გუშინ საქართველოს თასის გათამაშება მეთექვსმეტედფინალური მატჩებით დაიწყო. შეგახსენებთ, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გამარჯვებულის ვინაობა ერთი შეხვედრით ირკვევა, რამაც გუშინდელ დაპირისპირებებს მნიშვნელობა შეჰმატა...

გუშინ საქართველოს თასის გათამაშება მეთექვსმეტედფინალური მატჩებით დაიწყო. შეგახსენებთ, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გამარჯვებულის ვინაობა ერთი შეხვედრით ირკვევა, რამაც გუშინდელ დაპირისპირებებს მნიშვნელობა შეჰმატა. უმაღლესლიგელებმა და პირველი ლიგის ფავორიტებმა სტუმრად ითამაშეს, მაგრამ მათმა მეტოქეებმა ამით ვერ ისარგებლეს და გუშინ გამართულ შვიდივე მატჩში მასპინძლებმა მარცხი იწვნიეს. ამ ეტაპზე შეხვედრები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონებად გაიყო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროთასების მონაწილე ოთხი ქართული კლუბი (ოლიმპი, ვიტ ჯორჯია, დინამო, ზესტაფონი) საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალისგან თავისუფლები არიან და ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან. მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დღეს ხუთი მატჩით დასრულდება.

იმერეთი-ბაია 0:1

გოლი: 0:1 შ. ლომია (21. პენ.)

ხონის "იმერეთის" ხელმმძღვანელობის თხოვნითა და პროფესიული ფეხბურთის ლიგისა და "ბაიას" ნებართვით, მატჩი არა ხონში, არამედ ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე ჩატარდა. ამის მიზეზი ხონის სტადიონის არასახარბიელო მდგომარეობა იყო. "იმერეთმა" უმაღლესლიგელ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. "ბაიას" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა და გუნდის თამაშის ხარისხითა და შემართებით უკმაყოფილო დარჩა - როგორც ჩანს, "ბაიას" ფეხბურთელებმა იფიქრეს, რომ იმერულ ბარიერს იოლად გადალახავდნენ. საბოლოოდ, ზუგდიდელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. "ბაიას" დაუბრუნდა გამოცდილი როინ ონიანი, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში გაძევების გამო დისკვალიფიცია მოიხადა.

მერცხალი-ტორპედო 0:4

გოლები: 0:1 გ. დათუნაიშვილი (48), 0:2 ჩიკვილაძე (61), 0:3 ცნობილაძე (72), 0:4 თარხნიშვილი (86)

"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ იმ შემადგენლობაში, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატის საწყის ტურებში ენდო, მხოლოდ მინიმალური ცვლილებები განახორციელა. ოზურგეთში ქუთაისელებმა თავიდანვე კი მიაღწიეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ პირველ ტაიმში რამდენიმე ხელსაყრელი საგოლე შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარში კი "ტორპედომ" მაინც შეძლო მოწინააღმდეგის გატეხვა და დამაჯერებლად გამარჯვება.

ზოოვეტი-სიონი 0:2

გოლები: 0:1 ლ. ნოზაძე (18), 0:2 ვ. უგრეხელიძე (40)

"სიონმა" საქმეს თავიდანვე ენერგიულად მოჰკიდა ხელი და საკუთარი უპირატესობის დამტკიცება არ გასჭირვებია. "ზოოვეტმა" ბოლნისურ გუნდს მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწია და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია, მაგრამ კლასთა შორის სხვაობამ მაინც თავისი გაიტანა და მერვედფინალის საგზური "სიონმა" მოიპოვა. ბოლნისელებმა ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშეს.

სამგურალი-მერანი (მ) 0:2

გოლები: 0:1 მაუგნინი (41), 0:2 ლ. კუჭუხიძე (78)

მარტვილის "მერანმა", რომელმაც საქართველოს თასის წინა გათამაშებაში ნახევარფინალამდე მიაღწია, წლევანდელი ტურნირის პირველი ეტაპი უპრობლემოდ დაძლია. როგორც ხედავთ, "მერანის" გამარჯვებას სათავე ლეგიონერმა დაუდო – პირველი გოლი კოტდივუარელი ტაპე მაუგნინის ანგარიშზეა.

ჭიათურა-სამტრედია 1:6

გუშინ ყველაზე სოლიდურად "სამტრედიამ" გაიმარჯვა. იმერულ დერბიში გელა სანაიას გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშეც კი შეძლო მეტოქის განადგურება. სამტრედიელთა შემადგენლობიდან დუბლი შეასრულეს ჩომახიძემ და კაკალაძემ, თითო გოლი კი ტყემალაძემ და ბაკურაძემ გაიტანეს. აღშანიშნავია, რომ "ჭიათურა" "სამტრედიას" თავიდან დიდ წინააღმდეგობას უწევდა და ანგარიშიც გაუთანაბრა, მასპინძელთა ასეთი მარცხი კი იმანაც განაპირობა, რომ თამაშის მსვლელობისას "ჭიათურას" ორი ფეხბურთელი გაუძევეს.

ნორჩი დინამოელი-გაგრა 1:3

მეტოქეთა დონეებს შორის სხვაობა აქაც ნათელი იყო. "გაგრა" კვანტალიანისა და უკრაინელი ლეგიონერის, ოდინსკის გოლებით დაწინაურდა, თუმდა პირველი ტაიმის მიწურულს "ნორჩმა დინამოელმა" ერთი ბურთი გაქვითა და გამარჯვების შანსი შეინარჩუნა. შეხვედრის მეორე ნახევარში "გაგრამ" მოწინააღმდეგეს გასაქანი აღარ მისცა და ოვონიკოკოს გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორი-ლოკომოტივი 0:0 (პ. 3:4)

გორში გამართული მატჩის ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თერთმეტმეტრიანის სერიაში კი უფრო ზუსტნი უმაღლესიდან პირველ ლიგაში დაქვეითებული "ლოკომოტივის" ფეხბურთელები აღმოჩდნენ.

დღეს, 16:30

ადელი (ბ)-კოლხეთი (ფ)

სქური-გურია

მეშახტე-ჩიხურა

კოლხეთი (ხ)-ბათუმი

ივერია-სპარტაკი (ცხ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა