"შავი ზღვის თასის" გათამაშების მეორე შეხვედრა დრამატული გამოდგა. თბილისის "ლოკომოტივს" რუმინულ "არადთან" მოსაგებად ერთი ზუსტი საჯარიმო დააკლდა...

"შავი ზღვის თასის" გათამაშების მეორე შეხვედრა დრამატული გამოდგა. თბილისის "ლოკომოტივს" რუმინულ "არადთან" მოსაგებად ერთი ზუსტი საჯარიმო დააკლდა. რკინიგზელებმა მატჩი ორი ქულით - 28:30 წააგეს, არდა თამაშის მსვლელობისას 0:21-ს აგებდნენ.

ანგარიშის გახსნა ლოკომოტიველებს დასაწყისშივე შეეძლოთ, ტრავმირებული მგეზავისა და გუნდის ლიდერის ბობა კვინიხიძის ნაცვლად მოთამაშე გიორგი ელიზბარაშვილმა ხელსაყრელი პოზიციდან ვერ გაიტანა.

ამის მერე თითქმის პირველი ტაიმის ბოლომდე მხოლოდ ერთი გუნდი, "არადი" თამაშობდა. "ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგეს ალღო ვერ აუღო. რუმინელები, რომელთა შემადგენლობაშიც ნაკრების ორი ძირითადი მორაგბე ვალენტინ კალაფეტიანუ და გარემარბი კატალიმ ფერკუ ვიხილეთ, ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ, წინ და უკან ქარიშხალივით დაჰქროდნენ.

ანგარიში კი მე-17 წუთზე საჯარიმოთი სწორედ კალაფეტიანუმ გაიტანა. უნდა ითქვას, რომ უშეღავათო ბრძოლაში ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა. სტუმრებმა რკინიგზელები თამაშის წესის დარღვევისთვის ექვსჯერ დასაჯეს.

ჩვენმა გუნდმა მალე მეტოქეს ორი ლელო აჩუქა. 25-ე წუთზე "არადის" ოცდაორმეტრიანი ზონის მისადგომებთან, მათ სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. იქიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ გრძელ ფრთაზე კიდემდე ჩაათამაშეს. გარემარბი იონუც ლემნარუ მეურვეს ხელიდან დაუსხლტა და ლელოსკენ დაიძრა, სამოცდაათი მეტრი ისეთი სისწრაფით გაირბინა ხელით წაპოტინებაც ვერავინ შეძლო. კალაფეტეანუმ ვერ გარდასახა.

მეორე ლელო არანაკლებ კურიოზული მივიღეთ. ლოკომოტიველები საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ბურთის ხელდახელ გამოტანას ცდილობდნენ, მაგრამ შუამარბ სანდრო ქავთარაძეს წინ გაუვარდა, ის "არადის" შუამარბმა სტელიან სტოიკიცემ აიტაცა და ლელოში შიტანა. კალაფეტეანუმ გარდასხვა ზუსტად დაარტყა, რასაც ორ წუთში საჯარიმც მიაყოლა - 21:0.

ისეთი შთაბეჭდილება შექიმნა, რომ "ლოკომოტივს" დიდი ანგარიშით მარცხისგან ვერაფერი იხსნიდა. თუმცა, რკინიგზელებმა ტაიმის მიწურულს სალელოვე შეტევის განხორცილება შეძლეს და მესამეხაზელმა გივი ბერიშვილმა, რომელმაც მატჩში ჰეთ თრიკი გაახერხა, პირველი ლელო გაიტანა, ელიზბარაშვილმა გარდასახა - 7:21.

მეორე ტაიმში "ლოკომოტივს" ვეღარ იცნობდით. გუნდმა თავისი თამაში იპოვა, შერკინება, როგორც სჩვევია, მძლავრად და მობილურად ამოქმედდა. 48-ე წუთისთვის მეტოქის ერთ საჯარიმოს ელიზბარაშვილმა ორით უპასუხა და ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა - 13:24.

თამაშის დამთავრებამდე 32 წუთი იყო დარჩენილი, რაც თერთმეტქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად სრულიად საკმარისი დროა და რკინიგზელებიც საქმეს შეუდგნენ. 54-ე წუთზე მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან აუტი სუფთად მოიგეს. ყველა მოლის შეკვრას ელოდა, თუმცა "ლოკომოტივის" მეორეხეზელმა დავით ჩიტიძემ თვითონ შეუტია, რამდენიმე მეტრი ირბინა, მერე თანაგუნდლებიც წამოეშველნენ და შტევის მიმართულების ცვლით, რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. ბოლოს ბურთი რაკიდან ბერიშვილმა აიტაცა და მეორე ლელო დადო. ელიზბარაშვილმა ვერ გარდასახა - 18:24.

62-ე წუთზე რუმინელები, რომლებიც რკინიგზელთა დაცვას ვეღარაფერს უხერხებდნენ, მგეზავ ფილიპ ანდრეის საჯარიმოთი ცხრა ქულით დაწინაურდნენ. დრამატული მოვლენები მატჩის ბოლო ათ წუთში განვითარდა. 73-ე წუთზე "ლოკომოტივმა" სხვაობის ორ ქულამდე შემცირება შესძლო. "არადის" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. რკინიგზელბმა მეტოქის დაძვრა შეძლეს, ორიოდ მეტრი გაიარეს, ბერიშვილმა შერკინებიდან გამოსული ბურთი დროულად აიტაცა და ლელოში შეიჭრა. გარდასხვა შეცვლაზე შესულმა შავლეგ მახარაშვილმა გაგზავნა მიზანში - 25:27.

მანვე თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე 35 მეტრიდან საჯარიმოც გაიტანა და "ლოკომოტივი" დააწინაურა - 28:27. სამწუხაროდ, ამ ანგარიშის შენარჩუნება ჩვენმა მორაგბეებმა ვერ შეძლეს. ერთ წუთში არადის მგეზავმა საჯარიმოთი ისევ დააწინაურა თავისიანები - 30:28.

"ლოკომოტივმა" თამაში ცენტრიდან დაიწყო. რუმინელები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და რკინიგზელებს მატჩის მოგების შანსი მიეცათ. დრო ამოწურული იყო. მახარაშვილს უნდა გაეტანა და თამაში რკინიგზელთა გამარჯვებით დამთავრდებოდა. მაგრამ... ვერ გაიტანა. "ლოკომოტივს" გმირობამდე ერთი ზუსტი დარტმა დააკლდა.

დავით ჩავლეიშვილი, "ლოკომოტივის" მწვრთნელი:

"პირველ ტაიმში ვერაფრით დავლაგდით, მეორეში საკუთარი თამაში ვიპოვეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. "არადი" საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა მისი დამარცხება მაინც შეგვეძლო"

ლოკომოტივი-არადი 28:30

ლოკომოტივი (15-9) დავითაშვილი (მახარაშვილი 41), შიოშვილი, ქავთარაძე, ხუციშვილი, ჟამუტაშვილი (კობერიძე 48), ელიზბარაშვილი, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, ვეფხვაძე, გუჯარაიძე, კორკოტაძე (ელოშვილი 67), ნიშნიანიძე, ოზგებაშვილი (ჩიტიძე 41), ბერიშვილი.

3ლ: ბერიშვილი (3). 2გ: ელიზბარაშვილი, მახარაშვილი. 3ს: ელიზბარაშვილი (2), მახარაშვილი.

სინბინი: გენებაშვილი, გასვიანი.

არადი (15-9) ფერკუ (მაქსიმი 72), გობჟილა, იფტოდე, სტოიკიცე, ლემნარუ (სტრუნე 41) ანდრეი, კალაფეტეანუ (ბიტია 45). (1-8) ბეკა (კარაჯიუ 73), გრინდუი, ცარუსი (ბილცაგი 72), დრენჩიანუ, მორარუ, ტურჩე, სელევესტრუ, ჩოკანი.

2ლ: ლემნარუ, სტოიკიცე. 6ს: კალაფეტეანუ (3), ანდრეი (3). გ: კალაფეტეანუ.

სინბინი: მორარუ.

მსაჯი: უ.ნარიმანიძე (საქართველო)

"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა