ლუგანსკის "ზარიას" მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ჩანცევს "ოლექსანდრიას" ქართველის ამაოდ არ ეშინოდა
უკრაინული პრემიერლიგის ბოლო ტურში "ოლექსანდრიამ" უშუალო კონკურენტი, ლუგანსკის "ზარია" დავით თარგამაძის ძალზე ეფექტური გოლით 1:0 დაამარცხა.

ეს არ იყო ქართველი ლეგიონერის ერთადერთი გაბრწყინება. მან მე-4 წუთზე უზუსტესი პასით მეკარესთან პირისპირ სერგეი სტარენკი დატოვა, მაგრამ თანაგუნდელმა მომენტით ვერ ისარგებლა. მერე იყო დათოს გოლი (მე-17 წუთზე), 27-ეზე კი 22 წლის შემტევ ნახევარმცველს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, როდესაც კვლავ საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა, მაგრამ გამოცდილმა მეკარე იგორ შუხოვცევმა ამჯერად არ გაატანინა.

საინტერესო იყო კომენტატორის სიტყვები დათოს გოლისას:"ულამაზესი გოლი! აი, ეს არის ოსტატობა და ამიტომაც არის თარგამაძეზე ასეთი მოთხოვნა. ეს იყო აუღებელი დარტყმა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი უდავოდ მაღალი კლასის მოთამაშეა".

მატჩის შემდეგ "ზარიას" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჩანცევი სინანულით ამბობდა:"ბიჭები წინასწარ გავაფრთხილე, თარგამაძესთან ფრთხილად იყავით, მარჯვენა ფეხით კარგად ურტყამს და საიმედოდ უდარაჯეთ-მეთქი, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა".

თურმე ტყუილად როდი წუხდა ეს კაცი - ამ გოლით თარგამაძემ ლუგანსკელების მთავარი მწვრთნელი შეიწირა – მატჩის შემდეგ ჩანცევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

უკრაინელმა გულშემატკივარმა "უაფუტბოლის" ფორუმში თამაშის სტილით თარგამაძე "ლილის" ბელგიელ ვარსკვლავ ედენ აზარს შეადარა, რომლის შეძენას ევროპული გრანდები ცდილობენ, კლუბის პრეზიდენტი კი ბელგიელის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს ითხოვს. მეორე ფანი კი ამტკიცებდა, ქართველი კარლოს ტევესის ალი-კვალიაო. იქვე გამოითქვა ვარაუდი, თარგამაძე იმდენად კარგი ფეხბურთელია, ზამთარში "ოლექსანდრიას" აუცილებლად დატოვებსო.

გუშინაც გაუწყეთ, რომ ამ გოლით თარგამაძე კლუბის ისტორიაში შევიდა - "ოლექსანდრიამ" მე-900 გოლი გაიტანა. "ოლექსანდრიას" ვებგვერდი წერს, ეს საიუბილეო გოლი ქართველმა დამსახურებულად მიითვალაო.

ამ ყველაფრის შემდეგ, ბუნებრივია, თარგამაძის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხილვასაც ველოდით, მაგრამ ინტერნეტგაზეთმა "ფუტბოლმა" ასე არ განსაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს