ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში ოთხი მატჩი გაიმართა. ბოლო ხუთ ტურში პირველ გამარჯვებას მიაღწია "ნეშვილმა", რომელმაც შეძლო "ედმონტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავების შეჩერება - 2:1. თუმცა დიდი ხანი თამაში "პრედატორზისთვის" არასასურველი სცენარით ვითარდებოდა.

მას შემდეგ, რაც ებერლემ გახსნა ანგარიში, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, სტუმრები დიდი ხანი ვერ ახერხებდნენ ნიკოლაი ხაბიბულინის კარის აღებას. მხოლოდ მატჩის ეკვატორზე ში უებერმა შეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და ანგარიშის გათანაბრება. გამარჯვება კი "ნეშვილს" ნიკ სპალინგის დარტყმამ მოუტანა საფინალო სირენამდე შვიდნახევარი წუთით ადრე. აღსანიშნავია სტუმართა კარგი თამაში დაცვაში - მათ "ედმონტონს" მხოლოდ 18 ზუსტი დარტყმის შესრულების საშუალება მისცეს.

"დალასმა" სტუმრად მოუგო "კოლორადოს" - 3:1. ორივე გუნდმა შემტევი ჰოკეი აჩვენა. მართალია, "სტარზს" აკლდა ძირითადი მეკარე კარი ლეჰტონენი, მაგრამ მისმა შემცვლელმა ენდრიუ რეიკროფტმა 33 დარტყმა მოიგერია და დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება. მეტოქის კარში კი "დალასმა" სამი გოლი გაიტანა. დუბლი შეასრულა მაიკ რაიდერმა, ერთი გოლი ერიკ ნისტრიომმა ჩაიწერა აქტივში. შეგახსენებთ, რომ "სტარზმა" ეს ფორვარდი" "მინესოტასგან" აიყვანა, რომელსაც შვედი ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული. "დალასში" 28 წლის ნისტრიომს უკვე რვა გოლი აქვს გატანილი.

სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის "ტამპა ბეი", რომელმაც ბოლო ათ მატჩში მეხუთედ წააგო. "ფლორიდასთან" ორი წარმატებული მატჩის შემდეგ ეს გუნდი მინესოტაში ჩავიდა და იქ "ველურებთან" 1:3 წააგო. "ტამპას" ლიდერმა სტივენ სტემკოსმა სეზონში მე-15 შაიბა გაიტანა და სნაიპერთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ამ მატჩიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ "მინესოტას" ფინელი ფორვარდი მიკო კოივუ, რომელმაც NHL-ში საიუბილეო - მეასე შაიბა გაიტანა.

დაბოლოს, "ლოს ანჯელესმა" მეკარე ჯონათან კუიკის შესანიშნავი თამაშით "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა "სან ხოსე". ეს კუიკისთვის მეოთხე "შათაუტი" იყო სეზონში და ის ამ მაჩვენებლით ლიგის ლიდერი გახლავთ.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ სათანადოდ აღნიშნა "პიტსბურგის" კაპიტნის სიდნი კროსბის დაბრუნება და ეს ფორვარდი გასულ კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა.

კროსბიმ ოთხ მატჩში ცხრა ქულა (2+7) დააგროვა, სარგებლიანობის კოეფიციენტი "+7" ჰქონდა და თავის გუნდს რეგულარულში ლიდერობის დაბრუნებაში დაეხმარა.

მეორე და მესამე ვარსკვლავის სტატუსი მეკარეებს ერგოთ. "ვანკუვერის" გოლკიპერმა კორი შნაიდერმა თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა. ამ შეხვედრებში "კენაქსის" მეორე მეკარე საშუალოდ 0.67 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.8 პროცენტს იგერიებდა. შნაიდერმა ორი "შათაუტი" შეასრულა.

მესამე ვარსკვლავია "სენტ ლუისის" გოლკიპერი ბრაიან ელიოტი. ის ზედიზედ ექვსი მატჩია არ მარცხდება, სულ კი ამ სეზონში 11-დან 10 მატჩში მოიპოვა გამარჯვება. გასულ კვირას ელიოტის სტატისტიკური მონაცემები ასეთი იყო: საშუალოდ 0.98 გაშვებული შაიბა, დარტყმების მოგერიების 96.3 პროცენტი და ერთი "შათაუტი". სხვათა შორის ელიოტი ერთადერთი მეკარე იყო გასულ კვირას, ვის წინააღმდეგაც კროსბიმ ქულა ვერ აიღო.

მინესოტა-ტამპა ბეი 3:1

0:0, 2:1, 1:0

გოლები: 0:1 სტემკოსი-15, 1:1 კლატერბეკი-7 (მ. კოივუ-15), 2:1 ბუშარი-3 (ნ. ჯონსონი-4), 3:1 მ. კოივუ-4 (სპარჯონი-6, კლატერბეკი-3).

კოლორადო-დალასი 1:3

0:1, 0:0, 1:2

გოლები: 0:1 ნისტრიომი-8 (ფიდლერი-6, რობიდასი-5), 0:2 რაიდერი-8 (ლ. ერიქსონი-11, ლარსენი-2), 1:2 პორტერი-1 (დ. ჯონსი-7, ელიოტი-1), 1:3 რაიდერი-9 (ლ. ერიქსონი-12, პერდი-1).

ედმონტონი-ნეშვილი 1:2

1:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ებერლე-8 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-15), 1:1 შ. უებერი-4 (რ. სატერი-11, ლინდბაკი-1), 1:2 სპალინგი-3 (ტუტუ-6, კ. სმიტი-10).

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 2:0

1:0, 1:0, 0:0

გოლები: 1:0 მორო-1, 2:0 მ. რიჩარდსი-11 (საიმონ განიე-8, უ. მიტჩელი-5).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი* 24 14 6 4 32

2. ტორონტო* 24 14 8 2 30

3. ფლორიდა* 23 12 7 4 28

4. ბოსტონი 22 14 7 1 29

5. ფილადელფია 23 13 7 3 29

6. რეინჯერსი 20 12 5 3 27

7. ბაფალო 23 13 9 1 27

8. ვაშინგტონი 22 12 9 1 25

9. ნიუ ჯერსი 22 12 9 1 25

10. ტამპა ბეი 23 11 10 2 24

11. ოტავა 23 11 10 2 24

12. მონრეალი 24 10 10 4 24

13. ვინიპეგი 23 9 10 4 22

14. კაროლინა 25 8 13 4 20

15. აილენდერსი 21 6 11 4 16

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ჩიკაგო* 24 14 7 3 31

2. მინესოტა* 24 14 7 3 31

3. დალასი* 24 14 9 1 29

4. დეტროიტი 22 14 7 1 29

5. სტ. ლუისი 23 13 8 2 28

6. ლოს ანჯელესი 24 12 8 4 28

7. სან ხოსე 21 13 7 1 27

8. ფინიქსი 22 12 7 3 27

9. ვანკუვერი 23 13 9 1 27

10. ნეშვილი 23 11 8 4 26

11. ედმონტონი 24 12 10 2 26

12. კოლორადო 24 10 13 1 21

13. კალგარი 22 9 12 1 19

14. ანაჰაიმი 23 6 13 4 16

15. კოლამბუსი 23 6 14 3 15

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ფილ კესელი (ტორ) 31 (16+15)

კლოდ ჟირუ (ფილ) 29 (13+16)

ჯოფრი ლუპული (ტორ) 29 (11+18)

კრის ვერსტიგი (ფლო) 26 (12+14)

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 26 (12+14)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 25 (15+10)

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 25 (13+12)

რ. ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმ) 25 (10+15)

ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 25 (9+16)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 25 (7+18)

დანიელ სედინი (ვან) 25 (6+19)

გოლები

ფილ კესელი (ტორ) 16

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 15

კლოდ ჟირუ (ფილ) 13

ჯეიმს ნილი (პიტ) 13

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 13

ჯორდან სტაალი (პიტ) 12

მილან მიხალეკი (ოტა) 12

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 12

რაიან სმიტი (ედმ) 12

კრის ვერსტიგი (ფლო) 12

ტაილერ სეგუინი (ბოს) 12

პასები

ერიკ კარლსონი (ოტა) 20

დანიელ სედინი (ვან) 19

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 18

ჯოფრი ლუპული (ტორ) 18

ჯეიმი ბენი (დალ) 17

ბრაიან კემპბელი (ფლო) 17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში