თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის მებრძოლებს გამოავლენს
დღეს სპორტკომპლექს "არენაში" (ყოფილი სკა) საქართველოს ჩემპიონატი იწყება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ქვეყნის პრიზიორებთან ერთად გამოავლენს ლიდერებსა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის მებრძოლებს იმ წონებში, სადაც საგზურები აქამდე ვერ მოვიპოვეთ.

ასეთი წონითი კატეგორია სულ სამია - 55, 66 და 96, მაგრამ 55-ში დაშვებულია ერთადერთი გამონაკლისი - მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გათავისუფლებულია ტურნირისგან. მის გარდა, ასეთივე შეღავათით ისარგებლებენ მსოფლიოს ბოლო პირველობის ბრინჯაოს მედალოსნები - დავით ხუციშვილი (740), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით მოძმანაშვილი (120).

აგრეთვე ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (60), რომლებსაც უკვე აქვთ ოლიმპიური ლიცენზიები და თამაშებისთვის საგანგებო განრიგით ემზადებიან.

ამათ გარდა, ჩემპიონატში ყველა ლიდერი გამოდის, რაც ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელთა მკაცრი მოთხოვნაა, თუმცა ერთი დანაკლისი მაინც არის - ავადმყოფობის გამო შალვა მუზიაშვილი (66) ვერ იჭიდავებს. სამაგიეროდ, ამ წონაში ვიხილავთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, ოლიმპიადისა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსან ოთარ თუშიშვილს (66), რომელიც ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ უბრუნდება სპორტს.

ასევე იქნება კიდევ ერთი ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96) თუმცა ეს წონა ხვალ იასპარეზებს. დღეს 55, 66, 84 და 120 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ. მძიმე წონაში ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გიორგი საკანდელიძეც გამოვა და უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ლევან ბერიანიძეც, რომელმაც წონა დაიკლო. 55-ში გიორგი ედიშერაშვილსაც ვიხილავთ და ბესიკ გუჩაშვილსაც.

შეხვედრები "არენაში" დღესაც და ხვალაც 11 საათზე დაიწყება და ფინალები შესვენებების გარეშე გაიმართება. სამწუხაროდ, პირდაპირი რეპორტაჟის მოწყობა არ ხერხდება - როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ გვითხრა, მოლაპარაკებები ტელეკომპანია "აფხაზეთთან" მიმდინარეობდა, თუმცა ტექნიკურად ჯერ თავად ახალგახსნილი დარბაზი ვერაა სათანადოდ აღჭურვილი და შეფერხების მიზეზიც ეს გახდა. სამწუხაროდ, I არხის ვარიანტი არც განიხილებოდაო, თორემ იქნებ მაყურებელსაც ეხილა ფინალები, თორემ სამუშაო დღეებში მათი უმრავლესობა დარბაზში ვერ მივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა