ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელს ედუარდო და სილვას მეორე სამშობლოში სერიოზული პრობლემები შეექმნა
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელს ედუარდო და სილვას მეორე სამშობლოში სერიოზული პრობლემები შეექმნა. სასამართლო აღმასრულებლებმა ზაგრებში მის საცხოვრებელ სახლსა და მანქანას ყადაღა დაადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მათ ვეღარ განკარგავს.

გაყინულია ასევე მისი ანგარიშები, რომელიც ფეხბურთელს ხორვატულ ბანკებში ჰქონდა. მიზეზი კი ის არის, რომ “შახტარის” ფეხბურთელს ზაგრების “დინამოს” წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება არ უნდა.

ედუარდოს “დინამოს” პრეზიდენტი ზდრავკო მამიჩი უჩივის. ბრაზილიელი ხორვატულ კლუბში 1997/2007 წლებში თამაშობდა. მხარეებს შორის 2001 წელს დაიდო კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, კლუბი ფეხბურთელის პროფესიულ განვითარებაში გარკვეული თანხების ჩადებას კისრულობდა. ფეხბურთელს მისი შემდგომი ტრანსფერებიდან თუ ხელფასებიდან “დინამოსთვის” 1 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.

სიმართლე რომ ვთქვათ, პირობები სტანდარტულია. მსგავსი ხელშეკრულება მრავალ პერსპექტიულ ფეხბურთელს აქვს გაფორმებული კლუბთან თუ აგენტთან. რითი ამართლებს ედუარდო საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობას? აღნიშნული კონფლიქტის დაწყებისთანავე ფეხბურთელმა განაცხადა, 2011 წელს ხორვატული ენა ცუდად ვიცოდი, ასე რომ ყოფილიყო “ამ მონურ პირობებზე” ხელს არ მოვაწერდიო.

როგორც ჩანს, ის თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. აი, რა წერია “დინამოსთან” მის კონტრაქტში:

“თუკი ნებისმიერი მიზეზით უცხოელი ფეხბურთელი უარს აცხადებს აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ქვემოთ ხელის მომწერები თანხმდებიან, რომ სპონსორს მიეცემა უფლება კანონის დაცვით განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი უფლებები მოთხოვნაზე, მათ შორის ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ”.

მარიო მამიჩის კანონიერ მოთხოვნას ფეხბურთელმა ყური არ ათხოვა. მამიჩი მთელი წელი კიდევ ელოდებოდა, რათა ედუარდო გონს მოგებოდა, მაგრამ რაკი საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაიძრა, ბიზნესმენმა სასამართლოს მიმართა, ვინც მისი მოთხოვნა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა. ახლა ფეხბურთელს წინ ხანგრლივი სასამართლო გარჩევები ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად