ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე 18-წლიანებში ქუთაისელმა ოსტატმა შესანიშნავად იასპარეზა
შორეულ ბრაზილიაში დამთავრდა ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 79 ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

18-წლიანებში შესანიშნავად იასპარეზა ქუთაისელმა საერთაშორისო ოსტატმა მერი არაბიძემ - ბოლო ორ ტურში ზედიზედ სძლია უნგრელ პეტრა პაპსა და აზერბაიჯანელ ნარმინ კაზიმოვას, 9 შესაძლოდან 8 ქულა (მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო მე-5 ტურში რუს დიდოსტატ ალინა კაშლინსკაიასთან) მოაგროვა და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა (ვაჟებში, ამდენივე ქულით სომეხმა სამველ ტერ-სააკიანმა გაიმარჯვა).

ტურნირის რეიტინგფავორიტმა კაშლინსკაიამ ბოლო ტურში პერუელი ან ჩიმპიტაზი დაამარცხა და7.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 6,5-6,5 ქულას მონგოლმა ალთანულზიი ენხთუულმა, უნგრელმა პეტრა პაპმა, აზერბაიჯანელმა ხაიალა აბდულამ და უზბეკმა სარვინოს კურბონბოევამ მოუყარეს თავი. უკეთესი კოეფიციენტით ბრინჯაო ენხთუულს ხვდა.

14-წლიან გოგონებში ნინო ხომერიკმა ბოლო ტურში ლილია პოთიითს (აშშ) კი მოუგო, მაგრამ 5 ქულით მხოლოდ 29-ე ადგილს დასჯერდა. ცხრიდან ცხრა ქულით (!) ოქროს მედალი ალექსანდრა გორიაჩკინამ (რუსეთი) დაიმსახურა. ვაჟებში მისი თანამემამულე კირილ ალექსეენკო (8 ქულა) იყო პირველი. დანარჩენ ასაკებში ჩემპიონები გახდნენ: 16-წლიანებში - ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი, 7,5), იორგ კორი (პერუ, 7,5), 12-წლიანებში - ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი, 8), მირალ კარტიბეიანი (ინდოეთი, 7,5), 10-წლიანებში - ალექსანდრა ობოლენცევა (რუსეთი, 8), ჩჟუ იი (ჩინეთი, 7,5), 8-წლიანებში - ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი, 8), ავონდერ ლიანი (აშშ, 7,5).

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 7 მედლით რუსეთმა (3 ოქრო, 4 ვერცხლი) გაიმარჯვა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ინდოეთი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და ყაზახეთი (2 ოქრო, 1 ბრინჯაო) გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა