ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზა Forix-მა წლევანდელ უკანასკნელად შეაფასა ფორმულა 1-ის ჩემპიონატის სტატისტიკური მონაცემები.

ბრაზილიის გრანპრის შემდეგ ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზა Forix-მა წლევანდელ უკანასკნელად შეაფასა ფორმულა 1-ის ჩემპიონატის სტატისტიკური მონაცემები.

ფეტელის რეკორდები

- 2011 წელს მე-15 კვალიფიკაციის მოგების შემდეგ სებასტიან ფეტელმა ნაიჯელ მენსელის 19 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა სეზონში მოგებული პოულების რაოდენობით. თუმცა მენსელის მიღწევა უფრო შთამბეჭდავი ჩანს, რადგან ბრიტანელმა 1992 წლის სეზონში 14 პოული მოიპოვა, ჩემპიონატი კი 16 ეტაპისგან შედგებოდა და არა 19-სგან, როგორც ეს წელს იყო. იმ წელს მენსელის საშუალო სასტარტო პოზიცია 1.19-ს უდრიდა, 2011 წელს ფეტელისა - 1.26-ს.

- ფეტელი პირველი პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც სეზონის 17 რბოლის დროს ლიდერობდა - ამით მან მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2004 წელს იყო დამყარებული. გარდა ამისა, ფეტელმა სეზონში პოდიუმების რაოდენობით იმავე შუმახერის რეკორდი გაიმეორა - 17 პოდიუმი.

კლასიფიკაცია

- ამ წელს “რედ ბულის” ორივე პილოტმა მეშვიდედ აიღო სტარტი პირველი ხაზიდან. ეს ერთით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე. რეკორდი ეკუთვნით “მაკლარენსა” (1988) და “უილიამსს” (1993) - 12 დუბლი სტარტზე.

- “ფერარი” ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომლის ორივე პილოტი ყოველ გრანპრიზე კვალიფიკაციის ფინალში გადიოდა. “რედ ბულში” ერთხელ ვერ გავიდა ფინალში მარკ უებერი (ჩინეთის გრანპრიზე მე-18 სასტარტო პოზიცია ჰქონდა), “მაკლარენში” ჯენსონ ბატონი (მე-13 პოზიცია ბელგიაში).

- ფელიპე მასას მეშვიდე ადგილი კვალიფიკაციაში - ყველაზე უარესი სასტარტო პოზიციაა ბრაზილიელისთვის მაისში გამართული ესპანეთის გრანპრის შემდეგ.

- ადრიან სუტილმა სეზონის მსვლელობისას სერიოზულ პროგრესს მიაღწია კვალიფიკაციაში. პირველი შვიდი ეტაპის შემდეგ ის თანაგუნდელ პოლ დი რესტასთან 1:6-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ შეძლო ამ ლოკალურ ბრძოლაში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ, 10:9 მოიგო.

- ჰეიკი კოვალაინენმა წელს 17-ჯერ აჩვენა კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგი დებიუტანტი გუნდების პილოტებს შორის. ამ ბრძოლაში მისი ერთადერთი კონკურენტი იყო თანაგუნდელი იარნო ტრული. “ლოტუსის” ყველაზე სწრაფი პილოტი წელს ყოველთვის უსწრებდა კვალიფიკაციაში უახლოეს კონკურენტებს.

რბოლა

- მარკ უებერმა კარიერაში მეშვიდე რბოლა მოიგო და პირველი უნგრეთის შარშანდელი გრანპრის შემდეგ. ბრაზილიის რბოლამდე უებერი ლიდერობდა საუკეთესო წრეების რაოდენობით იმ პილოტებს შორის, რომლებსაც სეზონის განმავლობაში არც ერთი რბოლა არ მოუგიათ.

- ამიერიდან “რედ ბულს” 27 გამარჯვება აქვს და ის ამ მაჩვენებლით რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ “ბენეტონს” გაუთანაბრდა. პოდიუმების რაოდენობით (45) გუნდი გვერდში ამოუდგა “ლიჟიეს” და მასთან მეათე ადგილს იყოფს.

1. ფერარი - 216

2. მაკლარენი - 175

3. უილიამსი - 113

4. ლოტუსი - 79

5. ბრებემი - 35

5. რენო - 35

7. ბენეტონი - 27

7. რედ ბული - 27

9. ტირელი - 23

10. BRM - 17

- ჯენსონ ბატონი კარიერაში 43-ედ ავიდა პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა შესაბამის რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფ ჯეკი სტიუარტს.

- ფელიპე მასამ სეზონში მეხუთედ დაასრულა რბოლა მეხუთე ადგილზე. ბრაზილიელი ამ სეზონში არასოდეს ასულა პოდიუმზე. “ფერარის” ბოლო პილოტი, რომელმაც ერთ სეზონში ვერცერთხელ ვერ შეაღწია პირველ სამეულში, ივან კაპელი იყო (1992 წელი). ის გუნდიდან ჩემპიონატის ფინიშამდე ორი რბოლით ადრე დაითხოვეს. ხოლო 1981 წელს დიდიე პირონი იყო ბოლო პილოტი, რომელმაც მთელი სეზონი ჩაატარა “ფერარის” ბოლიდით და ერთხელაც ვერ ავიდა პოდიუმზე.

- მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ შვიდი პილოტი ავიდა პოდიუმზე: ფეტელი, ბატონი, უებერი, ალონსო, ჰემილტონი, ჰაიდფელდი და პეტროვი.

- პირველად “ფორს ინდიას” ისტორიაში გუნდის ორივე პილოტმა ზედიზედ ორ რბოლაში მოიპოვა ქულები.

- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 90-ე რბოლა ჩაატარა და მხოლოდ მეოთხედ გამოეთიშა ეტაპს მექანიკური პრობლემების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი