ულფ კირესტენი 32.43 წლის იყო, როცა 1998 წელს, "ლევერკუზენის" ფებხურთელის რანგში, 22 გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა...

ულფ კირესტენი 32.43 წლის იყო, როცა 1998 წელს, "ლევერკუზენის" ფებხურთელის რანგში, 22 გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გერმანიის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გერდ მიულერი კი 32.48 წლის გახლდათ, როცა 1977 წელს, ბუნდესლიგაში 24 გოლი გაიტანა და ასევე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "მიუნხენ 1860-ის" ყოფილი ფორვარდი მარტინ მაქსი კი, 2002 წელს სულაც 33.74 წლის იყო, 18 გოლით რომ მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის წოდება. როგორც მიხვდით, მაქსი ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია...

გასულ უქმეებზე ბუნდესლიგა 2010/11-ის პირველი ტური გაიმართა და გამოჩნდა, რომ "ჰამბურგის" ჰოლანდიელ თავდამსხმელ რუუდ ვან ნისტელროის შეუძლია, მაქსის რეკორდი მოხსნას. რუუდი 34 წლისაა და პირველი ტურის შემდეგ, ორი გოლი აქვს გატანილი. რაც მთავარია, რუუდი შესანიშნავ ფორმაშია: გარდა "შალკეს" კარში გატანილი ორი გოლისა, გერმანიის თასის პირველ რაუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც 2006 წელს. ასეთ კარგ ფორმაში მარტო მაშინ ვიყავი," - ამბობს რუუდი. 2006 წელს ის მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იყო და 25 გოლით პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. დაამხობს ვან ნისტელროი მაქსის რეკორდს? "თუ ვან ნისტელროიმ არ დაამხო, სხვამ ვინ უნდა დაამხოს? რუუდი გენიალური თავდამსხმელი და გოლეადორია," - ეს რეკორდსმენ მაქსის სიტყვებია.

34 წლის ვან ნისტელროის "სიბერეში" საუკეთესო ბომბარდირობას კირსტენიც უწინასწარმეტყველებს: "რუუდის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ "ჰამბურგი" ძალიან ძლიერი გუნდია, რაც პირველივე ტურში დამტკიცდა და შესაბამისად, რუუდს ბომბარდირობის ჩინებული შანსი აქვს. თუ ვან ნისტელროი სეზონს ტრავმის გარეშე ჩაატარებს და მატჩებიც გამოტოვება არ მოუხდება, ვფიქრობ, ბომბარდირობა ნამდვილად შეუძლია," - ამბობს ულფი.

ვან ნისტელროის შესაძლებლობებში ეჭვი არც მის თანამემამულე ერიკ მეიერს ეპარება, რომელიც 2000-დან 2003 წლამდე "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა, ახლა კი მეორე ბუნდესლიგური აახენის "ალემანიას" მენეჯერია: "რუუდი ჰოლანდიაში, ინგლისსა და ესპანეთში ბომბარდირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლისაა, გოლების გატანა ახლაც ძველებურად ეხერხება. დარწმუნებული ვარ, რომ ბომბარდირთა დავაში მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვდება."

თვითონ ჰოლანდიელი გოლეადორი კი მოკრძალებულია: "ცხადია, საუკეთესო ბომბარდირობა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. უპირველესი მიზანი ის არის, რომ "ჰამბურგმა" წარმატებული სეზონი ჩაატაროს," - ამბობს რუუდი.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა