ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მისგან ელოდნენ
მიმდინარე ევროლიგაში ერთადერთი გამარჯვება თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" თურქეთში "ეფესის" წინააღმდეგ მოიპოვა. წუხელ კი ამ გუნდს ბელგიაში უმასპინძლა და იყო, იმედი, რომ მეორე გამარჯვებასაც მოიპოვებდა, მაგრამ...

თურქული გრანდი მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა და ერთადერთი, რაც "შარლერუამ" მოახერხა, ბოლო წუთებზე ჩამორჩენის შემცირება გახლდათ. საბოლოოდ "ეფესმა" შარლერუელები 66:62 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მისგან ელოდნენ. შენგელიამ მოედანზე 18:15 წუთში 1 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ თამაშიდან თურქების კალათი ვერ დალაშქრა (სამქულიანი და საშუალო დისტანციიდან თითო სროლა ააცილა), ის ერთადერთი ქულა კი, ბუნებრივია, საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას შარლერუელები 8 დეკემბერს შინ :სერბულ "პარტიზანთან ჩაატარებენ. დღეს კი ევროლიგაში დანარჩენი ქართველები ითამაშებენ. A ჯგუფში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "ბენეტ კანტუ" ესპანურ "კახა ლაბორალს" უმასპინძლებს, ხოლო D ჯგუფში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თურქული "გალათასარაის" შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლოჯერ, ყაზანში, "უნიქსთან" შეხვედრაში ითამაშებს.

ჯგუფში მდგომარეობა

მაკაბი 5 1 473-444 11

ეფესი 4 3 514-510 11

რეალი 4 2 543-495 10

პარტიზანი 3 3 437-446 9

EA7 მილანი 2 4 443-459 8

შარლერუა 1 6 523-579 8

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა