"პარი სენ-ჟერმენის" 3:0 განადგურების შემდეგ "მარსელის" პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი კარგ ხასიათზეა, მაგრამ დრო და დრო ისევ უწევს არასასიამოვნო თემებზე ფიქრი
მე-15 ტურში "პარი სენ-ჟერმენის" 3:0 განადგურების შემდეგ "მარსელის" პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი კარგ ხასიათზეა, მაგრამ დრო და დრო ისევ უწევს არასასიამოვნო თემებზე ფიქრი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ის კლუბის ფინანსურ პრობლემებს გადასწვდა და აღნიშნა, რომ "მარსელს" ზამთრის სატრანსფერო პაუზისას ნამდვილად არ ექნება იმის რესურსი, რომ გუნდის ყველა სუსტი წერტილი მოაძლიეროსო. "აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას მეტად დელიკატური ჰქვია.

ზაფხულის შემდეგ კლუბს პრაქტიკულად არაფერი შემატებია. თუკი იანვრის პაუზამდე მოვახერხებთ და სამეულს მივუახლოვდებით, მაშინ სატრანსფერო ბაზარზე გავალთ და რამდენიმე კარგ ფეხბურთელს შევიძენთ. თუმცა ვინც ხელთ მოგვხვდება ისეთებს არ შევიძენთ.

გაძლიერება პირველ რიგში იმიტომ გვინდა, რომ აფრიკის თასზე ჩვენგან რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი წავა. უკვე ვმუშაობთ, რომ მათი შეცვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევძლოთ. რა გამოვა, ამის თქმა წინასწარ ძნელია," - განუცხადა "ეკიპს" ლაბრუნმა.

რაც შეეხება ფეხბურთელების გასხვისებას, კლუბს ერთადერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. თუნდაც იჯარით, მაგრამ გუნდს აუცილებლად დატოვებს პიერ-ანდრე ჟინიაკი.

ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდიდან "სანდერლენდში" კარიერის გაგრძელებას ალბათ ძნელად თუ ვინმე მოისურვებს, მაგრამ ამის იმედი ნამდვილად აქვთ უშუალოდ ინგლისური კლუბის შეფებს. მათ "მარსელიდან" ლოიკ რემის გადაბირება სურთ, ვინც წელს მართლა ბრწყინვალედ გამოიყურება.

24 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზეა ასევე 4 საგოლე გადაცემა. "სანდერლენდს" თავდამსხმელის სანაცვლოდ 15--17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

დაბოლოს ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ: მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, კლუბის ხელმძღვანელობა იმდენად აღფრთოვანებული დარჩა "პარი სენ-ჟერმენთან" მოპოვებული გამარჯვებით, რომ მატჩის მონაწილე ყველა ფეხბურთელს პრემიის სახით 5 ათასი ევრო გამოუწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად