დღემდე "ლელო" მას შემდეგ, რაც 2002 წელს პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადაბარგდა, უმედლებოდ არ დარჩენილა
თბილისის "ლელო" ბოლო ათწლეულში ქართული რაგბის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია. მას შემდეგ, რაც 2002 წელს პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადაბარგდა, დღემდე ლელოელები უმედლებოდ არ დარჩენილან.

სამჯერ კი საქართველოს თასს ფლობდნენ. ასეთივე შედეგები ჰქონდა კლუბის ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდებსაც. წინა წლებისგან განსხვავებით "ლელოს" ასპარეზობას წლეულს წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ. ამის მიზეზის გასარკვევად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისშვილმა ჩვენთან საუბარში მოკლე ისტორიული ექსკურსი გააკეთა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

- "ლელო" ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ასპარეზობდა, როცა 2002 წელს თასის ფინალში ვითამაშეთ. მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა ათი ფინალური მატჩი გამართა, აქედან ხუთი მოვიგეთ და ხუთში დავმარცხდით. სულ კი, ამ მცირე პერიოდში, სამჯერ საქართველოს თასი მოვიგეთ და ორჯერ ქვეყნის ჩემპიონები გავხდით.

ცხადია, ყოველივე ამას თავისი პრეისტორია აქვს. "ლელოს" ის თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა და 2004 წელს ჩემპიონი გახდა, მომდევნო 2005 წელს სფრანგეთის სხვადასხვა გუნდებში გადავიდა. შევსება ჩვენივე სკოლის აღზრდილებით მოვახერხეთ. ყველაფერი თავიდან დავიწყეთ და 2008 წელს უკვე თასის მფლობელები გავხდით. მომდევნო 2009 წელს კი დუბლი შევასრულეთ - თასთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვეთ. იმავე წელს ისევ დაიწყო გუნდიდან მოთამაშეების გადინება და ცხადია, ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა.

- "ლელოს" შემადგენლობა წლეულსაც არ ჰყავდა ვინმეზე ნაკლებად სოლიდური, თუმცა მათ უმრავლესობას მუდმივად ტრიბუნებზე ვხედავდით.

- დიახ, ასე იყო, მოთამაშეთა გუნდიდან გადინებას დაემთხვა ხშირი ტრამვიანობა. წლეულს 11-მა მორაგბემ გაიკეთა სხვადასხვა სირთულის ოპერაცია. მათ შორის იყო ორი ძალიან მძიმე, ხერხემლის ტრავმები. ვისაც ახლა ჩამოვთვლი, იმის გარდა, რომ გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობენ. წლეულს ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ძმები გიორგი და გოდერძი ჭინჭარაულები, გიგა კირკელია, სანდრო ქოიავა, გიორგი ჭყოიძე, თორნიკე ცერცვაძე (ორივე ფეხზე გაიკეთა მუხლის ოპერაცია), დავით ბარბაქაძე, ზურა ხორბალაძე, ბექა ხიპაშვილი და გიორგი მორგოშია.

- გუნდიდან მოთამაშეების გადინება ახსენეთ. გვითხრით, ვინ დატოვა წლეულს "ლელო"?

- წლეულს გუნდიდან წავიდნენ და საფრანგეთში გადაბარგდნენ გიორგი გაბელია, გიორგი ლომინაძე და ვახო ახობაძე. თამაშს თავი დაანება ბექა სარდანაშვილმა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, შერკინების კვაჭი ირაკლი ჭყონია, კი რაგბის კავშირში განვითარების ჯგუფის წევრია და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს. შესაბამისად, სეზონის დასკვნით ეტაპზე ვერ დაგვეხმარა და, ფაქტობრივად, შერკინების კვაჭის გარეშე დავრჩით.

- "ლელოს" ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტი, სამი მორაგბე ჰყავდა მივლინებული.

- დიახ, და გარკვეულწილად ამანაც შეგვიშალა ხელი. იმის გარდა, რომ ლაშა ხმალაძე და აქლექსანდრე თოდუა შარშან მძიმე ტრავმების გამო დაგვაკლდნენ, წლეულს მათთან ერთად ლექსო გუგავასაც, ფაქტობრივად, პირველი წრის შუა ტურების შემდეგ ჩვენთან ერთად არ უვარჯიშიათ და უთამაშიათ. მსოფლიოს თასის გათამაშებიდან, კი როგორც ფიზიკიურად, ისე ემოციურადაც მთლიანად გამოფიტულები დაბრუნდნენ.

ამას დაუმატეთ ისიც, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ოთხი მორაგბე გვყავდა მივლინებული. თანაც მთელი სეზონის განმავლობაში გაურკვეველი იყო, როდის ჩატარდებოდა თასის გათამაშების შეხვედრები. ჯერ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მერე შემოდგომისთვის გადაიტანეს. ამანაც ძალიან გვაზარალა. ყოველვე ამან კი ის გამოიწვია, რომ მთელი წლის მანძილზე ექსპერიმენტები გვიწევდა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან ლიდერები ვიყავით, ჩვენთან ყველა გაათმაგებული მონდომებით იბრძოდა. ნელ-ნელა სხვა გუნდებიც მოღონიერდნენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სადღაც ჩვენც დავაკელით, შეცდომები დავუშვით. წლეულს მინიმუმ ერთი ფინალი მაინც უნდა გვეთამაშა.

- ჭაბუკთა ლიგებში მოთამაშე გუნდებზე რას იტყვით, წინა წლებთან შედარებით, იქაც სერიოზული ჩავარდნა გაქვთ.

- ეგ ბავშვთა არაკვალიფიციური მწვრთნელების გამო მოხდა. გადამჭრელი ზომები უკვე მიღებულია და მწვრთნელთა შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდება. ბავშვთა რაგბის მიხედვას სერიოზულად ვაპირებთ. ეს ის რგოლია ჩვენს საქმიანობაში, რაზეც "ლელო" მუდამ იდგა.

- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?

- ფინანსურად სტაბილური სიტუაცია არ გვაქვს. თუკი რამდენიმე კლუბმა ეს შეძლო, ჩვენ ამ მხრივ ძალიან გაგვიჭირდა. მართალია, "კაპაროლი" გვეხმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ კლუბმა სრულფასოვანი, პროფესიული საქმიანობა აწარმოოს.

- რას გეგმავთ მომავალი სეზონისთვის, რა უნდა გააკეთოთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს?

- მომავალი წლისთვის ბევრი რამ შეიცვლება. გადახალისდება შემადგენლობა, ზოგადად კლუბის ხედვა, მუშაობის პრინციპები. ჩვენ ყოველთვის ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და შესაძლოა, ამჯერადაც აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებზე გადავიტანოთ, რომელბიც ნელ-ნელა გაიზრდებიან, გამოცდილებას მიიღებენ. ყველაფერზე ვფიქრობთ, ვაანალიზებთ. დარწმუნებული ვარ მომავალშიც მხოლოდ მაღალი მიზებისთვის ვიბრძოლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა