“მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრუინი და მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი პირ-ანდრე ჟინიაკს შეხვდნენ და ფეხბურთელსა და კლუბის ადმინისტრაციას შორის გართულებული ურთიერთობები განიხილეს
გუშინ დილას “მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრუინი და მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი პირ-ანდრე ჟინიაკს შეხვდნენ. მათ ფეხბურთელსა და კლუბის ადმინისტრაციას შორის გართულებული ურთიერთობები განიხილეს, რის გამოც დეშამის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით თავდამსხმელი რამდენიმე დღით დუბლებში იყო გადაყვანილი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პიერ-ანდრეს ისევ მიეცემა ძირითად გუნდთან ვარჯიშის უფლება. სამაგიეროდ მას მთელ გუნდს საკუთარი საქციელის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს. ლაბრუინის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სურვილი, “მარსელის” მთელი შემადგენლობა ისევ ერთ მუშტად შეიკრას და დასახული მიზნებისთვის ბრძოლა განაგრძოს. დეშამმა კი დასძინა, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” გამარჯვებამ მას ისევ ჩაუსახა იმედი, რომ მისი გუნდი ისევ მოახერხებს საჩემპიონო მარათონში ჩაბმას და ამ საქმეში მას ფეხბურთელის იმედი აქვს.

“ეკიპი” ორ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს “სენტ ეტიენთან” დაკავშირებით. პირველი უშუალოდ გუნდის შიგნით მომხდარ ცვლილებას ეხება, მეორე - “მწვანეებთან” დაკავშირებულ პერსპექტივას. კლუბმა 2013 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი სათადარიგო მეკარეს, 34 წლის ჟერემი ჟანოს. ჟერემის მთელი კარიერა “სენტ ეტიენში” აქვს გატარებული. კლუბში ის 1996 წლიდან ირიცხება და სულ ჩემპიონატის 328 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჟანო შარშანაც სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ მას მერე, რაც გუნდმა “მონაკოდან” სტეფან რუფიე გადაიბირა, მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. გოლკიპერს მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის და თასის თამაშებში ჯერ ერთი წუთიც არ მისცემია თავის გამოჩენის შანსი. მიუხედავად ამისა, ის კარიერის დასრულებას სწორედ საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთა რიგებში აპირებს.

“მონაკოს”, “ლიონის”, “მარსელისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სონი ანდერსონმა აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ (2006 წელს) მწვრთნელის პროფესიული ლიცენზია მოიპოვა. მისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯები წარუმატებელი აღმოჩნდა. 2011 წელს ის “ქსამაქსში” სამუშაოდ სკანდალისტმა ბულატ ჩაგაევმა მიიწვია და ორიოდე კვირაში გაათავისუფლა. “ეკიპთან” ინტერვიუში ანდერსონმა განაცხადა, რომ მას კარიერის განახლების მშვენიერი შანსი მიეცა - ბრაზილიელი სპეციალისტით ანგოლის ნაკრები და “სენტ ეტიენი” დაინტერესდნენ.

“მწვანეებს” ამჟამად კრისტოფ გალტიე უდგას სათავეში, მაგრამ პრეზიდენტი როლან რომეიე მისი მუშაობით უკმაყოფილოა. “აფრიკელებთან მოლაპარაკებას ახლაც ვაგრძელებ. ისინი გუნდის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მომზადებას მთხოვენ. თანამშრომლობა შემომთავაზა “სენტ ეტიენმაც”, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც “ლიონში” ვთამაშობდი (ამ ორ კლუბს ერთმანეთთან საშინელი ურთიერთობა აქვს. რედ), ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პროფესიონალი ვარ და სადაც დამიძახებენ იქ ვიმუშავებ,” - აცხადებს ბრაზილიელი.

“ლილს” ლიგა 1-ის 2010/11 წლების გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის, 25 წლის მუსა სოვის შენარჩუნება სურს. ფეხბურთელს კონტრაქტი ჩრდილოელებთან 2013 წელს ეწურება. “ძაღლები” სენეგალელს ახალ 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ. ფეხბურთელი ხელმოწერას კარგა ხანს აჭიანურებდა, ახლა კი განაცხადა, მოლაპარაკება ჩიხში შევიდაო. როგორც ჩანს, მისი აგენტი პარალელურად ინგლისურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რადგან მუსა თავად ამბობს, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს.

“კლუბზე ზეწოლის მოხდენას სულაც არ ვცდილობ. ტყუილია, თითქოს “ლილისგან” ძალიან დიდ ხელფასს ვითხოვ. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და გარანტიას გაძლევთ, რომ ზამთარში არსად წასვლას არ დავაპირებ. აი, ზაფხულზე კი სხვა საკითხია...

ინგლისში თამაში ჩემი ოცნებაა. პრემიერლიგის მატჩებს გულდაწყვეტილი ვადევნებ ხოლმე თვალს და ვფიქრობ, აი, ადგილი, სადაც თამაში მინდა თქო. იქ მოხვედრა იმიტომაც მსურს, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. ყველაზე მეტად იქაური ატმოსფერო მიყვარს. კონკრეტულად სად მინდა? “არსენალში”, რადგან დიდი კლუბია. ვნახოთ რა მოხდება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია,” - განაცხადა სოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა