კვირას საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა რუსთავში გაიმართა - "ოლიმპი" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა. ვერ ვიტყვი, რომ...

კვირას საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა რუსთავში გაიმართა - "ოლიმპი" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა. ვერ ვიტყვი, რომ ევროპული დონის შეხვედრა ვიხილეთ-მეთქი, მაგრამ განათებულმა სტადიონმა, მაყურებელთა აქტიურობამ და მოთამაშეთა მონდომებამ მატჩი მაინც გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადა. მსგავსი თამაში ჩვენი ეროვნული პირველობის რეკლამადაც კი გამოდგებოდა, თუმცა... შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ტელევიზიით არ გადაიცა.

საქმე ისაა, რომ პროფლიგას, მედიაკომპანია "კოლხიდას", ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ჩემპიონატის ჩვენებით დაინტერესებულ ტელეკომპანიებს საკითხი დღემდე ვერ გაურკვევიათ. ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე და ცნობილი ტელეჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი გვესაუბრება ახალ პროექტზე, რომელიც უკვე სარგებლობს ფედერაციისა და პროფლიგის მხარდაჭერით და სხვა სასურველ გარემოებათა შემთხვევაში, შესაძლოა, მალე განხორციელდეს კიდეც...

- როგორც გავიგეთ, მალე ეროვნული პირველობის რეპორტაჟებსა და მიმოხილვას არა "პირველ არხი", არამედ ტელეკომპანია "მზე" გადასცემს...

- ეროვნული ჩემპიონატი გავა იმ არხზე, რომელიც ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესდება. თუმცა, რეალობიდან გამომდინარე, დღევანდელ ტელესივრცეში ყველაზე მეტი თავისუფალი დრო "მზეს" აქვს. ფორმატი კი, რომელიც ჩვენთვის მისაღებია და რომელიც ჩვენი აზრით დამატებით ინტერესსა და პოპულარობას მოუტანს ეროვნულ პირველობას, სწორედ მეტი საეთერო დროის დათმობას უკავშირდება. ამ ეტაპზე რთულია გადაჭრით იმის თქმა, თუ რომელ არხზე გაშუქდება ეროვნული პირველობა. თუმცა შემოთავაზებების განხილვისას ამ ფაქტორს განსაკუთრებული როლი მიენიჭება. რაც მთავარია - არსებობს ჩემპიონატის გაშუქების ვრცელი და მასშტაბური პროექტი, მაგრამ მასზე ლაპარაკი მხოლოდ იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა პროფლიგა და მედიაკომპანია "კოლხიდა" ურთიერთობებს გაარკვევენ. ეს რთული თემაა და მოლაპარაკება დღემდე გრძელდება.

- ახალ ტელეპროექტზე ვილაპარაკოთ...

- ეს ძალიან ამბიციური პროექტია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ მატჩების ჩვენება და ტურის მიმოხილვა ეროვნულ ჩემპიონატს პოპულარულს ვერ გახდის, გაცილებით მეტი გადაცემა და საეთერო დროა საჭირო. პროექტის თანახმად, მატჩამდე 40-წუთიანი გადაცემა გავა უშუალოდ სტადიონზე მოწყობილი მინი სტუდიიდან, სადაც წამყვანი და სტუმარი პირველობის კონკრეტული ტურს განიხილავენ, ტელემაყურებელი გუნდების წინასამატჩო მზადებაზე მომზადებულ სიუჟეტებსაც იხილავს, იქნება პირდაპირი ჩართვები სხვა ქალაქების სტადიონებიდან...

მერე იქნება რეპორტაჟი, შესვენებაზე ფეხბურთელების ბლიცინტერვიუები, რაზეც პროფლიგა გუნდებს უნდა შეუთანხმდეს. ბუნებრივია, კომენტარებს მატჩის შემდეგაც ვითვალისწინებთ, პლუს შემაჯამებელი გადაცემა. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, მატჩის დროს კიდევ ორი-სამი სტადიონიდან ჩართვით - მაგალითად, სამტრედიიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ფოთიდან და ზუგდიდიდან - ხალხი დაინახავს, რომ საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა... ეს ფორმატი ცოცხალი და საინტერესოა. ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას დღევანდელზე მეტი შრომა და ენერგია სჭირდება, თორემ სირცხვილია, რომ გულშემატკივართა დიდი ნაწილი ჩვენი პირველობის საუკეთესო მოთამაშეებსაც ვერ ცნობს. ეს 3-საათიანი გადაცემა კარგად რომ შევფუთოთ, იმ პროდუქტს მივიღებთ, რომელიც მაყურებელსაც დააინტერესებს და სპონსორებსაც და ეს მთავარია.

რუსეთში სხვა კი არაფერი გაკეთდა? იქაური ჩემპიონატიც არ იყო პოპულარული, მაგრამ ნელ-ნელა დაქოქეს, უზარმაზარი შრომა გასწიეს და მშვენიერი შედეგიც მიიღეს. არავინ დავობს, რომ კომერციული თვალსაზრისით წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატები ბევრად უფრო ადვილი გასაყიდია, მაგრამ საკუთარის კომერციალიზაციასა და პოპულარიზაციაზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ? ამ პროექტის განხორციელებას დიდი ფინანსები და სწორი მიდგომა სჭირდება და დაწმუნებული ვარ, ძლიერი კომპანიები პარტნიორობით დაინტერესდებიან. ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას გაზეთები დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ უპირველესი როლი მაინც ტელევიზიებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, ახლა ტელეეთერში ჩვენს ჩემპიონატის მცირე დრო ეთმობა.

მე კი მიმაჩნია, რომ მაგალითად - ხიდეშელი, აფციაური, გელაშვილი, კაშია და ასე შემდეგ გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებენ. მეტი ინტერესი ხალხს სტადიონზე მიიყვანს, შევსებული ტრიბუნები კი ფეხბურთელისთვის სერიოზული სტიმულია და უფრო მონდომებით ითამაშებს.

- მშვენიერი პროექტია, მაგრამ "მზე" საქართველოს მთელ ტერიტორიას ვერ ფარავს და ეროვნული ჩემპიონატი მხოლოდ თბილისისთვის გაშუქდება?

- ამის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ და თუ პროექტი "მზეზე" განხორციელდება, არის შეთანხმება, რომ ტელეკომპანია მთელი საქართველოს დაფარვას უზრუნველყოფს.

- პროექტის განხორციელებით ფეხბურთის ფედერაცია და პროფლიგა დაინტერესდნენ?

- ხალხს მთელი წლის განმავლობაში ფეხბურთის ყურება სურს და არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების - ქართული თემა არ უნდა გავაშუქოთ? ეს ფედერაციისა და პროფლიგის პირდაპირ ინტერესშია და თუკი "კოლხიდა" პროექტს არ გააგრძელებს, მაშინ ისინი ჩემს იდეა დაუჭერენ მხარს. ვიმეორებ, ეს ძვირადღირებული, მაგრამ კომერციულად უფრო საინტერესო პროექტია და საერთოდაც - ყველაფერი კარგი ძვირიცაა.

- "მზეზე" თქვენი გადაცემები რატომ აღარ გადის?

- არ ვიცი, ახლა რა იქნება და დაუთმობენ თუ არა ქართულ სპორტს ძველებურ ყურადღებას. არადა, ეს აუცილებელია. "მზეზე" კი მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში მივედით, როცა ტელეკომპანიის არსებობა ბევრს დაავიწყდა. გვერდში მხოლოდ თემურ უგულავა დაგვიდგა, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, სხვებმა თვალები დახუჭეს... ამიტომაც ძალზე მწირი პირობები გვქონდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ქართული სპორტისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ და სპორტული არხების ჩამოყალიბებას "მზეზე" გასულმა გადაცემებმა შეუწყო ხელი - კარგად გამოჩნდა, რომ მსგავსი არხის ჩამოყალიბება საქართველოშიც შესაძლებელია. ამიტომაც მინდა, სპორტული ტელევიზიის შექმნის ინიციატორებს წარმატებები ვუსურვო. მთავარია, ეს იდეა ვიღაცამ აიტაცოს და განახორციელოს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს