ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რატი წინამძღვრიშვილი: ნეტავ ვითამაშო და კიდევ ბევრს გავიტან

რატი წინამძღვრიშვილი: ნეტავ ვითამაშო და კიდევ ბევრს გავიტან

წარუმატებელი სტარტის, თბილისში, "დინამოსთან" მატჩის შემდეგ, "ზესტაფონმა" შინ დიდი ანგარიშით მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდმა ცხინვალის "სპარტაკი" "დავით აბაშიძეზე" 4:0 დაამარცხა...

წარუმატებელი სტარტის, თბილისში, "დინამოსთან" მატჩის შემდეგ, "ზესტაფონმა" შინ დიდი ანგარიშით მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდმა ცხინვალის "სპარტაკი" "დავით აბაშიძეზე" 4:0 დაამარცხა. გატანილი ოთხი გოლიდან ნახევარი იმერელთა გუნდის ფორვარდ რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი სწორედ რატის ეკუთვნის. ეროვნულ ჩემპიონატში, ბოლოს რატის გასულ სეზონში, "ვიტ ჯორჯიასთან" 5 მაისის მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. ვეტერინარებმა ის შეხვედრა 1:0 მოიგეს, წინამძღვრიშვილი კი 43-ე წუთზე დაშავდა, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ნიკოლოზ გელაშვილმა შეცვალა.

ახლა, როცა რატი დუბლით დაბრუნდა ჩემპიონატში, ყველას იმედი მიეცა, რომ წინამძღვრიშვილი ჩვეულ ფორმას მალე აღიდგენს. ბევრს აინტერესებს, როდის ვიხილავთ იმ დონეზე მოთამაშე რატის, რომელიც თბილისის "ამერიდან" და ახალგაზრდული ნაკრებიდან გვახსოვს. წინამძღვრიშვილს სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- რატი, საუბარი ცხინვალის "სპარტაკთან" განვლილი მატჩით დავიწყოთ...

- სამწუხაროდ, თბილისში, "დინამოსთან" ჩატარებულ მატჩში ჩვენთვის დამახასიათებელი თამაში ვერ ვაჩვენეთ და დავმარცხდით, მაგრამ "სპარტაკთან" ჩვეულად ვითამაშეთ და 4:0 მოვიგეთ. თბილისში წაგების შემდეგ, შეიძლება ზოგმა ჩათვალა, რომ მცირე ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ეს რომ ასე არ იყო, "სპარტაკთან" კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ.

- ცხინვალელთა წინააღმდეგ ბოლო 30 წუთი ითამაშეთ და ორი ბურთის გასატანად ეს დრო იკმარეთ. გოლებს როგორ იხსენებთ?

- პირველი ბურთი მოედანზე შესვლიდან 7 წუთში, ფეხით გავიტანე. სტუმართა მეკარე სოსო გრიშიკაშვილმა კარგად ვერ მოიგერია ბურთი, ყველას დავასწარი და ანგარიში ორამდე გავზარდე. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, ფლანგიდან კახა ალადაშვილის მაღალი ჩაწოდებისას თავურით შევაგდე ბურთი კარის ბადეში.

- მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი თქვენს ანგარიშზეა. ერთი მატჩი და ორი გოლი, ახალ ჩემპიონატში ჩინებული მონაგარი გაქვთ...

- ბედნიერი ვარ, სხვა რა მეთქმის... ერთსაც აღვნიშნავდი, ამ გოლების შემდეგ უფრო ვირწმუნე საკუთარი თავის და მომდევნო მატჩებში უკეთ ავთამაშდები. ასე რომ, მთავარია, თამაშმა მომიწიოს და კიდევ ბევრ გოლს გავიტან.

- ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს, გასულ სეზონში, 5 მაისს, 'ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში ითამაშეთ...

- დიახ, ახლაც კარგად მახსოვს ის თამაში. პირველი ტაიმი ვერ ჩავამთავრე, ხელი ამომივარდა და სამწუხაროდ, ოპერაციას ვერ ავცდი. ამ ტრავმის გამო ბევრი გამიცდა. მთავარია, ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე.

- ახლა როგორ ფორმაში ხართ?

- იდეალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ აქამდე დიდი დროც არ მჭირდება. ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე. "ზესტაფონში" ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი გვყავს, კარგი სპეციალისტია, ხორვატი ივო კატუშიჩი. მან ძალიან კარგად მომამზადა. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა მჭირდება და უკვე ჩვეულ კონდიციაში ვიქნები.

- მაინც რამდენ ხანში ვიხილავთ იმ რატი წინამძღვრიშვილს, რომელიც თბილისის "ამერიდან" და ახალგაზრდული ნაკრებიდან გვახსოვს?

- გადაჭრით ვერაფერს გეტყვით... მოდით, ასე გიპასუხებთ, რამდენიმე მატჩში მინდა ვითამაშო და ისევ ძველებურად მოთამაშე რატის იხილავს გულშემატკივარი.

- ეროვნულ ჩემპიონატამდე, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლვოვის "კარპატისთან" საშინაო მატჩში ითამაშეთ...

- დიახ, იმ შეხვედრაშიც ბოლო ნახევარი საათით მომიწია თამაშმა. ალბათ ჩვენი გუნდის შეტევებს მცირედით მაინც შევმატე სიმწვავე, მაგრამ... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვინდოდა გოლის გატანა, ეს ვერ შევძელით. შეიძლებოდა, "კარპატის" ბარიერის გადალახვა, მაგრამ არ გაგვიმართლა და ეს ვერ მოვახერხეთ.

- ამ სეზონში ჩატარებულ ორივე ამ შეხვედრაში ნიკოლოზ გელაშვითან ერთად ქმნიდით თავდასხმაში ტანდემს. მასთან კარგად ხართ შეთამაშებული?

- დიახ, მე და ნიკა უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს და მეტოქეებს უჭირს ჩვენს დუეტთან გამკლავება.

- ჯაბა დვალთან ტანდემშიც გიწევთ თამაში?

- დიახ, ეგრეა და იგივე შემიძლია გითხრათ ჯაბაზეც. მასთანაც კარგად ვარ შეთამაშებული და ჩვენი დუეტიც დიდი პრობლემაა მოწინააღმდეგე გუნდებისთვის.

- "ზესტაფონში" ახლა უკეთესი გუნდია თუ წინა სეზონში?

- ალადაშვილის, ფიფიასა და ბაბუნაშვილის შემატებით, დიდი ძალა დაგვემატა. შედარება გამიჭირდება, მაგრამ გასულ სეზონზე უკეთესი თუ არა, ნაკლები შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს.

- ... და ჩემპიონობისთვის ამ შემადგენლობით იბრძოლებთ?

- შესაძლოა ზამთრის აუზისას კიდევ გავძლიერდეთ. ეს ჩემი საქმე არაა, ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. მთავარია, ჩვენ ისევ მაღალი მიზნებისთვის, ჩემპიონობისა და თასის მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ.

- ბევრი თვლის, რომ ახლა თქვენი დროა, ანუ...

- მაისში ჩემპიონობას ვიზეიმებთ? ძალიან გვინდა და ღმერთის მადლით, იმედია, ასეც იქნება.

- კვირას, 29 აგვისტოს მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპთან" შინ ითამაშებთ...

- კი, კიდევ ერთი რთული მატჩი გველის, მაგრამ მასპინძლები ვართ და გულშემატკივარი უნდა გავახაროთ. ეს თამაში უნდა მოვიგოთ.

- გასული სეზონის შემდეგ, რუსთავის "ოლიმპიც" გვარიანად შეიცვალა. მეტოქეზე რა გვეტყოდით?

- დიახ, "ოლიმპს" თითქმის მთლიანად ახალი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლაც კარგი გუნდია. რუსთაველებმა შინ "დინამო" დაამარცხეს, ეს კი იოლი საქმე არ არის. ჩვენი გუნდის ძლიერებისა მჯერა და ვფიქრობ ამ თამაშს მოვიგებთ.

- დაბოლოს, ახალგაზრდულ ნაკრებში კვლავ გიწევთ თამაში. ხომ ასეა?

- მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ მაქვს უფლება 21-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშო. თუმცა ტრავმის გამო ბევრი გამიცდა, უკვე მწყობრში ვარ. იმედი მაქვს, კლუბში სათამაშო პრაქტიკა მექნება და თუ მოვასწარი ახალგაზრდულშიც დავბრუნდები.

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

WU17 | საქართველო 2:3 უელსი

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა

რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა

ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა

ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა

ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!

პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს

სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია

15-ქალას ელიტური მეტოქე