"დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ინგლისი უმასპინძლებს. ეს ქვეყანა ამას იმსახურებს. ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატი 1966 წლის შემდეგ არ გამართულა...

"დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ინგლისი უმასპინძლებს. ეს ქვეყანა ამას იმსახურებს. ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატი 1966 წლის შემდეგ არ გამართულა და ვფიქრობ ეს საფეხბურთო სამყაროს შეცდომაა. ეს თამაში ხომ სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადა. ინგლისელები ფეხბურთის არქიტექტორები, შემქმნელები, შემოქმედნი არიან", - თქვა არსენ ვენგერმა და დასძინა, რომ ბევრ ქვეყანას, მაგალითად გერმანიას ძალიან გაუმართლა. "არსენალის" თავკაცის რწმენით ის, რომ გერმანელებმა მსოფლიოს ჩემპიონატს ხსენებული 1966-ის შემდეგ ორჯერ უმასპინძლეს დიდი გამართლებაა. მან დასძინა:

"დღეს ინგლისში ფიფას ინსპექტორები არიან და ინფრასტრუქტურას ამოწმებენ. იმედი მაქვს, რომ ისინი დაინახავენ ინგლისელთა ნაღვაწს და სწორ დასკვნას გააკეთებენ. მე ინგლისში 1996 წელს ჩამოვედი და მოვიხიბლე იმ ვნებით, რომლითაც ამ ქვეყანაში ფეხბურთი უყვართ. მე მიყვარს აქაური ფანები, ინგლისური თამაშების სტილი, ის, რომ ფეხბურთი ინგლისური კულტურის შემადგენელი ნაწილია".

ვენგერს ერთი საინტერესო მაგალითიც მოჰყავს. მისი თქმით, ვერსად, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ ქალაქს ან დასახლებულ პუნქტს, სადაც სტადიონი ჩვეულებრივი, მჭიდროდ დასახლებული უბნის ქუჩებს შორის იყოს "გაჭედილი".

მის გარშემო ხალხი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს, შაბათობით კი ყველა ყველაფერს გვერდით დებს და თამაშის სანახავად მიემართება. "ამ კვირაში, როდესაც ფიფას წარმოგზავნილი დელეგატები ნიუკასლში ჩავლენ, იმედი მაქვს, რომ მათზე "სენტ ჯეიმს პარკის" ნახვა ძალიან იმოქმედებს. სტადიონი ამ ქალაქის ბევრ ღირსშესანიშნაობას სჯობს. ნიუკასლის გულისცემა სწორედ აქ იგრძნობა. ამ ქალაქში ფეხბურთი გამორჩევით უყვართ. ასევეა ინგლისის სხვა ქალაქებშიც. მაგალითად, ლივერპულში, მანჩესტერში, ბირმინგემსა და ლონდონში. ხოლო თუ ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ჩემპიონატის მოწყობის ჟინი და შნო, მეტი რაღა უნდა იყოს საჭირო დიდი შეჯიბრების მასპინძლობისათვის?"

ვენგერი დარწმუნებულია, რომ ყველა ის ატრიბუტი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას სჭირდება ინგლისს ახლავე აქვს. ზოგ სტადიონს, რასაკვირველია, გადაკეთება დასჭირდება, რამდენიმეს თითქმის თავიდან აშენებაც კი, მაგრამ 2018 წლამდე ინგლისელები ამას, რასაკვირველია მოასწრებენ. ბოლოს და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველ შაბათს პრემიერლიგის ტურს ატარებს და ამხელა შეჯიბრებას წარმატებით ართმევს თავს.

ფიფას კომისიამ ინგლისთან გაცნობა ყველაზე სახელოვანი სტადიონით, "უემბლით" დაიწყო, მაგრამ ვენგერი ამბობს, რომ ეს ქვეყანა გაცილებით ფართო და მრავალმხრივია ვიდრე "უემბლი". "ფეხბურთი აქაური საზოგადოების გულშია. ინგლისური საფეხბურთო კულტურა მდიდარი და მრავალფეროვანია. მას შეუძლია მთელს მსოფლიოს გაუღოს კარი, ზუსტად ისე, როგორც პრემიერლიგა უღებს კარს ათასი ქვეყნის წარმომადგენელს. თუნდაც "ემირეიტ სთედიუმს" დააკვირდით. ის ამის კარგი მაგალითია".

ვენგერის ტქმით "არსენალში" ბევრი უცხოელი ფეხბურთელია და თითოეული მათგანი აღფრთოვანებულია ინგლისური ფეხბურთის ტრადიციებითა და ყოფით. ინგლისში ფეხბურთი საყვარელი სახეობა კი არა, ცხოვრების წესია და სხვადასხვა ქვეყნის შვილებს სწორედ ეს აერთიანებს. "და თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას ინგლისს მიანდობენ, დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევენ - 2018-ში გაიმართება დაუვიწყარო მსოფლიოს ჩემპიონატი".

cech_fula
yochag ilo magaria ise mec vwer siaxleebs ukve karga xania da iqneb naxot? www.geoepl.com-ze da www.chelseafun.ge droebit gatishulia tumca chelseas fan club-ze 270 siaxle maqvs
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს