ივ როსი პირველია, ვინც რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი თვითნაკეთი საფრენი აპარატით რეაქტიულ თვითმფრინავებს შეეჯიბრა
უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ შვეიცარიის მოქალაქეები. 52 წლის თავზეხელაღებული მფრინავი ივ "ჯეტმენ" როსი პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, ვინც რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი თვითნაკეთი საფრენი აპარატით რეაქტიულ თვითმფრინავებს შეეჯიბრა.

ივ როსი აქამდე ცნობილი იყო იმით, რომ თავისი გამოგონების წყალობით მოკლე მანძილი გაიარა - კერძოდ, დიდ კანიონს შემოუფრინა. ახლა კი შვეიცარიელმა გადაწყვიტა უფრო სერიოზული გამოცდა მოეწყო თავისი საფრენი აპარატისთვის და შვეიცარიის ალპების თავზე ეფრინა, თანაც გვერდით ორი რეაქტიული თვითმფრნავი "ალბატროსი" ამოიყენა.

ივ როსის გამოგონება ორი მყარი ფრთისგან შედგება. ის აღჭურვილია ოთხი რეაქტიული ძრავით, ხოლო ფრენის ტრაექტორია და სიმაღლე მხოლოდ პილოტის სხეულით რეგულირდება.

როსიმ ვერტმფრენის დახმარებით სტარტი ქალაქ სიონის გარეუბნიდან აიღო. მას რადიოთი ჰქონდა კავშირი რეაქტიული თვიმფრინავების პილოტებთან, რომლებიც თავზეხელაღებულ ექსტრემალს რამდენიმე წუთის შემდეგ შეუერთდნენ.

ივ როსის ჩანაფიქრით, მას და ორ თვითმფრინავს რამდენიმე წუთი სინქრონულად უნდა ეფრინათ. მაგრამ "ალბატროსები" ძლიერ სიმხურვალესა და ჰაერის ძლიერ ნაკადს აფრქვევდნენ, ამიტომაც როსი ზურგიდან ვერ მიუახლოვდა თვითმფრინავებს. ამიტომაც მოუწია გრძელი ვირაჟის შესრულება და მათთან მარჯვნიდან მისვლა.

ბუნებრივია, შვეიცარიელის საფრენი აპარატისა და თვითმფრინავების სიჩქარეებს შორის დიდი სხვაობა იყო და სინქრონის დასაცავად პილოტებს სიჩქარის მინიმუმამდე დაგდება მოუწიათ.

ოპტიმალური სიჩქარის მონახვის შემდეგ როსი ორ თვითმფრინავს შორის მოექცა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მათთან ერთად დედამიწიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე იფრინა.

მისიის შესრულების შემდეგ როსიმ ძრავები გამორთო და პარაშუტის დახმარებით უვნებელი დაეშვა მიწაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა