ის ვარსკვლავები, რომლებმაც ლოკაუტის პერიოდში ჩინეთში თამაში გადაწყვიტეს, აშშ-ში 2012 წლის მარტამდე ვერ დაბრუნდებიან
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ის ვარსკვლავები, რომლებმაც ლოკაუტის პერიოდში ჩინეთში თამაში გადაწყვიტეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2012 წლის მარტამდე ვერ დაბრუნდებიან, - წერს ამერიკული პრესა.

შეგახსენებთ, რომ NBA-დან ჩინურ კლუბებში თამაშობენ: ჯეი არ სმიტი, კენიონ მარტინი, უილსონ ჩენდლერი და აარონ ბრუქსი.

ჩინური კლუბების მფლობელებმა ულტიმატუმი წაუყენეს მოთამაშეებს: მათ შეუძლიათ დარჩნენ 2012 წლის მარტამდე, ითამაშონ და ხელფასი მიიღონ, ან უარი თქვან მატჩებში მონაწილეობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯამაგირის გარეშე დარჩებიან და მარტამდე მაინც ვერ შეძლებენ NBA-ში დაბრუნებას.

ამგვარი პრობლემები არ აქვთ ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებს. მათ კონტრაქტებში მითითებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლოკაუტის დასრულებისთანავე შეეძლოთ ევროპის დატოვება და მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დაბრუნება.

აი, იმ კალათბურთელების სია, რომლებიც ვალდებულნი არიან უახლოეს პერიოდში NBA-ში თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ:

ნიკოლა ბატუმი (ნანსი-პორტლენდი)

დანილო გალინარი (მილანი-დენვერი)

დენი გრინი (ოლიმპია-სან ანტონიო)

სერჟ იბაკა (რეალი-ოკლაჰომა)

ერსან ილიასოვა (ეფესი-მილუოკი)

ტაი ლოუსონი (ჟალგირისი-დენვერი)

ტიმოფეი მოზგოვი (ხიმკი-დენვერი)

ზაზა ფაჩულია (გალათასარაი-ატლანტა)

ნიკოლა პეკოვიჩი (პარტიზანი-მინესოტა)

კევინ სერაფინი (კახა ლაბორალი-ვაშინგტონი)

ტიაგო სპლიტერი (ვალენსია-სან ანტონიო)

დერონ უილიამსი (ბეშიქთაში-ნიუ ჯერსი)

ჯორდან ფარმარი (მაკაბი-ნიუ ჯერსი)

სემიჰ ერდენი (ბეშიქთაში-კლივლენდი)

როგორც თურქული პრესა წერს, თურქეთის "ბეშიქთაში" აპირებს ხმარებიდან ამოიღოს დერონ უილიამსის სათამაშო ნომერი.

"ნიუ ჯერსის" ამერიკელი გამთამაშებელი თურქულ კლუბში ლოკაუტის პერიოდში თამაშობდა და ამ მოკლე ხანში "ბეშიქთაშის" ფანების კერპად იქცა. ახლა კი დერონს ამერიკაში დაბრუნება მოუწევს.

უილიამსი ევროჩელენჯის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. ამ ტურში ის FIBA-ევროპას ისტორიაში მეცხრე კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში 50 ქულა დააგროვა.

დერონის საშუალო მაჩვენებლები თურქეთის ჩემპიონატში 19.7 ქულას, 6.4 შედეგიან გადაცემასა და 3.2 მოხსნას შეადგენდა, ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე - 24.6 ქულას, 6.0 პასსა და 2.4 მოხსნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა