად თუ გაინტერესებთ, ფეხებზე მკიდია რატომაც არ უნდა ხდებოდეს. ვან გაალი ჩემგან შორსაა და ეს ძალიანაც მახარებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა