უილიამ გალასმა თქვა, ამ სეზონში "ტოტენჰემმა" შეიძლება პრემიერლიგა მოიგოს და ხალხმა ეს "არსენალის" გაკენწვლად აღიქვა - ფრანგმა მცველმა გასულ უქმეებზე...

უილიამ გალასმა თქვა, ამ სეზონში "ტოტენჰემმა" შეიძლება პრემიერლიგა მოიგოს და ხალხმა ეს "არსენალის" გაკენწვლად აღიქვა - ფრანგმა მცველმა გასულ უქმეებზე "მეთოფედ" დარჩენაზე უარი განაცხადა და ლონდონის ერთი გუნდიდან მეორეს მიაშურა. გალასისა და "დეზების" ხელშეკრულება ერთწლიანია.

33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა: "გასულ სეზონში "სფურზმა" მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა სერიოზული წინსვლა განიცადა და ახალ სეზონში შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესოს შედეგი. შეიძლება ჩემპიონებიც კი გავხდეთ. მთავარია საკუთარი თავისა ვირწმუნოთ. "ტოტენჰემში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ისინი მაღალი დონის მოთამაშეები გახლავან. ახლა, მათ უნდა დაიჯერონ, რომ შედეგის მიღწევაც შეუძლიათ და ყველაფერი კარგად იქნება იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ".

გალასისა და "ტოტენჰემის" ხელშეკრულების თანახმად, თუ ვეტერანი ამ სეზონში დათქმული რაოდენობის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, მომავალ სეზონშიც "უაით ჰართ ლეინზე" დარჩება. ფეხბურთელი "სფურზის" ფანებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ მართალია გასული ოთხი წელიწადი მათთვის ყველაზე საძულველ გუნდში გაატარა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - ის "დეზების" ერთგული იქნება.

"ასეთი ნაბიჯის გადადგმა იოლი სულაც არ იყო, "ტოტენჰემისა" და "არსენალის" მეზობლობისა და ქიშპის ამბავი ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

მე უკვე "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის გავიღებ ყველაფერს. ამიერიდან ჩემთვის მთავარია "სფურზის" ძირითად შემადგენლობაში რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში ვითამაშო. შეძლებისდაგვარად მალე უნდა შევიდე საუკეთესო ფორმაში და ბევრი ვივარჯიშო თანაგუნდელებთან ერთად. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ მე ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალა ვარ".

ჯერჯერობით, გალასმა "ტოტენჰემის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან სემ ერითთან ერთად გუნდისგან ცალკე ივარჯიშა. "სფურზის" მწვრთნელს ჰარი რედნაპს იმედი აქვს, რომ ფრანგი ორი კვირის შემდეგ უკვე შეძლებს მოედანზე გასვლასა და სრული დატვირთვით თამაშს.

cech_fula
kargia ilo momewona
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე