საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მექსიკაში. 5 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა. ლიდერობენ...

აპერტურა. V ტური

ესტუდიანტესი-სან ლუისი 3:2

(ოჩოა, დიეგო ხიმენესი, რამონ გონსალესი - აროიო, მატელანი)

ტიგრესი-სანტოსი 1:0

(ჟუნინიო)

ატლასი-ტოლუკა 0:1

(ნაელსონი)

ატლანტე-გვადალახარა 2:1

(ნიკო ტორესი, ფანო - ბრავო)

პაჩუკა-მონტერეი 2:2

(ცვიტანიჩი, არეოლა - სუასო, დე ნიგრისი)

ხაგუარესი-კრუს ასული 2:3

(ხორხე მარსელო როდრიგესი, ანდრადე - კრისტიან ხიმენესი 3)

მორელია-ნეკაქსა 1:0

(რაფა მარკესი)

პუმასი-პუებლა 4:1

(დანტე ლოპესი 2, კაჩო 2 - რინკონი)

კერეტარო-ამერიკა 0:1

(მონტენეგრო)

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მექსიკაში. 5 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა. ლიდერობენ "სანტოსი" და "კრუს ასული".

"სანტოსმა", ზედიზედ მოპოვებული 4 დამაჯერებელი მოგების შემდეგ, მონტერეიში "ტიგრესთან" წაიფორხილა. ამ მატჩის პირველ 5 წუთში მასპინძლებმა ორჯერ შეაზანზარეს ლიდერის კარის ძელი და ხარიხა, მე-8 წუთზე ბრაზილიელი ჟუნინიოს საჯარიმოთი დაწინაურდნენ და ეს მინიმალური უპირატესობა მატჩის ბოლომდე არ დათმეს.

კონკურენტის წაგებით მაშინვე ისარგებლა "კრუს ასულმა", სტუმრად მოუგო "ხაგუარესს", რომელიც "ატლასთან" იყოფს მოუგებელი გუნდის სახელს და დაეწია ლიდერს. მატჩის გმირად იქცა არგენტინელი კრისტიან "ჩაკო" ხიმენესი. მან ჯერ ჯარიმიდან გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი, მას მერე, რაც მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება და წინაც გაიჭრნენ (2:1) კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი. ამათგან პირველი სამსვლიანი კომბინაცია წმინდა არგენტინული გახლდათ: ლეო მესის ბიძაშვილმა მაქსი ბიანკუჩიმ და შარშანდელმა ბომბარდირმა "ტიტო" ვილამ ხიმენესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს - 2:2. ბოლო გოლი კი მან კუთხურის გათამაშებისას გაიტანა, როცა ბურთი მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ბადეში - 2:3.

დუეტს კვალში უდგას ტურნირს შემორჩენილი ერთადერთი დაუმარცხებელი - "მონტერეი", რომელიც ამჯერად "პაჩუკას" სტუმრობდა. საუკეთესო მოთამაშედ ჩილელი ფორვარდი უმბერტო სუასო დაასახელეს, რომელმაც 68-ე წუთზე გაქვითა არგენტინელი დარიო ცვიტანიჩის ზუსტი თავური და სტუმრებს მეორე სუნთქვა გაუხსნა. მალე ალდო დე ნიგრისმა ისინი სულაც დააწინაურა, მაგრამ მსაჯმა ჯერ არაფრით არ დაამთავრა თამაში, 95-ე წუთზე კი მასპინძლებს კუთხურის გათამაშებისას კარის ხაზიდან გამოტანილი საეჭვო გოლი ჩაუთვალა - 2:2.

დამაჯერებლად გამოდიან "მორელია" და "პუმასი", რომლებსაც 9-9 ქულა აქვთ. პირველს, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ნათამაშები და თეორიულად გალიდერებაც შეუძლია. ამჯერად მან დაარსებიდან 67 წლისთავის ზეიმი არ აცალა "ნეკაქსას" და რაფაელ მარკესის (არ აგერიოთ ნაკრების მცველში) გოლით მოუგო.

"პუმასს" კი, როგორც ჩანს, მოეწონა წინა ჩემპიონატში "პუებლას" 4:1 დამარცხება და ისევ იმავე ანგარიშით იმარჯვა. დანტე ლოპესმა და ხუან კარლოს კაჩომ 2-2 გოლი გაიტანეს. წაგებულ "პუებლას" "ტიგრესთან" ერთად "ამერიკაც" დაეწია, რომელმაც არგენტინელი დანიელ "როლფი" მონტენეგროს ერთადერთი გოლით სტუმრად აართვა 3 ქულა "კუერეტაროს" და ცხრილში ადგილი გაუცვალა.

შარშანდელივით გვიან "იღვიძებს" ჩემპიონი "ტოლუკა". პირველი გამარჯვება მან შაბათს მოიპოვა გვადალახარაში, სადაც მაჩანჩალა "ატლასს" მოუგო ნატურალიზებული ბრაზილიელი ანტონიო ნაელსონ "ზინიას" გოლით.

ამ ტურში პირველად მოიგეს "ესტუდიანტესმა" და "ატლანტემ", თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამით ისინი რტიუმფალურ სვლას დაუდებენ სათავეს. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფთაგან ერთადერთი გვადალახარას "ჩივასია", ვისაც ძალუძს მდგომარეობის გამოსწორება. ჯერ ერთი, 2 მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მოერეც ის, რომ "ლიბერტადორესის თასის" ფინალში დამარცხებულ გუნდს ახლა მთლიანად შეუძლია ძალების შიდა ფრონტზე მობილიზება.

A ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ

1. სანტოსი 5 4 0 1 12-2 12

2. მონტერეი 5 3 2 0 13-8 11

3. ტიგრესი 5 2 2 1 5-3 8

4. ნეკაქსა 5 1 2 2 3-5 5

5. გვადალახარა 3 1 1 1 2-2 4

6. ესტუდიანტ. 4 1 0 3 6-11 3

B ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ამერიკა 5 2 2 1 6-5 8

2. ტოლუკა 5 1 3 1 5-5 6

3. პაჩუკა 5 1 2 2 7-10 5

4. სან ლუისი 5 1 1 3 5-7 4

5. ატლანტე 5 1 1 3 5-10 4

6. ატლასი 5 0 1 4 2-6 1

C ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ

1. კრუს ასული 5 4 0 1 12-5 12

2. მორელია 4 3 0 1 8-1 9

3. პუმასი 5 3 0 2 10-11 9

4. პუებლა 5 2 2 1 7-7 8

5. კერეტარო 5 2 1 2 4-9 7

6. ხაგუარესი 5 0 2 3 4-9 2

ბიძინა ბარათაშვილი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა