"არმიამ" ევროჩელენჯის B ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო და მომდევნო ეტაპზე მოხვედრის სერიოზული განაცხადი გააკეთა
"არმიამ" ევროჩელენჯის B ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო და მომდევნო ეტაპზე მოხვედრის სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გადის. პირველ ადგილზე თურქული "ბეშიქთაშია", რომელმაც 29 ნოემბერს ჰოლანდიურ "ლეიდენს" 76:69 სძლია, მეოთხე გამარჯვება გაიფორმა და მომდევნო ეტაპის საგზური ნაადრევად გაინაღდა. ასევე ნაადრევად გადაწყდა გერმანული "გოტინგენის" ბედი, რომელმაც "არმიასთან" 61:69 დამარცხების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. გერმანელებს ოთხი წაგება აქვთ.

"არმია" და "ლეიდენი" კი მეორე პოზიციისთვის იბრძვიან, თუმცა ქართულ გუნდს პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსიც აქვს - "ბეშიქთაშს" 6 დეკემბერს 22 და მეტი სხვაობით უნდა მოუგოს, ხოლო 13-ში ჰოლანდიაში "ლეიდენი" დაამარცხოს. თურქულ კლუბთან 22-ქულიანი მოგება მეტად რთული ამოცანა იქნება, თუმცა ამას "არმიას" არავინ მოსთხოვს, სამშაბათს, თბილისში "ბეშიქთაშის" თუნდაც მინიმალური სხვაობით ძლევა ნებისმიერ ქართველს გაახარებს, რადგან ამ ნაბიჯით ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს ოფიციალურად მიიღებს.

მოკლედ, "არმიას" დარჩენილი ორიდან ერთი მატჩის მოგებაც ეყოფა ისტორიული მიზნის მისაღწევად.

"გოტინგენთან" მატჩისას რამდენიმე საინტერესო რამ მოხდა, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი... მაგალითად, ტრავმა მიიღო "არმიას" პუერტორიკოელმა უკანახაზელმა გილერმო დიასმა, რომელიც მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა.

დადებითი მოვლენა იყო ქართველი კალათბურთელების კარგი თამაში, ანატოლი ბოისამ მეორე პერიოდის დასაწყისში სტუმართა გაქცევას დაუდო სათავე, ხოლო დავით საყვარელიძემ ბოლო წამებზე ჯარიმა ჯარიმაზე ჩააგდო.

იყო სიახლეც - "არმიას" სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ კლიფტონ ჰოუკინსი და მეტიუ ფრეიე. ისინი ახალწვეულები არიან, გუნდს გერმანიაში შეუერთდნენ. ჰოუკინსს არ უთამაშია, ხოლო ფრეიემ მოედანზე 8 წუთი გაატარა.

რამდენად სერიოზულია დიასის ტრავმა? როდის აპირებს ამერიკაში წასვლას გუნდის ძირითადი გამთამაშებელი სანდიატა გეინსი? ეს კითხვები, ალბათ, ქართველ ქომაგსაც აინტერესებს. პასუხისთვის, გუშინ, გერმანიაში არმიელთა მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით. მანამდე კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს გავეცნოთ.

მატჩის ბომბარდირი (23 ქულა) "არმიას" ფორვარდი ჯერემი რიჩარდსონი გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგეს კომპლიმენტი უძღვნა:

- ეს იყო უდიდესი გამარჯვება. მეტოქე გუნდური თამაშის წყალობით დავამარცხეთ, დაცვაში ცოტა შეცდომა დავუშვით. "გოტინგენი" ძლიერი გუნდია და სატურნირო ვითარება ადეკვატურად ვერ გამოხატავს მის შესაძლებლობებს.

"გოტინგენის" კალათბურთელი მაქს ვებერი ცვლილების საჭიროებას ხედავს:

- გული მწყდება, რომ კიდევ წავაგეთ. ასეთი მატჩების მოსაგებად სათანადო კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ არა 20, არამედ 40 წუთი. თამაში უნდა შევცვალოთ, რაზეც ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

მოვუსმინოთ "გოტინგენის" მთავარ მწვრთნელ შტეფან მიენაკს:

- მეამაყება, რომ მიუხედავად დიდი ჩამორჩენისა, ჩემი გუნდი არ დანებდა და ბოლო წუთებზე გამარჯვების შანსიც ჰქონდა. მხოლოდ 20 წუთი აქტიური თამაშით მატჩს ვერ მოიგებ. საჭიროა, მთელი შეხვედრის განმავლობაში იყო აქტიური და თამაშში ყველაფერი ჩადო.

აი, რა თქვა კოტე ტუღუშმა პრესკონფერენციაზე:

- გახარებული ვარ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებით. დიდი სამუშაო გავწიეთ დაცვაში და "გოტინგენს" მხოლოდ 61 ქულა ჩავაგდებინეთ. გარკვეული პრობლემები გვქონდა შეტევაში და ბევრი ბურთიც დავკარგეთ, მაგრამ დაცვაში თავგანწირულმა გარჯამ მიზნამდე მიგვიყვანა.

მილოცვის შემდეგ "არმიას" მთავარ მწვრთნელს გილერმო დიასის მდგომარეობაზე ვკითხეთ.

- დიასმა პირველივე პერიოდში მუხლი იტკინა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. გერმანიაში ექიმებს გავასინჯეთ. ტრავმა სერიოზული არ ჩანს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ("არმია" სამშობლოში გუშინ ღამით დაბრუნდა) სრულ გამოკვლევას ჩავუტარებთ და ტრავმის სიმძიმეზე საბოლოო პასუხსაც თბილისში მივიღებთ.

- მის არყოფნში ქართველმა უკანახაზელებმა დამაჯერებლად ითამაშეს.

- ჩვენი კალათბურთელების იმედი ყოველთვის მქონდა. გერმანიაში მათ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს. ბუბა კვიმსაძეს მცირე დრო ერგო და კარგად გაისარჯა, ანატოლი ბოისამ და დავით საყვარელიძემ კი გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

- ევროჩელენჯზე მეტოქისგან ყველაზე ცოტა (61) ქულა სწორედ 29 ნოემბერს მიიღეთ.

- აქამდე გვაკრიტიკებდნენ დაცვაში არასათანადო თამაშის გამო, გერმანიაში კი მატჩი სწორედ დაცვის წყალობით მოვიგეთ. თუ ამ კომპონენტის მიხედვით ვიმსჯელებთ, ევროჩელენჯზე საუკეთესო მატჩი სწორედ "გოტინგენთან" ჩავატარეთ.

- განაცხადში შეიყვანეთ მეტიუ ფრეიე და კლიფტონ ჰოუკინსი, თუმცა მხოლოდ ფრეიემ ითამაშა, 8 წუთი. რა იყო ამის მიზეზი? იქნებ ფორმაში არ არიან?

- ვერ ვიტყვი, რომ არასათანადო კონდიციებში არიან. ისინი გერმანიაში შემოგვიერთდნენ, ოფიციალურ მატჩამდე "არმიასთან" სავარჯიშოდ და გუნდის გასაცნობად დრო არ ჰქონდათ. ამიტომაც შევიკავე თავი მათი დატვირთვისგან.

- ბოლოს სანდიატა გეინსზე გკითხავთ. NBA-ს ლოკაუტი დასრულდა. ხომ არ გადაუწყვეტია, როდის მიაშურებს ამერიკას?

- ჯერ არა. გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება გეინსი ჩვენთან.

B ჯგუფი

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ბეშიქთაში 4 4 0 370/303 8

2. არმია 4 3 1 307/311 7

3. ლეიდენი 4 1 3 278/307 5

4. გოტინგენი 4 0 4 302/336 4

6 დეკემბერი

18:00 არმია-ბეშიქთაში

7 დეკემბერი

23:00 ლეიდენი-გოტინგენი

13 დეკემბერი

22:30 გოტინგენი-ბეშიქთაში

23:30 ლეიდენი-არმია

მითითებულია თბილისის დრო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა