"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა კაპიტნობა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მესამეხაზელ დევიდ პოკოქს ანდო
ავსტრალიის ნაკრები ხვალ "თვიქნემზე" "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება. "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა კაპიტნობა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მესამეხაზელ დევიდ პოკოქს ანდო. გუნდის კაპიტანი, ჯეიმზ ჰორვილი კი სათადარიგოთა შორის გაამწესა.

პოკოქისთვის კაპიტნობა ახალი როდია. მართალია, ეროვნულ გუნდს ის პირველად წარუძღვება, მაგრამ ზე რაგბიში "ფორსს" კაპიტნობდა, ჯეელობისას კი ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებს.

"მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას ჯეიმზ ჰორვილმა მხარი დაიზიანა და ბოლომდე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა. გავითვალისწინეთ, რომ მისთვის მძიმე დატვირთვები არ შეიძლება, სათადარიგოთა შორის დავასახელეთ.

ამასთან ერთად, ვგრძნობთ, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა დევიდ პოკოქს მივცეთ შანსი გუნდს უკაპიტნოს და ამ მხრივ საკმაოდ სოლიდური, სასარგებლო გამოცდილება შეიძინოს" - თქვა ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა რობი დინსმა.

აღსანიშნავია, რომ პოკოქს უკვე აქვს გარკვეული გავლენა გუნდზე. ის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა თამაშისას გადაწყვეტილებების მიღებაში. ახლა ამის კეთება დევიდს, რომელიც უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, დამოუკიდებლად მოუწევს.

კიდევ ერთი სიახლე "ვოლაბების" შემადგენლობაში ჯეიმ ოკონორის მგეზავის პოზიციაზე გამწესებაა. მას ეროვნულ გუნდში ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია. გუნდის ძირითადი მგეზავი ქუადე კუპერი ახალ ზელანდიაში მესამე ადგილისთვის მატჩში დაშავდა და დღემდე მკურნალობს.

მისი დუბლიორი ბერიკ ბარნსი კი შუამარბად ითამაშებს და რობ ჰორნს შეუწყვილდება. ადამ-ეშლი კუპერი ფულბეკად ითამაშებს.

ავსტრალიის ნაკრებს "ბარბაროსებთან" ბოლო წლებში დადებითი ბალანსი აქვს. თუმცა ამ ნაკრების არაერთ მოთამაშეს მოურგია "ბარბაროსების" შავ-თეთრი კვართი. ასე მაგალითად, შარშან ეშლი-კუპერმა, ოკონორმა და ცხრა ნომერმა ვილი გენიამ ბარბაროსთა მიერ სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის ძლევაში მიიღეს მონაწილეობა.

ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ლაკი ტერნერი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ჯეიმზ ოკონორი, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ ჰისლიპი, 2. ტატაფუ პოლოტანაუ, 3. სალესი მააფუ, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარფი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.

16. სტივენ მური, 17. ბენ ალექსანდერი, 18. ჯეიმზ ჰორვილი, 19. დეივ დენისი. 20. მეთ ჰოჯსონი, 21. ნიკ ფიპსი, 22. ბენ ტაპუაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა