კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა "ოლექსანდრიას" ქართველი შემტევი შეაქო, თუმცა მისით დაინტერესება არ დაადასტურა
რამდენიმე დღის წინ, კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" შემტევის დავით თარგამაძის მომავალზე საუბრისას, დაბეჯითებით განაცხადა, რომ ქართველის "პორტოში" ტრანსფერი არ შედგება და მზადაა, ამ საკითხზე სანაძლეოც დადოს. სურკისის ამ ნათქვამს კი წინ თარგამაძით კიევის "დინამოს" დაინტერესების შესახებ ხმები უძღოდა.

კიევის "დინამოს" პრეზიდენტი თარგამაძის საკითხს უკრანიული "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტთან კვლავ დაუბრუნდა.

- "ოლექსანდრიასთან" თამაშის შემდეგ, ამ გუნდის ფეხბურთელ დავით თარგამაძეზე საუბრისას, თქვენ თქვით, რომ მზად ხართ ნებისმიერს დაენაძლევოთ, რომ ის "პორტუში" არ გადავა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სულ მალე თარგამაძე კიევის "დინამოში" აღმოჩნდება?

- არა, ეს ამას არ ნიშნავს. გეტყვით: ზოგჯერ აგენტები თავიანთ კლიენტებს დათვურ სამსახურს უწევენ, როცა უვრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მათ მიმართ რომელიმე სოლიდური კლუბი სერიოზულ ინტერესს იჩენს.

არ ვკამათობ, თარგამაძე მართლაც ღირსეული ფეხბურთელია, მაგრამ შემიძლია იმავე "პორტოში" პრეზიდენტს ან გენერალურ დირექტორს შუამავლების გარეშე დავუკავშირდე და გავიგო, რამდენად შეესაბამება ასეთი ხმები სიმართლეს.

ამ შემთხვევაში მეჩვენება, რომ აგენტს, უბრალოდ, თარგამაძის სოლიდურ კლუბში მოწყობა სურს და საამისოდ სადღეისოდ მიღებულ ყველა მეთოდს იყენებს. ამით ფეხბურთელისადმი ინტერესის გაზრდას ეშურება.

როგორ დავიჯერო, რომ ფეხბურთელზე თვალი პორტუგალიურ გრანდს დაუდგამს მაშინ, როცა უკრაინული გრანდები, რომელთაც მოთამაშე ხცვირწინ ჰყავთ, იგნორირებას უკეთებენ მას.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, კიევის "დინამოს" თარგამაძე არ აინტერესებს?

- მოვეშვებით პერსონალიებზე საუბარს და თავად ტენდენციაზე ვთქვათ - არცერთი ფეხბურთელი, რომელზეც სეზონთაშორის შესვენებაზე ხმაური ტყდება, საბოლოოდ ჩვენ კლუბში არ ხვდება ხოლმე. როგორც წესი, კიევის "დინამო" მოლაპარაკებებს კონფიდენციალურ რეჟიმში მართავს და ახალწვეულთა ვინაობა მხოლოდ ბოლო მომენტში ცხადდება, როდესაც მოთამაშეები ძველ გუნდებს ემშვიდობებიან.

levani kaxetin
ვერ გამიგია, ამ სურკისს თუ ჭურკისს რა ანერვიულებს და აყეფებს; ვერ გადავა და ნუ გადავა, ყველა იმ "პორტოში" ხომ არ ითამაშებს, ჰოდა, დააყენოს ის თავის ხახოლი ტრ...კი, რა წაიღო ტვინი იმ თავის სანაძლეოებით; მაგრამ ..... საქმეც სწორედ მაგაშია, რომ არც ეთმობა და ფულის გადახდაც არ უნდა, არადა უკვე კარგა ხანია თვალი დაადგეს ამ ბიჭს და არავისთვის არ ემეტებათ.
zura
აბა საქართველო-საბერძნეთის თამაშზე ვინ ადევნებდა თვალყურს? პორტუგალიელები არ იყვნენ,სურკის ნუ იბოღმები რა! როდის იყო კლუბის პრეზიდენტი სხვა კლუბის მოთამაშის ტრანსფერზე ამდენ კომენტარს აკეთებდეს? უარი უთხრა ალბად კიევს თარგამაძემ და აეწვა სურკისსაც...
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია