ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებისთვის თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა უკვე დაასახელა. ნაკრებში გამოძახებულთა შორისაა...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებისთვის თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა უკვე დაასახელა. ნაკრებში გამოძახებულთა შორისაა ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სირაძეც, რომელიც 14 აგვისტოს ნოვოსიბირსკის "სიბირთან" მოგებულ მატჩში (4:2) 76-ე წუთზე დაშავდა. მას მერე ნალჩიკელებმა ერთი თამაში ჩაატარეს ("როსტოვთან" სტუმრად 1:1), მაგრამ ამ შეხვედრაში სირაძეს არა თუ არ უთამაშია, 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, სირაძე ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ბუნებრივია, დავინტერესდით ნაკრების ფორვარდის მდგომარეობით და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს დავუკავშირდით.

"სირაძის საკითხი უკვე გარკვეულია და შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო არაფერია. ტრავმის შემდეგ ის სარეაბილიტაციო კურსს გადის და ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უფრო მეტიც, ის ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს და ჩვენი ინფორმაციით კლუბში უახლოეს მატჩში შეეძლება თამაში. შესაბამისად, სირაძე ეროვნულ ნაკრებს სექტემბრის თამაშებშიც არ დააკლდება", - უთხრა ჩხეიძემ "ლელოს".

სირაძისა და გოგიტა გოგუას ნალჩიკის "სპარტაკი" რუსული პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფ მოსკოვის ცსკა-ს. ჩვენებურთა გუნდი უახლოეს მატჩს შაბათს, 28 აგვისტოს ლაშა სალუქვაძის ყაზანის "რუბინთან" შინ ჩაატარებს.

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო