საინტერესო ფაქტთან გვაქვს საქმე - "არმიაში" ახალი ლეგიონერის დამატებას უცხოური საიტებიდან ვიგებთ
საინტერესო ფაქტთან გვაქვს საქმე - "არმიაში" ახალი ლეგიონერის დამატებას უცხოური საიტებიდან ვიგებთ.

გუშინ კიდევ ერთი ასეთი სიახლე წავიკითხეთ ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე. არმიელთა განაცხადში ახლადდამატებული კლიფტონ ჰოუკინსის გვერდით (რომელზეც გუშინ გელაპარაკეთ) კიდევ ერთი უცნობი გვარია - მეტიუ ფრეიე.

ჯერ უკეთ გავიცნოთ მეტიუ და შემდეგ ვთქვათ, რამდენად საჭიროა "არმიასთვის". 208 სმ სიმაღლის ცენტრს, როგორც ჩანს ძალიან უყვარს მოგზაურობა - 2004 წლის შემდეგ ზედიზედ ორ სეზონში ერთ გუნდში არ უთამაშია. ურუგვაი, ლიბანი, პუერტო რიკო, აშშ, გერმანია, ჩინეთი... ამ ვრცელ სიაში ფრეიემ წითელი კალმით საქართველოც აღნიშნა - 2010-11 წლების სეზონში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. ხაზი უნდა გაესვას მეტის სწრაფვას პუერტო რიკოსადმი, სადაც სხვადასხვა დროს ექვსჯერ მიბრუნდა.

იგი, როგორც პერსპექტიული ცენტრი 2004 წლის დრაფტზე "მაიამიმ" 53-ე ნომრად აირჩია. სწორედ იმ წელს ვლადიმერ სტეფანიამ "მაიამიდან" "პორტლენდს" მიაშურა და მისი 50-ნომრიანი მაისური სწორედ ფრეიემ მოირგო. თუმცა, მაიამელებმა საზაფხულო ლიგის შემდეგ ტანმაღალი ამერიკელი "ნიუ ორლეანს" დაუთმეს.

მეტიუ ფრეიემ ორლეანელთა მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 19.2 წუთში 4.0 ქულას, 2.7 მოხსნასა და 0.9 პასს აგროვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ 11 მატჩი სასტარტო ხუთეულში ჩაატარა, ფრეიემ ამერიკა დატოვა და ერთი წლით პუერტო რიკოში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა იქ დიდი ხნით არ დარჩენილა - 2006-07 წლების სეზონში ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" მიიწვია და NBA-ს სეზონის სტარტზე 19 მატჩი ჩაატარა. ეს ის დრო იყო, ზაზა საშუალოდ 12 ქულასა და 8 მოხსნას რომ აგროვებდა.

სათადარიგოთა სკამიდან ქართველის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელობამ უკრაინელი სტანისლავ მედვედენკოს დამატება განიზრახა და ფრეიეს დაემშვიდობა. "ჰოქსში" მეტმა 19 შეხვედრა გამართა, საშუალოდ 7.7 წუთში 2.1 ქულასა და 1.3 მოხსნას ითვლიდა.

ამის შემდეგ ფრეიე აშშ-ში აღარ დაბრუნებულა, მოიარა აზია, ევროპა, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა. 2009 წელს იგი ლიბანში მოხვდა, სადაც "ბეირუთის" ღირსებას იცავდა და იმავე წელს ლიბანის ნაკრებში მიიპატიჟეს. კედრების ქვეყნის ღირსება მეტიუ ფრეიემ 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვა (6.8 ქულა, 3.8 მოხსნა).

ამერიკელი ფორვარდი არმიელებს საქართველოს ჩემპიონატშიც დაეხმარება და მომდევნო სამშაბათს "ბეშიქთაშთან" გასამართ მატჩშიც.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი დამატება აუცილებელი იყო, რათა მძიმე ფორვარდ უილიამ ტომასს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

თავად განსაჯეთ: ტომასმა "გოტინგენთან" და "ბეშიქთაშთან" შეუცვლელად ითამაშა, ხოლო "ლეიდენთან" მხოლოდ 3 წუთი დაისვენა.

ფრეიეს სამქულიანების სროლაც ეხერხება და სიმაღლის გათვალისწინებით რიგ ეპიზოდებში არც ცენტრის ფუნქციების შესრულება უნდა გაუჭირდეს. ასე, რომ მისი დამატებით მწვრთნელ კოტე ტუღუშს წინა ხაზში ვარირების კარგი შესაძლებლობა მიეცემა.

მეტიუ ფრეიე

აშშ/ლიბანი

დაიბადა: 02.10.1981

სიმაღლე: 208 სმ.

წონა: 109 კგ

ამპლუა: ფორვარდი/ცენტრი

კარიერა

200-04 ვანდერბიტი (NCAA)

2004 NBA-ს დრაფტზე "მაიამიმ" აირჩია და "ნიუ ორლეანს" დაუთმო

2004-05 ნიუ ორლეანი (NBA)

2005 აიდაჰო (აშშ)

2006 გაიამა ვიზარდსი (პუერტო რიკო)

2006-07 ატლანტა (NBA)

2007 გაიამა ვიზარდსი (პუერტო რიკო)

2007 არტლანდი (გერმაია)

2008 გაიამა ვიზარდსი (პუერტო რიკო)

2008 პონს ლაიონსი (პუერტო რიკო)

2009 ფუჯიან ქსინქსინგი (ჩინეთი)

2009 კრეოლესი (პუერტო რიკო)

2009-10 ბეირუთი (ლიბანი)

2010 გუაინაბო (პუერტო რიკო)

2011 ჰებრაიკა მაქაბი (ურუგვაი)

2011 არმია (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mircho
რა არ უთამაშია, ითამაშა 8 წუთი, და 2 სამიანი და 2 ორიანი ააცია, 0 ქულა
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა