მართალია, ბოლო დროს თბილისში მომრავლდა საცურაო აუზები, მაგრამ სპორტული ჯგუფები ახლა იკრებენ ძალებს
უკვე ვწერდით, რომ "ოლიმპიკის" აუზში ვეტერანი მოცურავის დავით გაჩეჩილაძის სახელობის თასი გათამაშდა, რომელშიც თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, საჩხერისა და ჭორვილას წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

- გულსატკენია, რომ შეჯიბრებაში ქუთაისისა და ბათუმის წარმომადგენლებმა ვერ იასპარეზეს, თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც ამ ქალაქებში აუზები ამუშავდა, ამიტომ მათ არ ჰყავთ ისეთი სპორტსმენები, რომლებიც თუნდაც ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტურნირებში გამოვლენ, - გვითხრა საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხომასურიძემ. - არადა, წლების განმავლობაში ამ ქალაქებიდან ქვეყნის ნაკრები ღირსეულ შევსებას იღებდა.

მართალია, ბოლო დროს თბილისში მომრავლდა საცურაო აუზები, მაგრამ სპორტული ჯგუფები ახლა იკრებენ ძალებს, ამიტომ მათ შეჯიბრებებზე კონკურენტუნარიანი სპორტსმენების გამოყვანას ჯერ ვერც მოვთხოვთ.

სამაგიეროდ, ამ ტურნირზე უწინდებურად იყოჩაღეს "ლაგუნა ვერეს" წარმომადგენლებმა. ურიგო შედეგები არ ჰქონიათ, მაგრამ მეტს ველით სპორტკლუბ "ტონუსის" მოცურავეებისა და დიღმელებისგან. მით უმეტეს ახლა, რადგან 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის აქედანვე უნდა მოვემზადოთ, რათა სტუმრებს კონკურენტუნარიანი გუნდით დავხვდეთ.

სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და თბილისის მერია დახმარებას გვპირდება. სახელმწიფო, ალბათ, ყველაფერს ვერ გასწვდება, ამიტომ დამატებითი სახსრები უნდა მოვიძიოთ. ხშირი სტარტებია საჭირო როგორიც შინ, ისე უცხოეთში.

უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც რამდენიმე თვეა, კოლეგების დახმარებით ვცდილობ. უპირველესად, კონტაქტების გაფართოებას ვაქცევ ურადღებას.

უკვე დავუკავშირდი ყოფილ მოცურავეებს, რომლებიც ბიზნესში მოღვაწეობენ. ერთ-ერთი პირველი დავით გაჩეჩილაძე გამოგვეხმაურა, რომელმაც შესანიშნავი შეჯიბრება დაგვიფინანსა. ახალი სეზონისთვის სექტემბრიდან დავიწყეთ მზადება, თუმცა მარტო წვრთნით შორს ვერ წავალთ. სპორტსმენებს სტარტები სჭირდებათ.

წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები - ირაკლი რევიშვილი და ირაკლი ბოლქვაძე, თურქეთში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ნახევარფინალისტი თემურ კობახიძე, ასევე, დავით სიხარულიძე და გიგი მთვრალაშვილი ლონდონის ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად მოსინჯავენ ძალებს - რამდენიმე სალიცენზიო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

თურქეთში კოლეგებს შევეხმიანე. ისინი საწვრთნელ შეკრებაზე გვეპატიჟებიან თავიანთი ხარჯებით, მხოლოდ გზის ფული იქნება ჩვენი. ეს შეკრება, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში მოეწყობა და მხოლოდ ის მოცურავეები გაემგზავრებიან, რომლებსაც ლონდონის საგზურების მოპოვების შანსი აქვთ. გაცვლითი პროგრამა დავგეგმეთ ესპანელ მოცურავეებთან - პირენელეები ზამთარში გვეწვევიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე, მაისში კი ჩვენ გავემგზავრებით ესპანეთში. საგულისხმოა, რომ შევიგულეთ სპონსორი, რომელიც ჩვენს მოცურავეებს სამ საშინაო შეჯიბრებას და ამდენივე საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებას დაუფინანსებს.

მართალია, წლეულს ჩვენი მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით საერთაშორისო სემინარი მოვაწყვეთ, მაგრამ კვალიფიკაციის ასამაღლებლად კიდევ ბევრის გაკეთება გვმართებს, რის აუცილებლობაშიც დავით გაჩეჩილაძის სახელობის თასის გათამაშებამაც დაგვარწმუნა. გიორგი აბზიანიძე ამას წინათ ოთხკვირიან სწავლებაზე იმყოფებოდა ამერიკაში და იქიდან საინტერესო მასალებით დაბრუნდა. იგი ინფორმაციას სხვა მწვრთნელებსაც გაუზიარებს. ვეცდებით, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი არ შევანელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა