"ტოტენჰემი" 21 წლის მცველმა, კაილი უოქერმა ევროლიგაში პაოკ-თან (1:2) შეხვედრაში იჩხუბა
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" 21 წლის მცველმა, კაილი უოქერმა იჩხუბა. ეს "უაით ჰართ ლეინზე" მოხდა, ოთხშაბათს, როდესაც ბერძნულმა პაოკ-მა "დეზებს" 2:1 მოუგო და ევროლიგის გათამაშებას გამოთიშა.

უოქერმა საფინალო სასტვენის შემდეგ პაოკ-ის თავდამსხმელ დიმიტრის სალპინგიდისზე გაიწია. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა იმან დაძაბა, რომ პაოკ-ის პირველი გოლის დროს, ორთაბრძოლისას სალპინგიდისმა უოქერს ხელი ჰკრა. ყოველ შემთხვევაში უოქერმა ასე იგრძნო. მერე მოჰყვა და მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სალონიკის გუნდმა "სფურზს" კაცნაკლულმა აჯობა. ბერძნები 37-ე წუთის შემდეგ უმცირესობაში იყვნენ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა: "დღეს ჩვენ დაცვაში ვერ ვივარგეთ. საქმე ის არის, რომ ოთხი მცველი, რომლებიც დღეს მოედანზე იყო, შეთამაშებული არ არის და პირველი ათი წუთის განმავლობაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. სწორედ სუსტი დაცვის გამო გავუშვით ორი ბრიყვული გოლი, ხოლო, როდესაც 2:0-ს აგებ, თამაშის შემოტრიალება ძალიან ძნელია.

ერთი სიტყვით, 32 საუკეთესოს შორის ვერ მოვხვდით და ამან გული დამწყვიტა. დღეს მოგება მინდოდა. ადამიანს ხომ ყოველ შეხვედრაში გამარჯვება გინდა".

თუმცა 32 საუკეთესოს შორის მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის: ჩრდილოლონდონელებმა "შემროკ როვერსს" უნდა მოუგონ და იმედი იქონიონ, რომ პაოკი "რუბინს" ექვსგოლიანი უპირატესობით დაამარცხებს.

საინტერესოა, რომ შეხვედრის მიწურულს ჯერმაინ დეფომ ბერძნული გუნდის კარში გოლი გაიტანა და თითქოს ანგარიში გაათანაბრა კიდეც, მაგრამ მეხუთე (!) მსაჯმა, ედ იანსენმა არ ჩათვალა. რედნაპმა დასძინა:

"ჩვენ პრემიერლიგაში ცხრა თამაში მოვიგეთ და ერთი ფრედ ვითამაშეთ. ეს კარგი შედეგია, რომელსაც იმით მივაღწიეთ, რომ შუა კვირის

შეხვედრებში ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს ვასვენებდი. ყველაფერს ვერ გამოეკიდები".

და კიდევ ერთი, ინგლისური პრესა "პაოკთან" თამაშის წინ დარწმუნებული იყო, რომ რედნაპი კარში იტალიელ გოლკიპერ კარლო კუდიჩინის დააყენებდა. კუდიჩინის შესახებ გუშინ ჩვენც გიამბეთ, თუმცა მწვრთნელმა ბოლო წამს გადაიფიქრა და 30 წლის მივიწყებულ მეკარეს, ბრაზილიელ ეურელიო გომეშს ენდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად