ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენს ჯგუფში არა 3 სექტემბერს, არამედ ერთი დღის ადრე დაიწყება. 2 სექტემბერს ისრაელის ნაკრები მალტის ეროვნულ გუნდს რამადგანში უმასპინძლებს...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენს ჯგუფში არა 3 სექტემბერს, არამედ ერთი დღის ადრე დაიწყება. 2 სექტემბერს ისრაელის ნაკრები მალტის ეროვნულ გუნდს რამადგანში უმასპინძლებს. ამ თამაშიდან 5 დღეში, 7 სექტემბერს კი ფრანგ მწვრთნელ ლუის ფერნანდესის ებრაულ კრებულს თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისში დაუხვდება. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძის ინფორმაციით, ისრაელის ნაკრები საქართველოში 5 სექტემბერს ჩამოფრინდება. როგორც გავიგეთ, აღთქმული მიწის დელეგაციას საქართველოში მოსადი (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) ჩამოჰყვება და თბილისში გადაადგილებისას თუ ვარჯიშისას, მუდმივად ნაკრების გვერდით იქნება.

7 სექტემბერს ისრაელისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. თამაშს შვეიცარიელი მსაჯები გაუძღვებიან, შეხვედრის არბიტრი კი საშა კევერი იქნება.

მალტასთან და საქართველოსთან მატჩების წინ ისრაელს ნაკრების ფრანგი თავკაცი ლუის ფერნანდესი შეშფოთებული იყო, მაგრამ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ მცირედით მაინც დაამშვიდა. საქმე ის არის, რომ ბელგიურ "გენკში" მოასპარეზე 22 წლის ფორვარდი ელიანივ ბარდა "ეუპენთან" 22 აგვისტოს მატჩის მე-16 წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თავდაპირველად ტრავმა სერიოზული ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბარდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, მალტასთან და საქართველოსთან მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა. თუმცა გუშინდელი მონაცემებით ბარდა კარგად არის და ებრაელი მეგოლე ზემოთ აღნიშნულ ორივე შეხვედრაში შეძლებს ნაკრებში თამაშს.

სექტემბრის დასაწყისში, ეროვნულის მსგავსად ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებსაც შესარჩევი ციკლის მატჩები აქვს. ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავი ლუზონმა ეროვნულის თავკაცს სამი ფეხბურთელის - მეკარე არიელ ჰარუშის (იერუსალიმის "ბეითარი"), ნახევარმცველ ალმოგ კოჰენისა ("ნიურნბერგი", გერმანია) და თავდამსხმელ ბენ საარის (თელ ავივის "ჰაპოელი") დათმობა სთხოვა. ლუის ფერნანდესმა ახალგაზრდულ ნაკრებს ჰარუში დაუთმო, კოჰენსა და ბენ საარზე პასუხი ჯერ არ უთქვამს. როგორც ირკვევა, ლუის ფერნანდესი მალტასთან და საქართველოსთან მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას ამ დღეებში დაასახელებს.

ჩვენი მეტოქე ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრს სტარკოვსმა ჩვენი ეროვნულის თავკაც თემურ ქეცბაიას მიბაძა და გუნდში მანაც 21 ფეხბურთელი გამოიძახა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ლატვიელებიც რთული მატჩით იწყებენ. სტარკოვსის გუნდი 3 სექტემბერს რიგაში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი მალტას სტუმრად დაუპირისპირდება. ამ ორი თამაშისთვის სტარკოვსმა, ნაკრებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები - ანდრის ვანინსი (სიონი, შვეიცარია), ალექსანდრს კოლინკო (ვენტსპილსი), დენის რომანოვსი (ხაზარი, აზერბაიჯანი);

მცველები - ოსკარს კლიავა (ანჟი, რუსეთი), კასპარს გორკსი (ქუინზ პარკ რეინჯერსი, ინგლისი), დენის ივანოვსი (სივასფორი, თურქეთი), პაველს მიხადიუკსი (მეტალურგსი), რიტუს კრიაუკლისი (ვენტსპილსი), ვიტალის სმირნოვსი, ალექსანდრს ფერტოვსი (ორივე სკონტო);

ნახევარმცველები - იურის ლაიზანსი (სალიუტი, რუსეთი), ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდრს კაუნია (ორივე სკონტო), ანდრეის რუბინსი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი), იურის ჟიგაევსი (ვენტსპილსი), მაქსიმს რაფაელსკი (მეტალურგსი), არტის ლაზდინიშსი (ელგავა);

თავდამსხმელები - მარის ვერპაკოვსკისი (ერგოტელისი, საბერძნეთი), გირტს კარლსონსი (ინტერი, აზერბაიჯანი), ანდრეის პერეპლეტკინსი (სკონტო), არტემს რუდნევსი (ლეხი, პოლონეთი).

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა