31 წლის ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, უჟგოროდის "ზაკარპატიადან" ხარკოვის "მეტალისტში" დაბრუნდეს
31 წლის ლაშა ჯაკობია, შესაძლოა, მალე უჟგოროდის "ზაკარპატიადან" ხარკოვის "მეტალისტში" დაბრუნდეს. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა.

ლაშას კარიერაში ორჯერ ჰქონდა უმძიმესი პერიოდი, როდესაც ფეხბურთიდან "გააცილეს", მაგრამ შეძლო და ორჯერვე ნულიდან დაიწყო.

პირველად ეს ბელგიაში იყო, როდესაც ტრავმებით გაწამებულმა "აალსტში" 2000-01 წლებში მხოლოდ სამჯერ ითამაშა. 2003 წელს "დინამოსა" და "თბილისში" სუსტი თამაშის შემდეგ მასზე ხელი ჩაიქნიეს, მაგრამ ბერძნულ "იანინაში" ფორმა დაიბრუნა, კიევის "არსენალსა" და ხარკოვის "მეტალისტში" კი "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ამ უკანასკნელში კაპიტნობაც დაიმსახურა. შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩიც ჩაატარა.

მეორე "ვარდნა" 2009 წელზე მოდის, როდესაც დოპინგ-ტესტისას "ჩაიჭრა". ფორმის აღდგენა ისევ საქართველოში (ცხინვალის "სპარტაკში") სცადა, მაგრამ ამჯერადაც წარუმატებლად - ძველი ჯაკობიას აჩრდილიღა იყო.

ისევ უკრაინაში "მოფერიანდა" - წლეულს, აგვისტოში, უჟგოროდის "ზაკარპატიაში" ჩაირიცხა და ეს მისი ბოლო შანსი იყო.

"დეპრესიის, ორწლიანი ჩავარდნისა და უფორმობის დაძლევა ადვილი არ ყოფილა. მაგრამ ოჯახი, მეგობრები გვერდში დამიდგნენ და ღმერთმა არ გამწირა, უკრაინაში ბოლო შანსი მომეცა. თავს ძალიან დავაძალე, მიჭირდა, მაგრამ ბევრი ვიშრომე და ვიგრძენი, რომ თამაში ისევ შემეძლო.

შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად აეწყო. მართალია, თავიდან ოთხი შეხვედრა გამოვტოვე, მერე შეცვლებზე მათამაშებდნენ, მაგრამ ბოლოს ფორმა აღვიდგინე და 17 მატჩში 7 გოლი გავიტანე, როდესაც პირველი ლიგის სამივე ბომბარდირმა 10-10 გოლი გაიტანა და ჩემზე ბევრად მეტი ითამაშა", - ამბობს ჯაკობია.

ქართველი ფორვარდის თქმით, "ზაკარპატიას" უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნების შესანიშნავი შანსი აქვს:

"მიმაჩნია, რომ, ფაქტობრივად, გადასულებიც ვართ. ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში გამართვის გამო მიმდინარე ჩემპიონატი აპრილში უნდა დასრულდეს. ამიტომ 36-დან 21 ტური უკვე ჩატარდა, უახლოეს მდევარს შვიდი ქულით ვუსწრებთ და, რაც მთავარია, კონკურენტებზე ძლიერი გუნდი გვყავს".

ბოლოს კი ისევ იმაზე, რითაც დავიწყეთ:

"ბოლო ოთხ ტურში ოთხჯერ გავიტანე, ხარკოვში "ჰელიოსთან" მატჩს ხარკოვის "მეტალისტის" მთავარი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი დაესწრო. დიდ ფეხბურთში მის ხელში დავბრუნდი, "მეტალისტში" კაპიტნად დამნიშნა და "არსენალიდან" წამოსვლის შემდეგაც მეხმიანებოდა, როდესაც არსად ვთამაშობდი. ის ჩემით კვლავაც ინტერესდებოდა და მის ქალაქში თამაში რომ გვქონდა, ჩემზე დასაკვირვებლად მოვიდა. მეორე დღეს კი საქმიანად დამელაპარაკა, მსურს, "მეტალისტში" დაბრუნდეო.

საფრანგეთიდან ჩემი მენეჯერი სერგო ქუთათელაძე ჩამოვიდა და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აქ ლაპარაკი არ არის პირობებზე, "შახტარისა" და კიევის "დინამოს" შემდეგ "მეტალისტი" უკრაინის ყველაზე სოლიდური კლუბია და ჩემთვის ლამის მშობლიური გახდა. მაგრამ "ზაკარპატიასთან" კონტრაქტი მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მიმთავრდება, კლუბის პრეზიდენტი კი არ მიშვებს და დარჩენის ხალისი რომ მქონდეს, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მთავაზობს. მისი, ცხადია, მადლიერი ვარ, შანსი მომცა, მაგრამ მაინც ხარკოვში დაბრუნება მსურს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!